ზამთარი უკან მოვიტოვეთ და უკვე შეგვიძლია კარგი ამინდით დავტკბეთ. ყველაფერი მწვანდება და ყვავის, მზე უკეთ გვათბობს. ბუნებაში დიდხანს ყოფნის სურვილი იღვიძებს. არის უსიამოვნო მომენტები, რომელთაც ყველაფრის გაფუჭება შეუძლიათ. ერთ–ერთი ასეთი უსიამოვნო მომენტია მწერები და მათი ნაკბენი.
Vivien გიამბობთ, რომელი ხალხური საშუალება გჭირდებათ კოღოს და ტკიპას საწინააღმდეგოდ, როცა პიკნიკზე გასვლას აპირებთ. თქვენთვის ეს სუნი პრობლემა არ იქნება, მაგრამ მწერებს გააქცევს. გირჩევთ, დაიმახსოვროთ ჩვენი სია.
კოღოს და ტკიპას საწინააღმდეგო საშუალება
მწერებს ყველაზე სასიამოვნო დასვენების ჩაშლაც შეუძლია. მისი ნაკბენი საშიში შეიძლება იყოს და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. კოღო განსაკუთრებით დიდ საზრუნავს იწვევს. ერთ პატარა კოღოს შეუძლია დიდხანს ძილი და სიმშვიდე წაგართვათ. რა დაგეხმარებათ მწერის განდევნაში?
1. თუ ხელთ გაქვთ ცირცელის ან შოთხვის ერთი ფოთოლი, ჩათვალეთ, მწერი უკვე გააგდეთ. ფოთოლი წვრილად დაჭერით და სხეულის შიშველ ნაწილებზე წაისვით.
2. თუ ცოტა კაფური ან კატაბალახა გაქვთ, სანთურით შეგიძლიათ ააორთქლოთ. ეფექტური რეცეპტია, რადგან ბუზი და კოღო საძულველი სუნისგან თავს შორს დაიჭერენ. ამ მეთოდით დიდ ტერიტორიას მფრინავი მწერებისგან მოიშორებთ.
3. მიხაკის, რეჰანის ან ევკალიპტის ეთერზეთებით მწერებს ეფექტურად შეებრძოლებით. 5 წვეთი ან ოდნავ მეტი ეთერზეთი 1 ჭიქა წყალს დაუმატეთ და მიღებული სითხე შიშველ კანზე წაისვით. ასეთ ნარევში ბამბა დაასველეთ და ფანჯრის რაფაზე დადეთ. ასეც ეფექტურია.
4. თუ ანწლის რამდენიმე ახალი ტოტი გაქვთ, სასწრაფოდ წაიღეთ იქ, სადაც არც ერთი კოღოს დანახვა არ გსურთ. პომიდვრის ფოთლებსაც მსგავსი ეფექტი აქვს. კოღოს მისი სუნი არ მოსწონს.
5. პიკნიკზე კოცონის დანთებისას ღვიის რამდენიმე ტოტის დაწვა არ დაგავიწყდეთ. დამაფრთხობელი ეფექტი ნამდვილად გაგახარებთ.
6. აღსანიშნავია, რომ კოღოს, ბუზს და ტარაკანს კედრის ხის ზეთის სუნიც აფრთხობს. ამ საშუალების სახლში ქონა ზედმეტი არაა.
7. თუ გეგმავთ ტყეში წასვლას ან იქ, სადაც არა მხოლოდ კოღო, არამედ სხვა მწერებიც არის, სახე ფესვების ნახარშით დაიბანეთ. 1 მუჭა ფესვებს წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ, გაცივება აცადეთ და სახე დაიბანეთ.
8. მონადირეები და ბუნებაში დიდხანს ყოფნის მოყვარულები კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს იყენებენ. 1/3 ძმარი, 1/3 შამპუნი და 1/3 მცენარეული ზეთი აურიეთ. ნარევი კოღოსგან, ტკიპასგან და სხვა პარაზიტებისგან 6 საათის განმავლობაში ეფექტურად დაგიცავთ.