შინ მომზადებული და მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი, რა განსხვავებაა

235

ჩემს ოჯახში ყველას უყვარს მაიონეზი. ხშირად მთხოვენ, რომ მაიონეზით სხვადასხვა სალათა, მობრაწულა და სხვა კერძი გავაკეთო. ნაყიდი მაიონეზი შეიცავს ბევრ მოდიფიცირებულ სახამებელს, სტაბილიზატორს და კონსერვანტს, ამიტომ შინ მომზადება გადავწყვიტე. რაღაც დრომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სწორი გამოსავალია. შემდეგ წავიკითხე ერთი ექსპერტის მოსაზრება, რომელიც შინ მომზადებული მაიონეზის „ფარული საფრთხეებზე“ წერდა. გიზიარებთ რამდენიმე ნიუანსს, რომელიც სერიოზულად დაფიქრებას გაიძულებთ. ასევე ჩვეული მაიონეზის შესანიშნავ ალტერნატივას გაგანდობთ.

ნაყიდი თუ შინ მომზადებული: რომელია უკეთესი? – რას ვამატებთ ამ სოუსს? ზეთს, კვერცხს, მჟავას (ლიმონის წვენი ან ძმარი), ასევე მდოგვს. მთავარი თავისებურება იმ პროდუქტების ერთობლიობაა, რომელთა შერევაც რთულია. ამ პროცესს ემულგირება ეწოდება. სპეციალისტების თქმით, მაიონეზის სარგებელი და ზიანი დამოკიდებულია ინგრედიენტების ხარისხზე, რომელსაც მის მოსამზადებლად ვიყენებთ. განვიხილოთ, რა რისკებს შეიცავს შინ მომზადებული მაიონეზის თითოეული კომპონენტი.

  • კვერცხი. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ეს ინგრედიენტი სალმონელით დაბინძურებული შეიძლება იყოს. საფრთხე იმაშია, რომ მაიონეზის მოსამზადებლად უმი კვერცხი გვჭირდება. კვერცხი თერმულად არ მუშავდება. გამოყენებამდე გარეცხვა საკმარისი არაა, რომ თავი საფრთხისგან დაიცვათ. უმჯობესია, პასტერიზებული კვერცხი ან კვერცხის პროდუქტები გამოიყენოთ.
  • მცენარეული ზეთი. მაიონეზში ბევრი ზეთი შედის, ანუ სოუსი საკმაოდ ცხიმიანი და კალორიულია.
  • მჟავები. დიასახლისების უმეტესობა ჩვეულებრივ სუფრის ძმარს იყენებს. ის ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. ლიმონის წვენით ან ვაშლის ძმრით ჩანაცვლებას გირჩევთ.

შინ მომზადებული მაიონეზი შედარებით უსაფრთხო რომ გამხდარიყო, უმ კვერცხზე უარი ვთქვი. ამ ინგრედიენტის შესანიშნავი ალტერნატივა ვიპოვე. ეს აკვაფაბია. ეს სითხე დაკონსერვებულ ბარდაში, სიმინდში ან სხვა პარკოსანში შეგიძლიათ ნახოთ. ამ სითხით მომზადებული სოუსის ნაჯერი გემო შეუდარებელია. შედეგი გაგაოცებთ!

შევაჯამოთ, რომელია უკეთესი შინ მომზადებული თუ ნაყიდი მაიონეზი? ორივე ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები აქვს. მაინც პირველ ვარიანტს გირჩევთ. შინ მომზადებული მაიონეზის სარგებელი რომ იგრძნოთ, თავი დაიცავით სალმონელას ინფექციისგან და გამოიყენეთ უვნებელი აკვაფაბი, რომელიც სოუსს უფრო ნაჯერს და გემრიელს ხდის.