ბევრ ადამიანს ფრუქტოზის აუტანლობა აწუხებს, მაგრამ ამის შესახებ არ იცის და დისკომფორტს სხვა მიზეზს მიაწერს. თერაპევტი სვეტლანა ნიკიტინა ფრუქტოზის აუტანლობის სიმპტომებზე საუბრობს. დისკომფორტი ფრუქტოზის შემცველი პროდუქტების მიღების შემდეგ ჩნდება, მაგრამ ამის მიხვედრა შესაძლებელია, თუ კვებით ქცევებს ყურადღებით დააკვირდებით.
ექიმი აღნიშნავს, რომ ფრუქტოზა გვხვდება არა მხოლოდ ხილში, არამედ ბევრ სასმელში, თაფლში, მურაბაში, მიუსლში, ტკბილ იოგურტში ხილის გემოთი.
თერაპევტმა ჩამოთვალა სიმპტომები, რომლებიც ფრუქტოზის აუტანლობაზე მიგანიშნებთ.
„ფრუქტოზის აუტანლობა სხვადასხვაგვარად ვლინდება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დიარეა, მუცლის შებერილობა და მუცლის სპაზმი“ – ამბობს თერაპევტი.
სპეციალისტი განმარტავს, რომ წვრილი ნაწლავი ფრუქტოზას ნორმალურად ვერ ამუშავებს, რის გამოც ნეგატიური სიმპტომები ჩნდება. ის დაუმუშავებელი ხვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც ბაქტერიებით იშლება. პროცესში ჩნდება გაზები, რომლებიც საჭმლის მონელების ბალანსს არღვევენ. თუ ფრუქტოზის აუტანლობას უყურადღებოდ დატოვებთ, მალე შეიძლება გამოჩნდეს ე.წ. მეორადი სიმპტომები:
- დაღლილობა
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- იმუნური სისტემის დასუსტება
- დეპრესიული მდგომარეობა
- საკვები ნივთიერებების დეფიციტი
ექიმმა განაცხადა, რომ წამალი, რომელიც ფრუქტოზის აუტანლობას კურნავს, არ არსებობს. სიმპტომების შემსუბუქების ერთადერთი ვარიანტი რაციონის შეცვლაა. თანდაყოლილი აუტანლობის შემთხვევაში ფრუქტოზა რაციონიდან სრულიად უნდა ამოიღოთ. შეძენილი აუტანლობის შემთხვევაში მისი მიღების შემცირება საკმარისია.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.