შეცდომები, რომლის გამოც ბისკვიტი ვარდება. ფქვილიანი ნაწარმის მომზადების ყველა დეტალი

306

არ გამოდის ბისკვიტი და არ იცით, რა გააკეთოთ? ადრე მარტივად ვამზადებდი, მაგრამ ახლა სხვა ბინაში ვცხოვრობ. შესაბამისად, სხვა ღუმელი მაქვს. იქნებ, საქმე მასშია? ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევა გადავწყვიტე. Vivien გიამბობთ, რა შეცდომებს უშვებენ დიასახლისები ბისკვიტის მომზადებისას.

ბისკვიტი არ გამოდის – ბისკვიტის მომზადებისას ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემაა მისი დავარდნა. ამას რამდენიმე მიზეზი იწვევს. პირველ რიგში, კვერცხი კარგად ათქვეფილი არაა. ეს ეტაპი საჭირო ტექსტურის და ფოროვნების მისაღებად მნიშვნელოვანია. თუ კვერცხს ცუდად ათქვეფთ, ბისკვიტი ცხობისას დავარდება. როგორც წესი, კვერცხი 8-10 წუთით უნდა ათქვიფოთ და თანდათან შაქარი დაუმატოთ. მასა გათეთრდება და მოცულობაში გაიზრდება. ბისკვიტისთვის კვერცხის გული და ცილა ცალ–ცალკე შეგიძლიათ ათქვიფოთ. კვერცხის ნარევის ბისკვიტის ცომში სწორად შერევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ნელა უნდა გააკეთოთ, რომ ჰაერის ბუშტები არ გასკდეს. თუ ბისკვიტს მხოლოდ კვერცხის საფუძველზე ამზადებთ, გაცრილი ფქვილი ათქვეფილ კვერცხს თანდათან დაუმატეთ, სილიკონის სპატულით ქვემოდან ზემოთ აურიეთ.

ბისკვიტი არასწორ ტემპერატურაზე მომზადების გამო შეიძლება დავარდეს. ჩვეულებრივ, ცომი შუაში ვარდება. ტემპერატურა 180 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ბისკვიტის 150-175 გრადუსზე მომზადება ოპტიმალური ვარიანტია. ამავდროულად, ცხობის დასრულებამდე ღუმელის კარი არ უნდა გააღოთ. გარდა ამისა, მომზადებული ცომის დიდხანს გაჩერებაც პრობლემა შეიძლება იყოს. ეს შეცდომაა, რომლის დაშვებაც არ ღირს. ღუმელი წინასწარ გაახურეთ, მზა ცომი მაშინვე გამოსაცხობად გააგზავნეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათქვეფილი კვერცხის მასიდან ჰაერის ბუშტები გაქრება და ბისკვიტი არ ამოვა.

ბისკვიტის მომზადების წესები – სხვა პრობლემებსაც შეიძლება შეეჯახოთ. ბისკვიტი კი არ ვარდება, არამედ ზედმეტად იზრდება და სკდება. ე.წ. ვულკანი ბისკვიტის ზედაპირზე არასწორ ტემპერატურაზე მომზადების გამო შეიძლება გაჩნდეს. ზოგჯერ ღუმელი გაუმართავია და ტემპერატურას არასწორად აჩვენებს (თუ საერთოდ დისპლეი აქვს). ამ შემთხვევაში სპეციალური თერმომეტრი შეიძინეთ. მისი დახმარებით ღუმელში ტემპერატურას ზუსტად გააკონტროლებთ.

საცხობ ფორმას ზემოდან ფოლგის ფენა, მბზინავი მხრიდან შიგნით დააფარეთ. დააფიქსირეთ და რამდენიმე ადგილას კბილის ჩხირით ან ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ასე ტემპერატურის თანაბრად განაწილებას შეძლებთ. ხრიკი გაზქურის შემთხვევაში შესანიშნავად მოქმედებს. ასე ბისკვიტზე მთა ნაკლებად გაიზრდება. მომზადების დრო 10-15 წუთით გაიზრდება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. აღმოჩნდა, რომ საცხობი ფორმის გვერდებზე ზეთის წასმა საჭირო არაა. ზეთის გამო ცომი ამოსვლას ფიზიკურად ვერ ახერხებს, სრიალებს და ვერ ფიქსირდება. საკმაოდ საინტერესო თეორიაა!

როგორ მოვამზადოთ იდეალური ბისკვიტი – ბისკვიტის ბევრი რეცეპტი არსებობს. აუცილებელი არაა, რომ ცომში ცხოველური პროდუქტები იყოს. სამარხვო ბისკვიტის მომზადებაც შეიძლება. აი, ბისკვიტი ფორთოხლის წვენით საკმაოდ უჩვეულო ვარიანტია.