ნებისმიერი ვარჯიში სასარგებლოა, თუ რეგულარულად ასრულებთ. ეს სწორია როგორც სპორტით დაკავებისას, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების ან უცხო ენის შესწავლისას. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა ადამიანს გონების ტონუსის შენარჩუნება სურს. როცა თავსატეხებსა და ამოცანებზე დროს რეგულარულად ხარჯავს. სავარჯიშო ამოცანები მათემატიკაში თქვენს აზროვნებას სისწრაფეს და ენერგიას დაუბრუნებს.
Vivien გთავაზობთ რამდენიმე სავარჯიშო მათემატიკურ ამოცანას. ციფრებთან მუშაობის ასეთი შანსი უნდა გამოიყენოთ. მეხსიერების დაძაბვა მოგიწევთ, რომ იქედან სასკოლო წესები ამოიღოთ. ამ წესის გარეშე ყველა გამოსავლის პოვნა გაგიჭირდებათ.
სავარჯიშო ამოცანები
1. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხარისხებთან შეხება ხშირად გიწევთ. სწორედ ამიტომ, ყველა ვერ შეძლებს სწრაფად უპასუხოს, რას უდრის 4 კვადრატში ან კუბში. მოგიწევთ, ეს და სხვა ინფორმაცია გაიხსენოთ, რომ პირველი მაგალითი ამოხსნათ.
2. ამ მაგალითში ათწილადებთან გვაქვს საქმე. ბოლოს როდის გაამრავლეთ ან გაყავით რიცხვი ათწილადზე? ალბათ, სკოლაში? მაშინ ამოხსნა გაგიჭირდებათ. თუმცა გვჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერს შეძლებთ.
3. ბოლო მაგალითში არის ფრჩხილები, გაყოფა, გამრავლება, შეკრება. რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულოთ არითმეტიკული ოპერაციები, რომ შეცდომა არ დაუშვათ? მკაცრი მათემატიკის მასწავლებლის სიტყვები გაიხსენეთ. მან ნამდვილად აგიხსნათ, როგორ გააკეთოთ ყველაფერი და რა თანმიმდევრობით. არ დაგავიწყდეთ, სტატიის ბოლოს პასუხებს გადახედეთ და შეამოწმეთ, რამდენი სწორი პასუხი გაქვთ.
მინიშნებები და პასუხები
- რიცხვის კვადრატი რომ გაიგოთ, ეს რიცხვი საკუთარ თავზე უნდა გაამრავლოთ. გამოდის 4² = 4 × 4 = 16. შემდეგ მაგალითი იძენს უფრო გასაგებ ფორმას 4 + 4 × 4 – 4² = 4 + 4 × 4 – 4 × 4 = 4 + 16 – 16 = 4.
- 0.2-ზე გამრავლება იგივეა, რაც 5-ზე გაყოფა. ხოლო 0.2-ზე გაყოფა იგივეა რაც 5-ზე გამრავლება. აქედან გამომდინარე, მივიღებთ 5 × 0,2 + 5 ÷ 0,2 = 5 ÷ 5 + 5 × 5 = 1 + 25 = 26.
- ჯერ ფრჩხილებში მოქმედება უნდა შეასრულოთ, შემდეგ არითმეტიკული ოპერაციები მარცხნიდან მარჯვნივ უნდა შეასრულოთ. გამოდის 32 ÷ 4(1 + 3) = 32 ÷ 4 × 4 = 8 × 4 = 32. საოცარია, რომ პასუხი მაგალითის პირველი რიცხვის ტოლია.
რთული თავსატეხების ამოხსნისას შეცდომას ოქროს მედალოსნებიც უშვებენ. გონება ხშირად ავარჯიშეთ, რომ ტონუსი შეინარჩუნოთ.