ორქიდეის ფოთლები დაპატარავდა, ხოლო ფესვები ქოთნიდან გადმოდის და რვაფეხას გაგონებთ? ეს ნიშანია, რომ ყვავილს გამაახალგაზრდავებელი პროცედურა სჭირდება. ეს აუცილებელია, თუ მსხვილი მწვანე ფოთლების და დიდებული ყვავილობის დანახვა გსურთ. Vivien გიამბობთ, როგორ გაახალგაზრდავოთ ორქიდეა სწორად.
ნებისმიერ მოყვარულ მებაღეს შეუძლია, რომ ძველ მცენარეს ახალი სიცოცხლე შთაბეროს. შესანიშნავი შედეგისთვის საჭიროა ეტაპობრივი ინსტრუქცია და შესრულების სიზუსტე. არაფერი რთული!
საუკეთესო მეთოდები ორქიდეის გასაახალგაზდავებლად: ეფექტური ექვსეული
ნაბიჯი №1
პირველ რიგში, ფესვების სისტემა განაახლეთ. ორქიდეა ქოთნიდან ამოიღეთ. ფესვები ყურადღებით შეამოწმეთ. მშრალი, დამპალი, გაშავებული ფესვები მოაშორეთ. გადაჭერით. მხოლოდ ძლიერი და ჯანმრთელი ფესვები დატოვეთ.
ნაბიჯი №2
მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი, რაც მცენარეს ძალას ართმევს. ყლორტები და ყვავილის ყუნწები, რომლებიც ორქიდეის ენერგიით იკვებებიან, მოაშორეთ. ასე მცენარეს ძალის აღსადგენად დროს მისცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვავილი მთელ ენერგიას ყლორტების გაზრდასა და ყვავილობის დაწყებაზე დახარჯავს.
ნაბიჯი №3
გადაჭრილი ადგილი სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ, რომ ორქიდეამ სრულფასოვნად განვითარება შეძლოს, არ დაავადდეს. დაფქული ნახშირი ან ბრილიანტის მწვანე გამოგადგებათ. გადანაჭერზე ნახშირი მოაყარეთ ან მეორე საშუალება წაუსვით.
ნაბიჯი №4
გახსოვდეთ, რომ ორქიდეას წყალი სჭირდება. გამოცდილი მეყვავილეები გირჩევთ, რომ მისი ფოთლები (არა ფესვებით) სუფთა წყლით სავსე ჭურჭელში ჩადოთ. ასე 24 საათი გააჩერეთ. ამ დროში ფოთლები საჭირო რაოდენობის სითხეს მიიღებს.
ნაბიჯი №5
აიღეთ ახალი სუბსტრატი და ქოთანი გაავსეთ. მასში ყვავილი გადარგეთ ისე, რომ ფესვები მიწით სრულად დაიფაროს. გამჭვირვალე ქოთანი შეარჩიეთ. ასე ფესვები ქოთანში საჭირო რაოდენობის მზის სინათლეს მიიღებს.
ნაბიჯი №6
ორქიდეის გაახალგაზრდავების ბოლო ეტაპია წყლის პროცედურა ქოთნისთვის. ეს აუცილებელი პუნქტია, რომლის გამოტოვება არ ღირს. ქოთანი ყვავილით წყალში ჩადეთ და 24 საათი გააჩერეთ.
ზემოთ მოცემული ყველა ნაბიჯი შეასრულეთ, რომ ორქიდეა გაახალგაზრდავოთ. შემდეგ ფანჯრის რაფაზე დააბრუნეთ და ცოტა ხანი დაელოდეთ. მალე ორქიდეა თავისი სილამაზით ისევ გაგახარებთ, რადგან ახალი ძალით აყვავილდება.