შემთხვევით ხორცს ბადიანი დავუმატე და ჩემს სამზარეულოში ყველაფერი შეიცვალა

322

რაც თავი მახსოვს, სხვადასხვა სანელებლებთან და სუნელებთან ყოველთვის „თქვენობით“ ვიყავი. გასაკვირი არაა, რომ ანისულს და ბადიანს ერთსა და იმავე სანელებლად მივიჩნევდი. აღმოჩნდა, რომ ასე არაა. ბადიანს პატარა ვარსკვლავის ფორმა აქვს. ანისული უბრალოდ პატარა თესლია კუდით. ეს სანელებელი უფრო ხურტკმელის ჩირს მაგონებს. Vivien დეტალურად გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ეს სანელებლები და რომელ კერძებს დაუმატოთ.

ანისული და ბადიანი – დავიწყოთ განმარტებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რით განსხვავდებიან ანისული და ბადიანი ერთმანეთისგან. ყველაფერი მარტივია. ბადიანი მშრალი ნაყოფია, მას ხეზე აგროვებენ. ანისული თესლია, მას ერთწლიანი მცენარისგან აგროვებენ. ამ სანელებლებს განსხვავებულად ზრდიან, მაგრამ მსგავსი არომატი აქვთ, ამიტომ ერთმანეთში ერევათ. ანისულის კულინარიაში გამოყენება მრავალი წლის წინ დაიწყეს. სანელებელს, ძირითადად, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს უმატებდნენ.

ბადიანს უფრო ცხარე და გამოხატული არომატი აქვს. ტკბილ–მწარე გემოს წყალობით როგორც ტკბილ, ასევე მარილიან კერძებში გამოგადგებათ. ნებისმიერი კერძის გემოს ოსტატურად ხაზს უსვამს. თან ლამაზად გამოიყურება. ვარსკვლავები 6-8 წვეტოვანი სეგმენტისგან შედგება, რომელშიც თესლია. მათში სანელებლის გემო და არომატი კონცენტრირებულია. ბადიანის ყიდვისას აუცილებლად შეამოწმეთ, ეს თესლი ვარსკვლავში არის თუ არა.

სუნით ბადიანი ცერეცოს, ბეგქონდარას და მიხაკს შორის რაღაც შუალედურს წააგავს, თუმცა უფრო ძლიერი და გამოხატული არომატი აქვს. 1 კერძისთვის 1–2 ვარსკვლავი საკმარისია. ძალიან ეკონომიურია. კულინარიაში დაფქულ ბადიანსაც იყენებენ. ეს ნაჯერი ყავისფერი ფხვნილია. დიდხანს გეყოფათ. 1 მწიკვი სანელებელი საკმარისია, რომ კერძი ახალი ფერებით ათამაშდეს.

რომელ კერძებს შეგიძლიათ დაუმატოთ ბადიანი? – აზიის ქვეყნებში ბადიანი ძალიან პოპულარულია. იქ ჩვენთვის ჩვეულ დაფნის ფოთოლს ანაცვლებს. ხორცეულს და თევზს ხშირად უმატებენ, ასევე მისი დახმარებით ბოსტნეულის გემოს ხსნიან. იდეალურია კერძი, რომელიც დიდხანს მზადდება. მაგალითად, ბოსტნეულის ბულიონი ან სუსტ ცეცხლზე ჩაშუშული ხორცი ბოსტნეულით. რაც უფრო დიდხანს დარჩება ბადიანი კერძში სუსტი მზადებისას, მით უფრო უკეთ გაიშლება მისი არომატი და გემო. სუფრაზე გატანამდე სანელებელს იღებენ, რადგან მთავარი ფუნქცია უკვე შეასრულა.

ბადიანი დაუმატეთ ბულიონს: ბოსტნეულის, თევზის, ხორცის ან სოკოს. სანელებელი ცხარე საქონლის, ხბოს ან ღორის ხორცის მოსამზადებლად გამოგადგებათ. გარდა ამისა, არომატული ვარსკვლავი შეგიძლიათ დაუმატოთ მარცვლეულს და პარკოსანს: წიწიბურა, ბრინჯი, ბურღული, ოსპი, ბარდა, მუხუდო. თამამად დაუმატეთ ბადიანი სხვადასხვა სოუსს, მწვადის მარინადს ან ფლავს. დაფქული სანელებელი ცომეულს და სასმელს (გლინტვეინი, ჩაი, ყავა) შეგიძლიათ დაუმატოთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ, რომ მზა კერძის გემო არ გაფუჭდეს. გირჩევთ, ექსპერიმენტები ჩაატაროთ და ბადიანი სახლის მურაბას ან ჯემს დაუმატოთ.

როგორ შევინახოთ ბადიანი, რომ არ გაფუჭდეს? – ნებისმიერ პროდუქტს შენახვის ვადა აქვს. ბადიანი გამონაკლისი არაა. არომატი და პიკანტური გემო რომ შეინარჩუნოს, სწორად უნდა შეინახოთ. საკმარისია, რომ მინის ქილაში ან ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსოთ. ბადიანი მშრალ და ბნელ ადგილას შეინახეთ. სამზარეულოს კარადა შესაფერისია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს