ხალხური მეთოდები თეთრი ტანსაცმლიდან ოფლის ლაქების მოსაშორებლად

506

ზაფხული მზესთან, ზღვასთან და ქვიშასთან ასოცირდება. ამავდროულად, ესაა მუდმივი სიცხე და ჭარბი ოფლდენა. ყველა ოფლიანობს, განსაკუთრებით წლის ცხელ პერიოდში ან სტრესულ სიტუაციაში. ოფლთან შეგუება კიდევ შეიძლება, მაგრამ ტანსაცმლიდან ოფლის ყვითელი ლაქების მოშორება მარტივი არაა. ზაფხულში ღია ტანსაცმელზე ოფლის ყვითელი ლაქები უსიამოვნოდ გამოიყურება. Vivien გიზიარებთ ეფექტურ მეთოდებს, როგორ გარეცხოთ ტანსაცმელი ისე, რომ ყვითელი ლაქები გაქრეს.

რჩევები ტანსაცმლიდან ოფლის ლაქების მოსაშორებლად

გაითვალისწინეთ, თუ ჩვეულზე მეტად ოფლიანობა დაიწყეთ, ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია. ჭარბი ოფლიანობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით, მათ შორისაა შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, სიმსუქნე ან ჰიპერთირეოზი, ასევე ლიმფური სისტემის პრობლემები, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადება, ტრავმა. ზოგჯერ D ვიტამინის დეფიციტიც ოფლიანობას ზრდის.

თუ ჯანმრთელი ხართ, უბრალოდ ოფლი გაწუხებთ, გადაწყვეტილება არსებობს. ჩვენ მიერ ნაპოვნი საშუალება დასახულ ამოცანას საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდება. გიამბობთ, როგორ შეამციროთ ოფლიანობა მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.

საკვები სოდა და წყალბადის ზეჟანგი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ტანსაცმლიდან ყვითელი ლაქების მოსაშორებლად. 20 გ საკვები სოდა და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი ჭიქაში აურიეთ. ნარევი ლაქას დაასხით და ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ. 10 წუთი გააჩერეთ, რომ ნარევმა უკეთ იმოქმედოს, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

ძმარი კიდევ ერთი ეფექტური და ბიუჯეტური საშუალებაა, რომლითაც ღია ფერის ტანსაცმელს ოფლის ლაქებს ადვილად მოაშორებთ. 100 მლ ძმარი ყვითელ ლაქებს წაუსვით და 15 წუთი გააჩერეთ. ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. გირჩევთ, გარეცხილი თეთრი ტანსაცმელი მზეზე გააშროთ.

სხვა რჩევები

ასპირინის აბები, კიდევ ერთი საშუალება ტანსაცმლიდან ყვითელი ლაქების მოსაშორებლად. მასში შემავალი სალიცილის მჟავა ქსოვილში ღრმად აღწევს და ლაქებს შლის. რამდენიმე აბი 1 ჭიქა წყალში გახსენით. ნარევი ლაქას კბილის ჯაგრისით წაუსვით. 10 წუთი გააჩერეთ, შემდეგ ტანსაცმელი გარეცხეთ.

ბონუსი: რეცეპტი ოფლიანობის შესამცირებლად. საკვები სოდა და ლიმონის წვენი დაგჭირდებათ. მგრძნობიარე კანზეც გამოგადგებათ.

1 ჩ/კ სოდა და 1 ლიმონის წვენი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი ფაფა მიიღოთ. ბამბის დისკით ნარევი წაისვით იღლიებზე და სხვა ზონებში, სადაც ოფლიანობა გაწუხებთ. 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ ჩვეულებრივი ანტიპერსპირანტი წაისვით.