დღეს ყველა საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია მზისგან კანის დაცვა. რას გამოიწვევს ეს? SPF–იც თითქოს არსაიდან გაჩნდა. Vivien ზოგად მახასიათებლებზე გიამბობთ, რადგან თემა საკმაოდ ფართოა, მასზე საათობით შეგვიძლია ვისაუბროთ.
რა არის SPF?
Sun Protection Factor – ნივთიერება, რომელიც კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. აქვე ჩნდება შემოკლება UV – სხივები, რომლებიც იძლევა რუჯს, ასევე დამწვრობას და გაღიზიანებას. საშუალება შემადგენლობაში SPF–ით მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის დროს ახანგრძლივებს, ასევე რუჯისგან გვიცავს. მზისგან დამცავი საშუალებების გაცნობის პროცესში სხვადასხვა ტიპის ულტრაიისფერ სხივებს შეამჩნევთ. მათ შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
15, 30, 45, 50 – გამოყენების ასაკი, შემცველობის პროცენტი თუ მზეზე გატარების დრო?
არა, ეს ასაკობრივი ზღვარი არაა. ეს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის დონეა. გასაგებად რომ ვთქვათ, დაახლოებით იმავე დროით მზეზე გატარება შეგიძლიათ. SPF 30 უნივერსალურია. თუ კანი სწრაფად იწვება ან გარე გამაღიზიანებელი ფაქტორების მიმართ ყოველთვის მგრძნობიარეა, 45-50 აირჩიეთ.
როგორ წავისვათ?
მზისგან დამცავი საშუალების წასმის მეთოდი მის ფორმაზეა დამოკიდებული. კრემის წასმისას ყელი, დეკოლტე და თვალები არ დაგავიწყდეთ. ხშირად ამ ზონებს უყურადღებოდ ტოვებენ, ხოლო შედეგი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩნდება, როცა კანი ამ ადგილებში უფრო სწრაფად დაბერდება. სწორედ ამიტომ, 1 ჩაის კოვზი მზისგან დამცავი სახეზე და მიმდებარე შიშველ კანზე წაისვით. კრემის გარდა სპრეიც არსებობს. ის უხვად შეგიძლიათ წაისვათ როგორც მაკიაჟამდე, ასევე შემდეგ.
გახსოვდეთ, არ არსებობს საშუალება სპფ–ით, რომელიც დილიდან საღამომდე მცხუნვარე მზისგან დაგიცავთ. რეკომენდებულია, მზისგან დამცავი საშუალება განაახლოთ 2–3 საათში ერთხელ ან დაჩრდილული ოფისიდან ქუჩაში გასვლამდე.