შეძლებთ ამოხსნათ ყველაზე საყვარელი საბჭოთა მასწავლებლის მაგალითი

673

საიდუმლო არაა, რომ მათემატიკა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სასკოლო საგანია. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ბავშვმა ისწავლოს ციფრებთან კარგად მუშაობა, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება. მათემატიკა ტვინის გასავითარებლად სასარგებლოა. როცა ბავშვი მათემატიკას ხსნის, ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მათემატიკა ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, გასწავლით ანალიზს, სისტემატიზაციას, კანონზომიერების პოვნას და დასკვნების გამოტანას. ეს მეცნიერება ტაქტიკასა და სტრატეგიაზე წარმოდგენას გაძლევთ, აბსტრაქტულ საგნებთან მუშაობას გასწავლით. Vivien გთავაზობთ, რამდენიმე წუთით მათემატიკა გაიხსენოთ. ამოხსენით რამდენიმე მაგალითი, რომელიც არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რამდენიმე მათემატიკური წესის გახსენება მოგიწევთ, რომ სწორი პასუხი იპოვოთ.

ბავშვები მათემატიკას ხსნიან

1. პირველი მაგალითი რომ ამოხსნათ, უნდა იცოდეთ, როგორ გაამრავლოთ და გაყოთ ათწილადები. კარგია, თუ იცით, რა თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს ყველა არითმეტიკული ოპერაცია. თუ სკოლაში მათემატიკა თქვენი პატივისცემით სარგებლობდა, შესაბამისი ცოდნა უნდა შენახულიყო.

2. მეორე მაგალითის შესასრულებლად ფრჩხილებთან მუშაობა უნდა იცოდეთ. აქ არის გაყოფა, გამრავლება და გამოკლება. მათემატიკური გამოთვლების რიგი არ აგერიოთ და ზუსტი პასუხი გაეცით.

3. ბოლო მაგალითი განსაკუთრებით რთული არაა, თუ გაიხსენებთ, როგორ იცვლება ციფრი სხვადასხვა ხარისხში. დაფიქრდით, რას უდრის 5 ნულოვან ხარისხში. რა რიცხვი უნდა იყოს კითხვის ნიშნის ნაცვლად? სტატიის ბოლოს პასუხების შედარება არ დაგავიწყდეთ.

პასუხები:

  1. 0,25–ზე გამრავლება იგივეა, რაც 4-ზე გაყოფა. ხოლო 0,25-ზე გაყოფა იგივეა, რაც 4-ზე გამრავლება. ასე ჩვენი მაგალითი უფრო გასაგები ხდება. 4 × 0,25 + 4 ÷ 0,25 = 4 ÷ 4 + 4 × 4 = 1 + 16 = 17.
  2. ჯერ ფრჩხილებში მოქმედება შეასრულეთ, შემდეგ გაყოფა და ბოლოს გამრავლება. ასეთია წესი. გამოდის 8 ÷ 4 (8 – 4) = 8 ÷ 4 × 4 = 2 × 4 = 8.
  3. ნებისმიერი რიცხვი ნულოვან ხარისხში უდრის ერთს. აღსანიშნავია, რომ იგულისხმება რიცხვები ნულის გარდა. ამ შემთხვევაში, 5º = 1. შემდეგ 5 + 5 × 5 + 5º = 5 + 5 × 5 + 1 = 5 + 25 + 1 = 31.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს