ბორში სხეულსა და სულს კურნავს. რა სარგებელი აქვს და რატომ უნდა მიირთვათ ყოველდღე

347

ბორში ბევრისთვის საყვარელი წვნიანია, რომელზეც უარის თქმა უჭირთ. მთავარი მიზეზი ბორშის შემადგენლობაა. მისი ინგრედიენტები ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებს შეიცავს. Vivien გიამბობთ, რა სასარგებლო თვისებები აქვს ბორშს და რატომ უნდა იყოს ყველა ოჯახის სუფრაზე სავალდებულო კერძი.

ბორშის შემადგენლობა – ნოყიერი კერძის თითოეული ინგრედიენტი განვიხილოთ. ბორშის მომზადება ბულიონით იწყება. ხორცი ცილების წყაროა. მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის. განსაკუთრებით კარგია ბორში, რომელშიც ხორცი ძვლიანად იხარშება. ძვლებში შედის უნიკალური ცხიმები, რომელსაც ორგანიზმი გვერდს ვერ აუვლის. ხორცში ცილოვანი ტოქსინებიც შედის. ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად ხორცი მოხარშვამდე 2 საათით ჩაალბეთ. შემდეგ აადუღეთ და წყალი გადაასხით. ბულიონი მხოლოდ მესამე წყალზე მოხარშეთ.

დიასახლისები ბორშს ლობიოს ხშირად უმატებენ. ლობიო შეუცვლელი ინგრედიენტია. ის კუჭის წვენის სეკრეციას ზრდის. ლობიო შეიცავს ელემენტებს, რომელთა მიღებაც სხვა პროდუქტებიდან რთულია. თუ ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით გამდიდრება გსურთ, 1 მუჭა ლობიო აუცილებლად დაუმატეთ.

ბოსტნეულის ძალა – შემდეგ ბორშის საფუძველი, ბოსტნეული მოდის. ბევრი თვლის, რომ ბოსტნეული თერმული დამუშავებისას კვებით ღირებულებას კარგავს. ნამდვილად, ვიტამინების ნაწილი იკარგება, მაგრამ მეორე ნაწილს ორგანიზმი მთლიანად ითვისებს. მოხარშული ბოსტნეული ნაზი სორბენტია, ორგანიზმს წმენდს.

განვიხილოთ თითოეული ბოსტნეულ ცალ–ცალკე. კარტოფილი ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს სტიმულირებს. კომბოსტოს მსგავსი მოქმედება აქვს. დამატებით, კომბოსტო გულის კუნთების მუშაობას აუმჯობესებს და ზედმეტ ქოლესტერინს გამოდევნის. ჭარხალი ორგანიზმისთვის აღმოჩენაა. მასში შედის ბევრი იოდი, რომელიც ჩვენთვის აუცილებელია. ასევე შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ტონუსს უნარჩუნებს. ჭარხლის მიღება სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკას ხელს უწყობს.

ხახვს და სტაფილოსაც თავისი წვლილი შეაქვს. კუჭის და ნაწლავების მუშაობას სტიმულირებს. ორგანიზმს ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სასარგებლო უჯრედისით ამდიდრებს. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სტაფილო ზეთში ოდნავ შეწვით. ხახვი სხვა ბოსტნეულთან ერთად მოხარშეთ. სანელებლებსაც მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. კამა, დაფნის ფოთოლი, ოხრახუში საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებისთვის აუცილებელია.

როგორც ხედავთ, კერძში თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება და სარგებელი აქვს. ერთი თეფში ბორში ვიტამინების და მინერალების საწყობია. შინ მომზადებული ბორში არა მხოლოდ სხეულს ავსებს, არამედ სულს კურნავს.