სიხარბე თუ ზრუნვა? რატომ არ შეიძლება წყლის ატანა თვითმფრინავში

341

ალბათ, შესწრებიხართ სიტუაციას, როცა მგზავრებს ჩასხდომამდე სასმელ წყალს და სხვა სითხეებს ართმევენ. Vivien გიამბობთ, რატომ ხდება ასე და სამართლიანია თუ არა მებაჟეების ქმედება. ცოტამ თუ იცის, რომ წყლის ტრანსპორტირება ავიაკომპანიის ახირება არაა, არამედ უსაფრთხოების მკაცრი ზომა. წესები თვითმფრინავში სითხეების ტრანსპორტირების საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრულია. აეროპორტში რომ არ შერცხვეთ, გირჩევთ, ამ საკითხში წინასწარ გაერკვიოთ: შეიძლება თუ არა წყლის ატანა თვითმფრინავში, თუ ასეა, რამდენის, და ღირს თუ არა ამის გაკეთება.

რამდენი წყლის ატანა შეგიძლიათ თვითმფრინავში – გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ავიაკომპანიას აქვს საკუთარი წესები, რომლებიც ხელბარგით სითხეების გადაზიდვას აკონტროლებს. უსიამოვნო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ბორტზე ასვლამდე უნდა იცოდეთ სამი ძირითადი წესი:

  • თვითმფრინავში სითხის ატანა შეგიძლიათ 100 მლ–იანი დახურული კონტეინერით. ამავდროულად, საერთო მოცულობა 1 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. კონტეინერი კარგად უნდა შეკრათ და ჰერმეტულ დახურულ პოლიეთილენის პარკში ჩადოთ.
  • თვითმფრინავის სალონში საკუთარი საკვების და სასმელის შეტანა არ შეგიძლიათ. არც ხელში, არც ჩანთაში და არც ხელბარგში.
  • დუტი ფრის სასმელები (წყლის ჩათვლით) ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ იმ პირობით, რომ შეფუთვა მთელია. ამ შემთხვევაში კონტეინერების მოცულობა შეზღუდული არაა.

ბარგში არსებულ სითხეებზე თავისუფალი წვდომა უზრუნველყავით. გაითვალისწინეთ, რომ მებაჟეებს თქვენი ბარგის შემოწმების უფლება აქვთ. თუნდაც 200 მლ მოცულობის კონტეინერი ნახევრად იყოს სავსე, შემოწმებისას შეიძლება გადააგდონ.

როდის არის დაშვებული ბორტზე წყლის ატანა – აკრძალვა თითქმის ყველა სახის სითხეზე ვრცელდება, მაგრამ გამონაკლისიც არის. მაგალითად, თუ პატარა ბავშვთან ერთად მოგზაურობთ, ბორტზე 2 ბოთლი წყალი (თითო 0,5 ლ) შეგიძლიათ აიტანოთ. ზოგჯერ მშობელს ბავშვის საკვების და წყლის მომარაგება უწევს, რომ ფრენა ბავშვისთვის და სხვებისთვის კომფორტული იყოს. თეორიულად 1 ლ წყალი 100 მლ მოცულობის კონტეინერებში შეგიძლიათ ჩაასხათ, თუმცა ასეთი ქმედების მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება: არაპრაქტიკული და მოუხერხებელია.

რამდენი სითხე შეგიძლიათ გადაიტანოთ ჩასაბარებელი ბარგით – ავიაკომპანიის რეგულაციები წყლის და სხვა სითხეების ჩასაბარებელ ბარგში ჩადებას არ კრძალავს. ამასთან უნდა დაიცვათ პირობა: საერთო მოცულობა წონის დასაშვებ ნორმებს არ უნდა აღემატებოდეს. მაგალითად, თუ ავიაკომპანიას 20 კგ ლიმიტი აქვს, სითხის და დანარჩენი ბარგის საერთო წონა 20 კგ–ს არ უნდა აღემატებოდეს. სავარაუდოდ, ამდენი წყლის თვითმფრინავით გადაზიდვა არავის ენდომება. ჩვეულებრივ, ასე მგზავრებს ახლობლებისთვის სამკურნალო წყალი ან სხვა უცხო სასმელი მიაქვთ. მსგავსი მოქმედება აკრძალული არაა და ბარგში რამდენიმე ბოთლი საინტერესო შემცველობით შეგიძლიათ ჩადოთ.

რატომ არ შეიძლება წყლის ატანა თვითმფრინავში – სითხეების ტრანსპორტირებაზე მკაცრი წესები სულ ახლახანს, 2006 წელს ჩამოყალიბდა. სწორედ მაშინ დააკავეს ჯგუფი, რომელიც თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ტერაქტს გეგმავდა. ტერორისტებს 20-ზე მეტი თვითმფრინავის აფეთქება სურდათ. წყალი კარგი გამხსნელია, რომლის წყალობით თავდამსხმელებს შეუძლიათ გადაიტანონ:

  • რეაგენტები ფეთქებადი ნარევის მოსამზადებლად
  • სხვადასხვა წარმოშობის შხამი
  • ადვილად აალებადი ნივთიერებები

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 1 ლ წყალში გახსნილი ფეთქებადი ნივთიერებები დიდ ხანძარს ვერ გააჩენს. თვითმფრინავის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მყისიერად გაუმკლავდება. ამ მიზეზით, ბორტზე 1000 მლ–ზე მეტი სითხის ატანა აკრძალულია.

მშვიდად შეგიძლიათ იყოთ, თანამედროვე თვითმფრინავების ბორტზე გამცილებლები რეგულარულად შემოგთავაზებენ სხვადასხვა სასმელს, რომ თქვენი ფრენა მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ჩვეულებრივ, მსგავსი მომსახურება თვითმფრინავის ფასში შედის. თუ ბიუჯეტური ავიაკომპანიით მოგზაურობთ, მაშინ წყლის საფასურის გადახდა მოგიწევთ. ღირს 1–2 დოლარის გამო წვალება? გამოკითხვის თანახმად, მგზავრების 38% ბორტზე სასმელს არასოდეს ატარებს.

სათანადო კონტროლის მიუხედავად, დღემდე არიან ბოროტმოქმედები, რომლებიც თხევადი ბომბის და სხვა სახიფათო ნივთიერების ატანას ცდილობენ. გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღების შემთხვევებიც გახშირდა. მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება რთულია. სითხის ტრანსპორტირების შეზღუდვა მათ თავიდან აცილებას და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ბევრი რამ კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ საბაჟოზე დამოკიდებულია. ნებისმიერ შემთხვევაში თანამშრომლების მიმართ აგრესია არ გამოიჩინოთ. თავაზიანად აუხსენით, რატომ გჭირდებათ წყალი თვითმფრინავში. თუ მისაღები მიზეზია, დათმობაზე წავლენ. მანამდე მოტანილი ბოთლიდან რამდენიმე ყლუპის დალევას გთხოვენ. თუ აგიკრძალავენ, არ ეკამათოთ.