მათემატიკა ყოველთვის რთული მეცნიერება იყო. ციფრულ სამყაროში მისი მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება. ყველაზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ და მოთხოვნად სპეციალობებს ციფრების კარგად მართვა, მათემატიკური კანონების ცოდნა სჭირდება. Vivien რთული მათემატიკური ამოცანებით გახარებთ. თუ საქმე იცით, მაგალითს ამოხსნით. ასეთი რეგულარული აქტივობა ციფრებთან მუშაობის დავიწყების საშუალებას არ მოგცემთ. თან გონებასაც ავარჯიშებთ. კალკულატორი გვერდზე გადადეთ და მისი დახმარების გარეშე ამოხსნა სცადეთ.
დაგვეხმარეთ მაგალითების ამოხსნაში
1. რომელ არითმეტიკულ მოქმედებას შეასრულებთ პირველად? გაყოფას თუ გამრავლებას? იქნებ, ჯერ ფრჩხილებს უნდა მიხედოთ თუ ჯერ ფრჩხილები, შემდეგ გამრავლება? თუ ასეთი მაგალითების ძირითადი წესები არ გახსოვთ, შეიძლება დაიბნეთ. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა.
2. ალბათ, ორიანების სიმრავლე ცუდ ასოციაციებს გამოიწვევს მათში, ვინც სკოლაში ცუდ ნიშნებს იღებდა. სამაგიეროდ, ფრიადოსნები მაშინვე მიხვდებიან, რა არის ეს და როგორ ამოხსნას.
3. ახლა გონების დაძაბვა მოუწევთ მათ, ვინც სტაბილურად საშუალო ქულებს იღებდა და ამას კარგ ნიშნად თვლიდა. შეძლებთ ამ სამიანებთან გამკლავებას, რომ კითხვის ნიშნის ნაცვლად სწორი პასუხი დასვათ? ბოლოს პასუხები შეადარეთ.
მინიშნებები და პასუხები
- ჯერ ფრჩხილებში მოქმედება შეასრულეთ, შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ. ასე გამოვა 6 ÷ 3 (6 – 3) = 6 ÷ 3 × 3 = 2 × 3 = 6. როგორც ხედავთ, იგივე პასუხი მივიღეთ, როგორც მაგალითის პირველ ციფრში.
- გამრავლებას და გაყოფას გამოკლებას და მიმატებასთან პრიორიტეტი აქვს. კარგი სტუდენტი მაგალითს ასე ამოხსნის: 2 – 2 ÷ 2 + 2 × 2 = 2 – 1 + 4 = 1 + 4 = 5.
- მოვიდა მაგალითის ჯერი, რომელიც არაერთხელ გინახავთ. გაიხსენეთ, რომ 3³ = 3 × 3 × 3 = 27, 3² = 9 და 3º = 1. გამოდის 3³ – 3² + 3 – 3º – 9 + 3 – 1 = 20.