მიუხედავად იმისა, რომ კანდიდას სოკო ყოველთვის გვხვდება ორგანიზმში, მისმა გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი კონტროლი ბუნებრივი საშუალებებით.
კანდიდა ადამიანის ნაწლავის ფლორის ნაწილია. მცირე რაოდენობით ის ყოველთვის გვხვდება პირის ღრუსა და ნაწლავებში. თუმცა ამ ტიპის კანდიდამ შესაძლოა ინფექციები და ბაქტერიები წარმოქმნას.
მისმა გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა ბევრი პრობლემა გამოიწვიოს, მათ შორის იმუნური სისტების გაუარესება. შედეგად, ვითარდება ანთებით პროსები და ყალიბდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ვაგინალური ინფექციები, კანის პრობლემები ნაწლავური ჰიპერმგრძნობელობა.
საბედნიეროდ, გვაქვს რიგი ბუნებრივი პროდუქტებისა, რომელიც მის მოშორებაში დაგვეხმარება. სათანადო კვებასთან ერთად ისინი თავიდან აგაცილებთ პრობლემებს.
ჩვენ გაგაცნობთ 6 საუკეთესო საშუალებას, რომელიც ასეთი შემთხვევისთვის იდეალურია.
1. ქოქოსის ზეთი
ეს ზეთი არის ცხიმოვანი მაჟავების წყარო, რომელიც ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ამიტომ, ქოქოსის ზეთი საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ კანდიდას სოკოს გავრცელება. ეს ზეთი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა კაპრილი და ლაური მჟავები, რაც კანდიდას წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა.
გამოყენების წესი:
თუ გაქვთ კანდიდას მიერ გამოწვეული დაავადებები, მიიღეთ 2-3 ჯერ დღეში ერთი ჩაის კოვზი ზეთი.
თუ დაავადებების თავიდან აცილება გსურთ, 2-ჯერ მიღება საკმარისია.
თუ კანდიდამ თქვენი კანის მდგომარეობა გააუარესა, ის პირდაპირ დაიზიანებულ კანზე წაისვით.
2. გრეიფრუტის ექსტაქტი
გრეიფრუტის ექსტრაქტს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები. გარდა ამისა, იგი შეიცავს ბიოფლოვანოიდებს და მინერალებს, რომლებიც იცავენ ჩვენს უჯრედებსა და ქსოვილებს. ეს არამარტო ანადგურებს კანდიდას უჯრედებს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას.
გამოყენების წესი:
თბილ წყალს დაუმატეთ 5-10 წვეთი გრეიფრუტის ექსტრაქტი და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.
ეს ასევე გამოიყენება კანის ინფექციების სამკურნალოდ.
არ დაგავიწყდეთ: გრეიფრუტის ექსტრაქტი წონის დასაკლებად იდიალურია.
3. ტკბილი მიხაკის ზეთი
მიხაკის ზეთს აქვს დამახასიათებელი გემო და არის ბუნებრივი ანტიოქსიდენტი.
ეს ზეთი შეძლებს სწრაფად გაუმკლავდეს კანდიდას და სხვა სოკოვან მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევენ ინფექციებს ჩვენი სხეულში.
გამოყენების წესი:
თბილ წყალს დაუმატეთ 30 წვეთი ზეთი და მიიღეთ ეს პროდუქტი ორჯერ დღეში.
გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ცოტა დარიჩინი დაუმატოთ.
4. ნიორი
ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. სწორედ ამიტომ, ის გვეხმარება დავამარცხოთ სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები. ის ასევე კარგად ებრძვის სხვადასხვა სოკოს.
რა უნდა გავაკეთოთ:
უნდა მივირთვათ ყოველდღიურად 4 კბილი ნიორი.
რაც შეეხება მის გარე გამოყენებას, შეურიეთ ცოტაოდენი ზეთი და დაზიანებულ კანზე წაისვით.
5. ორეგანოს ზეთი
ამ ნივთიერებას აქვს ანტიფუნგალური თვისებები, რაც ხელს უშლის დეჰიდრატაციას და ამარცხებს კანდიდას.
გამოყენების წესი:
ცხელ წყალს დაუმატეთ 3-5 წვეთი ორეგანოს ზეთი. რეკომენდირებულია მისი მიღება დღეში 2-ჯერ.
გარე გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლიათ ის ქოქოსის ზეთს შეურიოთ და დაზიანებულ ადგილებში წაისვათ.
6. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი შეიცავს ფერმენტებს და სხვა ორგანულ ნაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ კანდიდას სოკოს გამოყოფას შეუშალოს ხელი. მასში არსებული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავულ მიკროფლორას.
გამოყენების წესი:
2 ჭიქა ვაშლის ძმარი დაუმატეთ თბილ წყალს და მიირთვით უზმოზე.
თუ ინფექციები გაწუხებთ მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
შეგიძლიათ წაისვათ კანის დაზიანებულ ადგილებში.
თუ გაწუხებთ სოკოვანი ინფექციები, მასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სცადეთ ამ 6 დან ერთ-ერთი საშუალება და შეაჩერეთ კანდიდას სოკოს გავრცელება.