გასართობი კლასგარეშე მათემატიკა ყველა მოსწავლეს სჭირდება. ხმაურიან გაკვეთილზე მასალის კარგად ათვისება რთულია. სამაგიეროდ სახლში მშვიდ გარემოში ნებისმიერ მათემატიკურ სიბრძნეს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა. ასეთ ატმოსფეროში მიღებული ცოდნა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.
Vivien გთავაზობთ, რამდენიმე მაგალითი აუჩქარებლად ამოხსნათ. ამოცანის ამოხსნაში მონაწილეობა როგორც უფროსებს, ასევე მოსწავლეებს შეუძლიათ. გამოსცადეთ თქვენი ძალა, გაიხსენეთ მათემატიკური წესები და სწორად უპასუხეთ.
საინტერესო კლასგარეშე მათემატიკა
1. პირველ ამოცანაში გვაქვს მაგალითები, სადაც რიცხვების ნაცვლად საჭმელია გამოსახული. გაარკვიეთ, რომელი რიცხვი იმალება ჩიზბურგერის, პიცის ნაჭრის და ვაფლის ნაყინის მიღმა. მხოლოდ ამ ინფორმაციის ფლობით შეძლებთ ბოლო მაგალითის ამოხსნას.
2. მეორე ამოცანაში ლოგიკის დაძაბვა მოგიწევთ. აქ გვაქვს მხიარული სათვალიანი ემოჯები, ჩახუტების ემოჯები და კოცნის ემოჯები. თითოეული ემოჯის მიღმა სხვადასხვა რიცხვი იმალება. ეს რიცხვები უნდა იპოვოთ, რომ ქვედა მაგალითი ამოხსნათ.
3. ბოლოს მაგალითი, რომელიც მთავარ ფოტოზე უკვე ნახეთ. აქ გვაქვს ფრჩხილები და სხვადასხვა არითმეტიკული ოპერაცია. რა უნდა ამოხსნათ და რა თანმიმდევრობით, რომ მკაცრმა მათემატიკის მასწავლებელმა ორიანი არ დაგიწეროთ, არამედ განვლილი მასალის კარგი ცოდნის შეგაქოთ?
მინიშნებები და პასუხები
1. თუ სამი ჩიზბურგერი 300–ის ტოლია, ერთი ჩიზბურგერი გამოდის 300 : 3 = 100. აქედან მეორე მაგალითში ვიღებთ, რომ ორი ვაფლის ნაყინი არის 200 – 100 = 100. ხოლო ერთი ვაფლის ნაყინის მიღმა იმალება 100 : 2 = 50.
მაშინ 2 პიცის ნაჭერი უნდა იყოს 90 – 50 = 40. ერთი პიცის მიღმა იმალება 40 : 2 = 20. ახლა ბოლო მაგალითში რიცხვების ჩაწერა შეგვიძლია. 100 + 20 + 50 = 170.
2. სათვალიანი ემოჯების მიღმა იმალება 33 : 3 = 11. მაშინ ორი ჩახუტების ემოჯი უნდა იყოს 13 – 11 = 2. ერთი ჩახუტების ემოჯის მიღმა ერთიანი იმალება.
მესამე მაგალითში ვიღებთ, რომ კოცნის ემოჯი უდრის 11 – 1 – 1 = 9. ასე ქვედა მაგალითსაც უპრობლემოდ ამოვხსნით. გამოდის 9 + 11 + 11 + 1 = 32.
3. ყველაზე ჩვეულებრივი მაგალითის რიგი მოვიდა. აქ ჯერ ფრჩხილებზე მოქმედება უნდა შევასრულოთ, შემდეგ დანარჩენი მოქმედებები მარცხნიდან მარჯვნივ. მაგალითი ასე იხსნება: 15 : 3 (4 + 3 – 2) = 15 : 3 * 5 = 5 * 5 = 25.