30 წლის ვარ, 3 წელია დაქორწინებული ვარ კაცზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან 9 წლის ვაჟი ჰყავს. ჩვენი საერთო შვილი 1,5 წლის არის. პირადად, გერს არ ვიცნობ, არ მინდა, ჩვენი საერთო შვილი გავაცნო. ჯერჯერობით ქმარი არაფერს ამბობს, მაგრამ მესმის, რომ ადრე თუ გვიან ამაზე საუბარი მოგვიწევს. დედამთილი ზოგჯერ სიტყვას აყოლებს „ძმა ხომ ჰყავს“ ან რაღაც მსგავსი.
აგიხსნით პოზიციას. ეს ბავშვი მე არ დამიგეგმავს, ჩემთვის არავის უკითხავს. ბებია და ქმარი ნახულობს და გააგრძელონ, მაგრამ მე ქმართან და ჩვენ შვილთან ერთად ჩვენი ოჯახი გვაქვს. ვთვლი, რომ ვალდებული არ ვარ გერთან კონტაქტი მქონდეს. არც ჩემს შვილს. რამდენს კაცი ბავშვს გაუჩენს, ყველა გავიცნო?
ზოგი იტყვის, ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. გიპასუხებთ: ქმარმაც იცოდა, რაზე მოდიოდა. უშვილო მე კი არა, ვინმე შვილიანი უნდა მოეყვანა. თავიდან ვუთხარი, რომ შვილები პირველი ქორწინებიდან არ მჭირდებოდა და მათთან დამეგობრებას არ ვაპირებდი. ვფიქრობ, როგორ შევზღუდო მათთან ურთიერთობა მომავალში? როგორ ავუხსნა დედამთილს, რომ ძმებზე და მსგავს თემებზე საუბარი არ მჭირდება?
ქმარი თავის უფროს ვაჟს ეხმარება, ხვდება. წინააღმდეგი არ ვარ, გულწრფელად, ჩემთვის ეს რთულია. არ მინდა, რომ მე და ჩემი შვილი ამაში ჩაგვრიონ. არ ვთვლი, რომ ყველა უნდა შეეგუოს სხვის შვილებს. არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ, არიან ისინი, ვინც არ იღებენ. ეს ყველას პირადი არჩევანია. ნამდვილად არ მინდა ეს გაერთიანება, რადგან ბავშვის ნახვა არ მახარებს და მასთან კონტაქტი არ მინდა.
ბავშვს ჰყავს საკუთარი დედა და მამა, რომელთანაც ურთიერთობა აქვს. უცხო ბავშვთან ურთიერთობა არ მინდა. ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა. ურთიერთობა, როცა ბავშვი მიღებული არაა, არავისთვის სასარგებლო არაა. ჩემი ქმარი ჩუმადაა, ჩემი პოზიცია იცის, მაგრამ განვიცდი, რომ ოდესმე ამ საკითხზე საუბარს დამიწყებს. უკვე იმ ასაკში არ ვარ, როცა ვინმეს წინაშე ვალი მქონდეს. მით უფრო არაკომფორტულ პირობებში ცხოვრებას არ ავიტან. მთავარია, თქვენი სურვილები გაიგოთ და საკუთარი თავი არ მოატყუოთ.
საკმარის კომპრომისებზე მივდივარ, როცა ეს შემიძლია. ხელს არ ვუშლი, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ჩემი ქმარი მატერიალურად დაეხმაროს. თუ სხვისი ბავშვის გაცნობა არ მინდა, მაგრამ თან მამას შვილის ნახვას არ ვუკრძალავ, ვერ ვხვდები, რაში ვჭირდები მე, უცხო დეიდა? მას „კეთილი დეიდის“ როლს ვერ ვეთამაშები, თუ შინაგან მეს მისი ყოფნა აღიზიანებს. ვინ იგრძნობს თავს უკეთ ასეთი შეხვედრისგან? ადრე არ მიცნობდა, არ მიცნობს და დაე, არც გამიცნოს. ყველა უკეთ იქნება!