მათემატიკური რიცხვები გენიალური გამოგონებაა, რომელმაც კაცობრიობას საშუალებას მისცა შეექმნა ისეთი მაღალგანვითარებული სამყარო, რომელსაც დღეს ვხედავთ. გასაკვირი არაა, რომ მათემატიკა ყოველთვის დაფასებული იყო. ახლაც პატივისცემით ეპყრობიან.
Vivien ციფრებთან მუშაობას გთავაზობთ. მარტივი ამოცანების ამოხსნა სცადეთ, რომ ტვინი ავარჯიშოთ და მათემატიკური შესაძლებლობები შეამოწმოთ. სიფხიზლე არ დაკარგოთ, რადგან ყოველთვის შეიძლება დაუშვათ ბავშვური შეცდომა, რაც არასწორ პასუხამდე მიგიყვანთ.
მათემატიკური ციფრები
1. პირველ ამოცანაში უნდა გაარკვიოთ, რომელი მათემატიკური ოპერაციები უნდა შეასრულოთ, რომ 58 მიიღოთ. შეგიძლიათ გაყოთ, გაამრავლოთ, მიამატოთ და გამოაკლოთ. გაარკვიეთ, რა უნდა ჩასვათ კითხვის ნიშნების ნაცვლად, რომ მაგალითმა დასრულებული სახე მიიღოს.
2. მეორე ამოცანაც იმავე ლოგიკით სრულდება. აქ მხოლოდ ორი ნიშანი უნდა გამოიცნოთ. რიცხვები უფრო დიდია, ვიდრე წინა ამოცანაში, რაც სირთულეს მატებს. დარწმუნებული ვართ, გაუმკლავდებით. ყველა ვარიანტის ქაოსურად ცდა საჭირო არაა. უბრალოდ მაგალითს დააკვირდით, რომ იპოვოთ მინიშნება, რომელიც სწორ პასუხამდე მიგიყვანთ.
3. მესამე მაგალითი მთავარ ფოტოზე უკვე ნახეთ. უფრო სტანდარტული ამოცანაა, თუმცა აქაც არის ხაფანგი, რომელშიც იხლართებიან ისინი, რომელთაც მათემატიკის ძირითადი წესები არ ახსოვთ. სცადეთ ამოხსნა, რომ კითხვის ნიშნის ნაცვლად სწორი რიცხვი ჩასვათ.
მინიშნებები და პასუხები
1. ადვილი მისახვედრია, რომ გამრავლებას და გაყოფას გვერდი შეგიძლიათ აუაროთ. გამოდის, მხოლოდ მიმატება და გამოკლება გჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ 30 + 30 = 60. ჩვენ კი 58 უნდა მივიღოთ, რაც 2–ით ნაკლებია. გვესმის, რომ პასუხი ახლოსაა, რადგან „-2“ შეგიძლიათ მიიღოთ, თუ 7–ს დაამატებთ და 9–ს გამოაკლებთ.
2. აქაც გამრავლება და გაყოფა არ გჭირდებათ. რომელი მათემატიკური მოქმედებით მივიღოთ 144, თუ გვაქვს 76, 84 და 16? ბოლო რიცხვით ვხვდებით, რომ ტოლობის შემდეგ 4–ის მისაღებად გვჭირდება 76 – 16 + 84 = 144. ასეთი არითმეტიკული ოპერაციების შემდეგ ტოლობა სწორი გამოვა.
3. ბოლო მაგალითში ყველაფერი მარტივია, რადგან ვარიანტების შერჩევა საჭირო არაა, აქ მხოლოდ ერთია. ჯერ შეასრულეთ ფრჩხილებში მოქმედება (ასე მოითხოვს მათემატიკის წესები), შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედებები. ზოგი აქ 1–ის მიღებას ახერხებს, მაგრამ ეს შეცდომაა. სწორი პასუხია 64.