მზარეულის ხრიკები, როგორ მოამზადოთ სატაცური ისე, რომ მაგარი არ გამოვიდეს

454

მწვანე სატაცური ევროპული გაზაფხულის ერთ–ერთი მთავარი ბოსტნეულია. ახლა მისი ოქროს საათია: სეზონი გაჩაღებულია. გაზაფხულის ბოლოს სატაცურის ფასი ყველაზე მისაღებია. სატაცურის ღეროები ძალიან გემრიელი, არომატული და წვნიანია. ისეთი, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ. ამას მხოლოდ სწორად მომზადების შემთხვევაში მიაღწევთ.

ბოსტნეული ძალიან სწრაფად მზადდება, მაგრამ არის მომენტები, რომლის გამოც შეიძლება გააფუჭოთ. პირველ რიგში, პროდუქტის არასწორი წმენდა, შეწვის არასწორი დრო და ტემპერატურა. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სატაცური ტაფაზე და რასთან ერთად მიირთვათ.

რა სარგებელი აქვს სატაცურს

თუ ძლიერი იმუნიტეტის და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მიღება გსურთ, სატაცური რაციონში უნდა ჩართოთ. გემრიელი მწვანე ყლორტების რეგულარული მიღება აძლიერებს ძვლებს, აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას, ზრდის განწყობას. ასპარაგუსი მდიდარია ანთოციანინებით, რაც სწრაფ რეაქციაზე და ტვინის ეფექტურ მუშაობაზე პირდაპირ მოქმედებს. ექიმები სატაცურის ჭამას ყველას ურჩევენ, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვისაც მაღალი არტერიული წნევა და მაღალი ქოლესტერინი აქვს. მის მიღებას უკუჩვენებები არ აქვს, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ქრონიკული პანკრეატიტი და მწვავე ქოლეცისტიტი გაწუხებთ. 3 წლამდე ბავშვებმა და ქალებმა ლაქტაციის პერიოდში სატაცურის მიღება უნდა შეზღუდოს.

როგორ მოვამზადოთ სატაცური ტაფაზე

უკრაინელი მზარეული ევგენი კლოპოტენკო გვიზიარებს, როგორ მოვამზადოთ სატაცური არა მხოლოდ გემრიელად, არამედ ჯანსაღი კვების წესების დაცვით. გიზიარებთ გამოცდილ ხრიკებს, რომლის წყალობით შემწვარი სატაცური წვნიანი, შიგნით რბილი და გარედან ზომიერად ხრაშუნა იქნება.

„მთავარია, გახსოვდეთ, სატაცური სწრაფად მზადდება. მისი მომზადებისას ქურას არ მოშორდეთ, რომ ბოსტნეული მაგარი და უგემური არ გახდეს“ – აღნიშნავს კლოპოტენკო.

მაგარი ნაწილები მოაშორეთ

სატაცურის ყლორტების ქვედა ნაწილი ყველაზე მაგარია. ქვემოთ დაახლოებით 2–3 სმ გადაჭერით. თუ წვერი ძალიან მაგარია, ისიც მოაშორეთ. ღეროს მხოლოდ ქვედა ნაწილი უნდა გაწმინდოთ. ზედა ნაწილი, თუ ახალია, მაგარი არ უნდა იყოს. ყველაფერი, რაც გადაჭერით, არ გადაყაროთ. გაყინული ნარჩენები შემდეგ დაუმატეთ ბულიონს, წვნიანს ან ბოსტნეულის რაგუს.

ოპერატიული მომზადება

ჯერ სატაცური ოდნავ მარილიან მდუღარე წყალში 1 წუთით დაამუშავეთ. შემდეგ ცივი წყლით სავსე ქვაბში გადაიტანეთ. შემდეგ ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ტენი შეიწოვოს. ბოლოს კარაქში 2–3 წუთი შეწვით.

როგორ და რასთან ერთად მივირთვათ სატაცური

როგორც წესი, სატაცურს ხელით მიირთმევენ. ეტიკეტის წესების მიხედვით, ერთადერთი ბოსტნეულია, რომელიც ასე შეგიძლიათ შეჭამოთ. ფრანი ისტორიკოსი, კულინარიის მცოდნე და გემრიელი საკვების პრაქტიკოსი ალექსანდრე გრიმო დე ლა რენიერი წერდა: „სატაცურს ხელით ჭამენ. მასზე კოვზით შეხება, მაღალ საზოგადოებაში ცხოვრების სრულ უუნარობას აჩვენებს.“

აღსანიშნავია, რომ სატაცურის ყლორტის წვერზე წვრილი მწვანილი შეგიძლიათ გარეცხოთ და უმად შეჭამოთ. სატაცური შეგიძლიათ შეფუთოთ ხამონში და ღუმელში გამოაცხოთ. 160-180 გრადუსზე 4 წუთით აცხვეთ. თუ ბოლოს ცოტა პარმეზანს დაუმატებთ, გასტრონომიული აღფრთოვანება გარანტირებულია.

დაიმახსოვრეთ: სატაცური ლიტრა მდუღარე წყალში არ უნდა ჩახარშოთ. ასე მკვებავი ნივთიერებების დიდ ნაწილს დაკარგავთ. პროფესიონალმა მზარეულებმა ამის შესახებ იციან, ამიტომ მწვანე ბოსტნეულს ვიწრო მაღალ ქვაბში ორთქლავენ, ვერტიკალურად დებენ, „ფესვებით“ ქვემოთ.

თხელი სატაცური ალდენტეს მდგომარეობამდე უნდა მოხარშოთ. როგორც ვარიანტი, მულტისახარშში „ორთქლის“ რეჟიმზე მოამზადეთ. ასე ყველა ვიტამინს შეინარჩუნებთ, სასიამოვნოდ იხრაშუნებს და ნაზი გამოვა. ორთქლის უჯრა, 2 ჭიქა წყალი ტექნიკის ქვედა ნაწილში, 5 წუთი დრო და გემრიელად მიირთვით!

მზადებისას უსიამოვნო ჭაობისფერი რომ არ მიიღოს, გაეცანით შემდეგ წესებს:

  • სატაცური მხოლოდ კარგად გაცხელებულ ტაფაზე გადაიტანეთ.
  • დაინიშნეთ დრო: ბოსტნეული მდუღარე წყალში ან კარაქში დიდხანს არ გააჩეროთ.
  • მზა კერძს ლიმონის წვენი მოასხით.

რეკომენდებულია, რომ მზა სატაცურს კვერცხი პაშოტი დაუმატოთ. იდეალურია საუზმეა, რომლის ფოტოს მეგობრებს სოციალურ ქსელებში სიამოვნებით გაუზიარებთ. დაე, მთელმა სამყარომ იცოდეს, რომ სასარგებლო და ლამაზი სატაცურის მირთმევის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვით.