ლოგიკური ამოცანები ხრიკებით მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ეშმაკური ამოცანების ამოხსნით ადამიანი ტვინს უჩვეულო გზით მუშაობას აიძულებს. ასე საზრიანობა და ლოგიკური აზროვნება ვითარდება, მიხვედრილობა ახალ დონეზე ადის. Vivien გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამოცანას, რომელთა ამოხსნაზე რამდენიმე წუთის დახარჯვა არ დაგენანებათ. რა თქმა უნდა, ყველა პასუხის პოვნა მარტივი არაა. არ დანებდეთ, ლოგიკა ჩართეთ და თავსატეხის ამოხსნის გასაღები იპოვეთ.
ლოგიკური ამოცანები ხრიკებით.
1. პირველი ამოცანა გასახურებლად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 5 წამში შეძლებთ ამოხსნას. უნდა დაფიქრდეთ, რა ჩაიფიქრა მათემატიკის მასწავლებელმა, რომელმაც რიცხვების ნაცვლად ლამაზი თაგუნია და ხმელი ყველის ნაჭერი ჩასვა.
2. მეორე ამოცანაში არა მხოლოდ ლოგიკური აზროვნება, არამედ დეტექტიური უნარები დაგჭირდებათ. ცნობილია, რომ ვიღაცამ ჩაიდინა ქურდობა, თან ქურდი ერთ–ერთ ახლომდებარე სახლში ცხოვრობს. სამივე ეჭვმიტანილი დეტექტივს არწმუნებს, რომ მთელი ეს დრო სახლში იმყოფებოდა. შეგიძლიათ მიხვდეთ, ვინ იტყუება?
3. მესამე ამოცანაში უნდა მიხვდეთ, სურათზე რომელი ხაზია უფრო გრძელი. ერთი შეხედვით, პასუხი თვალსაჩინოა, მაგრამ ასე მარტივია? რომელ ვარიანტს ემხრობით? ვარიანტი ა თუ უფრო ბ?
მინიშნებები და პასუხები
- პირველი მაგალითიდან ვხედავთ, რომ ორი თაგვის ჯამია 10, ანუ 1 თაგვის უკან არის 10 ÷ 2 = 5. გადავიდეთ მეორე მაგალითზე, სადაც ყველის ნაჭერი არის 5 – 1 = 4. ახლა ბოლო მაგალითში რიცხვების ჩასმა შეგვიძლია. 4 + 4 – 5 = 8 – 5 = 3.
- სამივე ავტომობილის დათვალიერების შემდეგ მიხვდებით, რომ წითელი ავტომობილი წვიმის დაწყების შემდეგ გააჩერეს. მანქანის ქვეშ ხომ მთელი გუბეა. ეს იმას ნიშნავს, რომ წითელი ავტომობილის მფლობელი ახლახანს სადღაც იყო წასული, თუმცა აცხადებს, რომ სახლიდან არ გასულა. როგორც ჩანს, დეტექტივმა ამ ადამიანს ყურადღება უნდა მიაქციოს.
- რა თქმა უნდა, პირველი პასუხი აშკარა და სწორია, რადგან ხაზი „ა“ უფრო გრძელია. საინტერესოა, რომ ადამიანი შეგიძლიათ დაარწმუნოთ, რომ ხაზი „ბ“ უფრო გრძელია, ამისთვის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ბევრი ადამიანი შეკრიბეს და 5 კაციან ჯგუფებად დაყვეს. თითოეულ „ხუთეულში“ ოთხი ადამიანი (მკვლევარებათნ შეთანხმებით) დარწმუნებით აცხადებდა, რომ ხაზი „ბ“ უფრო გრძელია. ასე მეხუთე ადამიანი (კოლეგების მკვლევარებთან შეთანხმების შესახებ არ იცოდა) ირჩევდა „ბ“ ვარიანტს, რომ გუნდიდან არ გამორჩეულიყო. უფრო მეტიც, ეს ტენდენცია ჯგუფების დიდ უმრავლესობაში, თითქმის 75% შემთხვევაში შენარჩუნდა. მსგავსი რამ გუნდში ხშირად შეინიშნება. მაგალითად, ხუმრობაზე იცინის ისიც, ვინც ვერაფერს მიხვდა. ადამიანი უბრალოდ საერთო ატმოსფეროთი იმსჭვალება და იცინის, თუნდაც მიზეზს ვერ ხსნიდეს.