
ჩემი მეგობარი მორწმუნეა, ეკლესიაში დადის, მარხვას იცავს, ლოცულობს. მისგან გავიგე, რომ ქალს „დედათა წესის“ დროს ეკლესიაში შესვლა, ზიარება, ხატებზე, ჯვრებზე და სხვა სიწმინდეებზე შეხება ეკრძალება. მისი თქმით, ქალი თვიურის დროს უწმინდური ხდება და ეკლესიაში მისი ყოფნა ღმერთს შეურაცხყოფას აყენებს. არადა ვფიქრობდი, რომ ეკლესიის კარი ყველასთვის ღია იყო. ამ თემით დავინტერესდი და ნაცნობ მამაოს დავეკითხე. უკვე ვიცი, შეუძლია თუ არა ეკლესიაში შესვლა ქალს, როცა თვიური აქვს.
„საწყენია, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ღვთისმეტველებაში ჩახედული არაა, ამ საკითხზე ცრუ წარმოდგენებს ავრცელებს და ამ მიზეზით ბევრი ქალი ეკლესიაში სიარულზე უარს ამბობს“ – მიპასუხა შეშფოთებულმა მამაომ.
პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ღვთის ყოველი არსება კეთილია. ქალის ორგანიზმიც, რომელიც უფალმა შექმნა, მშვენიერია. ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესები მას უწმინდურს ვერ გახდის. ეს ხომ მისი ორგანიზმის ნაწილია. მაცხოვარი ამბობს, რომ ადამიანის წაბილწვა შეუძლია მხოლოდ სულს, რომელიც ადამიანს ზოგჯერ ცუდი საქმისკენ ან ფიქრებისკენ უბიძგებს. მომაკვდინებელი ცოდვებია გარყვნილება, მუცელღმერთობა, ანგარება, უქნარობა, მრისხანება, შური და ამპარტავნება. სწორედ ეს გვბილწავს.
ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ ქალი თვიურის დროს უწმინდურია. უფრო მეტიც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მას ამ პერიოდში შეეხება, ასეთივე ხდება. ახალი აღთქმა ამას უარყოფს, ვინაიდან თავად მაცხოვარი მიცვალებულებს ეხებოდა. ძველი აღთქმის უფრო ღრმად განხილვისას შეიძლება შეამჩნიოთ, რომ იმ დროს სისუფთავის ცნება უფრო ჰიგიენას ეხებოდა და არა ფიზიოლოგიურ პროცესებს. უსუფთაობას შეეძლო დაავადებების გამოწვევა, ამიტომ ამას ეკლესია აკონტროლებდა. დღეს ქალს სხვადასხვა ჰიგიენური საშუალების გამოყენებით შეუძლია კრიტიკული დღეები თავისთვის და სხვისთვის უსაფრთხოდ გადაიტანოს.
წმინდა კლიმენტ რომაელი წერდა, რომ ასეთი რამ ადამიანს არსს ვერ წაბილწავს ან სული წმინდას ვერ განაშორებს. თვიურის დროს ქალი ბუნებრივი გაწმენდის პროცესს გადის. ამაში ნაწილობრივ ღვთიური სიბრძნეა. ამ საკითხს განმარტავდა გრიგოლ I (პაპი). მისი თქმით, ქალს თვიურის დროს ეკლესიაში შესვლა არ ეკრძალება. ბუნებამ ასეთი შექმნა და ამაში ქალი დამნაშავე არაა. ეს ქალის სურვილის მიუხედავად, ბუნებრივად ხდება და ცოდვა არაა.
ქალს შეუძლია თვიურის დროს ეკლესიაში ილოცოს, ღვთისმსახურებას დაესწროს და ხატებსა და სიწმინდეებს შეეხოს. ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, თუ უფალთან საუბარი და მისი მხარდაჭერა გსურთ. ბევრი აქ შვებას, წინსვლის ძალას პოულობს და ამაზე უარის თქმა ბუნებრივი პროცესების გამო სისულელეა.
ნებისმიერი სქესის და ასაკის ადამიანი ბოროტებით შეპყრობილი შეიძლება გახდეს. ეს უფლისადმი რწმენასა და ცდუნებებთან წინააღმდეგობის უნარზეა დამოკიდებული და არა ბუნებრივ ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

