ერთ დროს პოპულარული იყო ხუმრობა: „მერი, შვილი გააჩინე, თუ არა, ვინ მოგიტანს ჭიქა წყალს სიბერეში? – იცი, დედა, წყლის ნაცვლად ყავა მირჩევნია.“
და სულ ტყუილად. ბევრი ექიმი წყლის ხშირად დალევას გვირჩევს. უბრალო სუფთა წყალი, როგორი ნეიტრალურიც არ უნდა იყოს, ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. მოიცადეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სამსახურში, დილიდანვე უნდა გაიქცეთ და საოფისე ბოილერი პირველმა დააცარიელოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის ღირს წყლის დალევა და რა დოზით. Vivien ამის შესახებ გიამბობთ.
ჭიქა ცივი წყალი
ალბათ, წყლის დალევა გაღვიძებისთანავე უნდა დაიწყოთ. ბევრი ადამიანი დილით სამზარეულოში წასვლას და ყავის მოდუღებას უპირატესობას ანიჭებს. რბილად რომ ვთქვათ, ამით შეცდომას უშვებენ. უზმოზე დალეული ყველასთვის საყვარელი სასმელი ქოლეცისტოკინინის გამომუშავებას ააქტიურებს. ეს ჰორმონი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე პასუხისმგებელია. რა უნდა მოვინელოთ დღის დასაწყისში?
მის ნაცვლად 1–2 ჭიქა ცივი წყლის დალევა მთელ ორგანიზმს გაააქტიურებს. გაგამხნევებთ და საჭირო განწყობას შეგიქმნით. შინაგანი ორგანოები გააქტიურდება. 10 წუთის შემდეგ ან უფრო მოგვიანებით უპრობლემოდ შეგიძლიათ ისაუზმოთ. ასე ხანგრძლივი ღამის შემდეგ ორგანიზმში სითხის დონეს აღადგენთ.
ცივი წყალი სადილსა და ვახშამს შორის შუალედში შეგიძლიათ დალიოთ. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა წასახემსებელი გიყვართ, რომელიც სასწორზე საჭირო ციფრის მიღწევაში ხელს გიშლით, ცივი წყალი კარგი დამხმარე გახდება. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი ნებისმიერ აქტივობაზე კალორიებს ხარჯავს. იმისთვისაც, რომ კუჭში სითხე ოთახის ტემპერატურამდე გაათბოს. გამოდის, ფიზიკურად არაფერს აკეთებთ, მაგრამ შინაგანი ორგანოები თქვენს ნაცვლად მუშაობს და კალორიებს ხარჯავს. ისარგებლეთ.
საღამოს აბაზანის მიღებამდე 1 ჭიქა წყლის დალევა არტერიული წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ. ცხელი წყალი გარედან და ცივი წყალი შიგნიდან უზრუნველყოფს ნორმალურ ბალანსს და რელაქსაციის პროცესით მაქსიმალურად ტკბობის საშუალებას მოგცემთ. უფრო მეტიც, ზოგიერთი შინაგანი ორგანო მადლობელი დაგრჩებათ.
ჭიქა წყალი ძილის წინ გულის შეტევის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. ამასთან ექიმები გირჩევთ, რომ ოთახის ტემპერატურის წყალი დალიოთ, ლიმონის, მარილის ან შაქრის დამატებით. უბრალო სუფრის წყალი.
მინუსები
დიდწილად მინუსები მიღებული სითხის მოცულობას და მის ტემპერატურას ეხება. როგორც ყველაფერში, სასმელიც ზომიერად უნდა დალიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობას დააზიანებთ.
ჭამის წინ წყლის დალევამ საჭმლის მონელების მთელ პროცესზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს. ძალიან ბევრი წყალი კუჭის წვენს შეიძლება შეერიოს და ნაკლებად ნაჯერი გახადოს. სწორედ ამიტომ, არ გადააჭარბოთ და მხოლოდ 1 ჭიქა წყლით შემოიფარგლეთ. წყლის დალევიდან მხოლოდ 5-10 წუთის შემდეგ დაიწყეთ ჭამა.
გარდა ამისა, ძალიან ცივი წყალი საჭმლის მონელების პროცესს ანელებს. ორგანიზმი მისი ტემპერატურის გაზრდაზე დიდ რესურსს დახარჯავს. მზად იყავით, რომ მუცელი ძალიან თავდაჯერებულად და აქტიურად იბუყბუყებს.
მგრძნობიარე კბილებს და ყელს ცივი წყალი არ უყვარს. მათში დისკომფორტს და მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში ცივი წყალი ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება გახდეს. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს აქვს პათოლოგია, ცივი წყლის დალევამდე ექიმს მიმართეთ. ექიმთან კონსულტანცია სასარგებლო და საჭიროა. ამის ნამდვილად გაგებას მხოლოდ ასაკთან ერთად იწყებთ.
თუ ორგანიზმში ძალიან ბევრი წყალია, სისხლში ნატრიუმის დონე შემცირდება. ექიმები ამას ჰიპონატრიემიას უწოდებენ. მას სხვადასხვა უსიამოვნო შედეგის გამოწვევა შეუძლია. კერძოდ: გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება, ძვლების და მყესების დასუსტება, კონცენტრაციის გაუარესება და სიკვდილიც. ძალიან არ იდარდოთ. რამდენიმე ზედმეტი ჭიქა წყალი მსგავს მდგომარეობამდე არ მიგიყვანთ. უფრო, 5-6 ლიტრი წყლით გადაჭარბება.
ყავა გემრიელი გამამხნევებელი სასმელია, მაგრამ უბრალო წყალს ვერ ჩაანაცვლებს. დაფიქრდით, ზრდასრული ადამიანი 60% წყლისგან შედგება. კიდევ რა მტკიცებულება გჭირდებათ? მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და წყალი ზომიერად დალიოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი საშუალო ტემპერატურის, სუფთა, გემოს და სუნის გარეშე უნდა იყოს. ჯანმრთელობაზე გონივრულად იზრუნეთ!