თერაპევტი ასახელებს 5 საუკეთესო ბოსტნეულს მაღალი წნევის შესამცირებლად

1054

ჰიპერტონიის დროს საუკეთესოა კვების რაციონი, რომელიც შეიცავს ხილს, ბოსტნეულს, მთელი მარცვლეულის პროდუქტებს, უცხიმო რძის პროდუქტებს, უცხიმო ხორცს, პარკოსანს. ის მდიდარი უნდა იყოს კალიუმით, მაგნიუმით, უჯრედისით და კალციუმით, ამავდროულად, ნატრიუმს და უჯერ ცხიმს მცირე რაოდენობით შეიცავდეს. ასეთი რაციონი შეესაბამება DASH დიეტას, რომელიც სპეციალურად არტერიული წნევის შესამცირებლად არის შექმნილი ჰიპერტენზიის მქონე ხალხისთვის ან მის გარეშე. ამის შესახებ თერაპევტი, სვეტლანა ნიკიტინა საუბრობს.

ექიმი გირჩევთ, მეტი ბოსტნეული მიირთვათ არტერიული წნევის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. თერაპევტი ასახელებს რამდენიმე საუკეთესო ბოსტნეულს მაღალი წნევის შესამცირებლად. თითოეული მათგანი ამისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით მდიდარია.

ახალი კარტოფილი. ახალი კარტოფილი კალიუმით მდიდარია. მაგალითად, საშუალო ზომის გამომცხვარი კარტოფილი შეიცავს დაახლოებით 600 მგ კალიუმს, რაც დღიური ნორმის 13%–ია. კალიუმი ებრძვის ზედმეტ ნატრიუმს, რომელიც წნევის ზრდას იწვევს.

ჭარხალი. ჭარხალი და მისი მწვანილი (ფოჩი) ნიტრატების კარგი წყაროა. ნიტრატები სისხლძარღვებს მოდუნებაში ეხმარება. ბოსტნეული სხვა საკვები ნივთიერებითაც მდიდარია. მათ შორისაა კალიუმი, უჯრედისი, ფოლიუმის მჟავა, მანგანუმი, C ვიტამინი და რკინა. უმეტესობა მათგანი არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს.

პომიდორი. პომიდორი მდიდარია კალიუმით და ლიკოპინით, ორი საკვები ნივთიერებით, რომელთაც არტერიული წნევის და გულის საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლიათ.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. კომბოსტო, ისპანახი, სხვა ფოთლოვანი მწვანილი შეიცავს ბევრ საკვებ ნიტრატს, რომელსაც სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისება აქვს. მინიმუმ 1 თასი ფოთლოვანი ბოსტნეული დღეში არტერიული წნევის და გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ.

გოგრა. გოგრის რბილობი მდიდარია კალიუმით, ასევე სხვა საკვები ნივთიერებით, როგორიცაა A ვიტამინი, უჯრედისი და C ვიტამინი. ეს „თაიგული“ სისხლძარღვების მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს, ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს