პრაქტიკული რჩევები, როგორ ჩაიფიქროთ სურვილი სწორად, რომ ახდეს

711

ახდენილი სანუკვარი ოცნებების დანახვა ფასდაუდებელია. დღიურები ლამაზი ფოტოებით, სურვილების ბარათები, ეს ყველაფერი ტყუილად არ მოუფიქრებიათ. ხელით დაწერილი გეგმა და ვიზუალური გამოსახულება ძლიერი ხელსაწყოა ურთულესი სურვილების ასახდენად. ეს ახალი ენერგიაა, რომელიც ცნობიერში აგზავნის სიგნალს „ეს უკვე მაქვს“ ან „უკვე ასეთი ვარ“.

შედეგად, გონება მუშაობს ახალი ძალით, მოცემულ გამოსახულებასთან შესაბამისობას ხელს უწყობს. Vivien გიამბობთ, როგორ ჩაიფიქროთ სურვილი სწორად, რომ ახდეს. ეს შეიძლება ჩათვალოთ ზღაპრად ან ყველაზე ღირებულ ინფორმაციად, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვართ: ასეთი ცოდნა ზედმეტი არასდროსაა

როგორი სურვილები არსებობს

ძირითადად, სურვილი ორ ტიპად იყოფა. პირველი სრულად დამოკიდებულია შემთხვევაზე, ცხოვრებისეულ მოვლენასა ან სხვა ხალხზე. მეორეს ასახდენად გვაკლია დრო, ნებისყოფა, მოტივაცია, ფული ან გარშემომყოფების მხარდაჭერა.

მაგალითად, სურვილები, როგორიცაა „წონაში დაკლება“, „უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრება“, ჩვენი გავლენის ზონაშია. აქ ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე და მიზნებზე.

არის სურვილები, როგორიცაა „ცნობილ ადამიანზე დაოჯახება“, „მილიონერის ცოლობა“ ან „ახლობლის სწრაფად გამოჯანმრთელება“. ასეთი სურვილები სხვაგვარად უნდა ჩაიფიქროთ, ვიდრე კონტროლირებადი სურვილები.

როგორ ჩაიფიქროთ სურვილი სწორად, რომ ახდეს

ოცნება რომ რეალობად იქცეს, სწორად უნდა ჩამოაყალიბოთ. ასე გამოიყურება საუკეთესო ინსტრუქცია სურვილის ასახდენად.

როგორ ჩაიფიქროთ სურვილი–მიზანი

თქვენი კონტროლის ზონაში მქონე სურვილი რომ ახდეს, მიზნად აქციეთ. რას ნიშნავს? რეალურ მიზანს ყოველთვის აქვს შესრულების ვადა, მკაფიო გეგმა და განხორციელების მეთოდი.

განვიხილოთ სურვილი „სამსახურის პოვნა“. ქაღალდზე დაწერეთ მომავალი სამსახურის კრიტერიუმები: ამოცანები, რომელთა შესრულებაც გსურთ, სასურველი ხელფასი, გუნდი, რომელთა შორის ყოფნა გსურთ, შესაფერისია თუ არა მივლინება, ეს შემოქმედებითი დამოუკიდებელი საქმიანობაა თუ ხალხთან ურთიერთობით გამოირჩევა. სხვა სიტყვებით, „პირადი სურვილის პორტრეტი“ შეადგინეთ და დეტალურად აღწერეთ.

შემდეგი ეტაპია თქვენი რეალური შესაძლებლობების გაზომვა. დასვით კითხვა: „რა მაკლია, რომ მსგავსი სამსახური მივიღო?“ იქნებ,  გაქვთ კარგი განათლება, მაგრამ გამოცდილება არ გყოფნით ან დამატებითი კურსის გავლა გჭირდებათ.

შემდეგი ეტაპია სამოქმედო გეგმა. ჩამოწერეთ და დანომრეთ თქვენი ნაბიჯები. გთავაზობთ ნიმუშს:

  • დამატებითი კურსების გავლა.
  • სამსახურის შიგნიდან გაცნობა, უფასო სტაჟირების პოვნა, თეორიული გამოცდილების მიღება.
  • 2–3 პროფესიული წიგნის წაკითხვა. ამ სფეროში დასაქმებულ ხალხთან კონტაქტი.
  • სტატიების წაკითხვა ან იუთუბზე არხის ყურება, სადაც სასურველ პროფესიაზე მეტს გაიგებთ.
  • დამსაქმებელთან ქულების დაწერა უცხო ენის კარგი ცოდნით.
  • პროფესიული რეზიუმეს შედგენა და რამდენიმე საიტზე განთავსება.
  • გასაუბრების გავლა და სასურველი სამსახურის წინადადების მიღება.

დაიმახსოვრეთ: როგორც კი ოცნება მიზნად იქცევა გამოკვეთილი საზღვრებით, მისი ახდენის შანსი იზრდება.

როგორ ჩაიფიქროთ სურვილი–მოტივი

სურვილი–მოტივი უნდა პასუხობდეს კითხვას: „რისთვის მჭირდება?“ მაგალითად, სურვილი, რომ ჩვეულ ცხოვრების წესზე უარი თქვათ. „გახდომა“, „ვეგეტარიანელობა“, „მოწევაზე, დალევაზე უარის თქმა“, „ბილწსიტყვაობის შეწყვეტა“ ან „შაქარზე უარის თქმა“ შესანიშნავი სურვილებია. პირველ რიგში, ამ სურვილების ასახდენად საჭიროა ნებისყოფა, დრო და ახლის დაწყების შთაგონება. მსგავსი სურვილის ასახდენად მოტივთან მუშაობა მოგიწევთ. გაიგეთ, რა შედეგებს მოგიტანთ მათი ახდენა და რას მიიღებთ, თუ უარს იტყვით ტკბილეულზე, ხორცზე, თამბაქოს მოწევასა თუ ალკოჰოლის ჭარბად მიღებაზე.

დავუშვათ, გსურთ, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეთ და საპირისპირო სქესის თვალში მიმზიდველი იყოთ. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ უკვე ასეთი ხართ. შემდეგ დაწერეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და რა მოგება მიიღეთ, რა იგრძენით ოცნების ახდენისას.

ვიზუალიზაცია ჩართეთ. დეტალურად წარმოიდგინეთ, რა გაძლევთ მოტივაციას. გსურთ წონაში დაკლება? შეუკვეთეთ ფოტოს დამუშავება ან იპოვეთ თქვენი ფოტო, სადაც საუკეთესო ფორმაში ხართ. ასეთი „ახალი მე“ დააყენეთ ტელეფონის ეკრანზე, სამუშაო მაგიდაზე კომპიუტერთან, ამობეჭდეთ და სახლში დაკიდეთ. ყოველდღე წარმოიდგინეთ, რომ ქალი ფოტოზე ეს თქვენ ხართ ახლა.

ვიზუალიზაციის გარდა „მოქმედების გეგმაც“ კარგად მუშაობს. გააკეთეთ სქემა, ლამაზად გააფორმეთ და თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდეთ. ყოველდღე პატარ–პატარა გამარჯვებები აღნიშნეთ. რა საჭიროა სურვილის აღწერა? როცა ხელით წერთ, გარეთ გამოგაქვთ ის, რაც თქვენშია. ასე ოცნებები თითქოს ცოცხლდება. ტვინი მსგავს ინფორმაციას რეალობად აღიქვამს, რასაც ვერ ვიტყვით აზროვნების პროცესზე, სადაც აზრები ქაოსურად მიედინება.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არაა

ზოგჯერ ადამიანს სურს ის, რაზეც გავლენას ვერ ახდენს. ამ შემთხვევაში სურვილი მედიტაციით გაამყარეთ. ახლა ინტერნეტში მედიტაციის საკმარისზე ბევრი მაგალითი შეგიძლიათ იპოვოთ. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს სულთან ახლოსაა. ვიზუალურად წარმოიდგინეთ მილიონი დოლარი, კინოვარსკვლავი ქმარი ან ახლობლის გამოჯანმრთელება. შემდეგ სამყაროს, უფალს ან ნებისმიერ რამეს, რისიც გწამთ, გულწრფელი მადლობა გადაუხადეთ. მნიშვნელოვანია, სურვილი მეხსიერებაში შეინახოთ და ყოველდღე სასიცოცხლო ენერგიით გააძლიეროთ. რეგულარული მედიტაცია და ცოცხალი ვიზუალიზაცია ათასობით ადამიანს მიზნის მიღწევაში დაეხმარა. მაშინაც კი, თუ მილიონერი ვერ გახდებით, ბედი კომპენსაციის სახით სასიამოვნო სიურპრიზს მოგიწყობთ.

იცოდეთ, რომ სურვილის ჩაფიქრება ერთგვარი რიტუალია. მასში ჩადეთ კეთილი ზრახვების ენერგია, გულისხმას მიჰყევით და არ დაგავიწყდეთ საღი აზრით ხელმძღვანელობა. რაც უფრო მეტ ინიციატივას გამოიჩენთ, მით მეტად დაგეხმარებათ სამყარო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს