ცოლთან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, სხვასთან წავედი. როგორ დავბრუნდე უკან?

1043

ორი ადამიანის ურთიერთობა ყოველთვის რთულია. მით უფრო, როცა ეს ეხება ცოლ–ქმარს, რომლებიც პატარა ბავშვს ზრდიან. სტრესი, დაღლილობა, დროის უქონლობა დაძაბულ სიტუაციებს, უთანხმოებას და გაუგებრობას ხშირად იწვევს. შედეგად, ბევრი ოჯახი ინგრევა. ასე მოხდა ამ კაცის ცხოვრებაშიც. ცოლთან დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ მიხვდა, რომ ისევ უყვარს და ახლა დაბრუნება სურს.

„მე და ჩემმა მეუღლემ ერთად 6 წელი ვიცხოვრეთ. 2,5 წლის ვაჟი გვყავს. ცოლი ძალიან მიყვარდა. მასთან შეხვედრამდე დაოჯახებაზე არც ვფიქრობდი. როცა გავიცანი, მივხვდი, რომ დასაქორწინებლად მზად ვარ. შემდეგ ხელი ვთხოვე. როცა დაორსულდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბავშვის სახელზე ვფიქრობდით, საბავშვო ავეჯს ვარჩევდით. სამომავლო გეგმას ვადგენდით. შემდეგ ვაჟი დაიბადა.

ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც წარმომედგინა. ცოლი მშობიარობის შემდეგ თითქოს გამოცვალეს. უმიზეზო სკანდალები გახშირდა. დილა იწყებოდა მისი უკმაყოფილო სახით, წვრილმანებზე კამათით: არასწორ ადგილას გაიხადე, ჭურჭელი არ გარეცხე. საოჯახო საქმეებზე ხელი აიღო. დილით ვდგებოდი, ყველასთვის საუზმეს ვამზადებდი, ტანსაცმელს ვაუთოებდი. სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდებოდი, მაგრამ ღიმილიან მისალმებას ვერ ვიღებდი. ვახშამს თავად ვამზადებდი.

რაღაც მომენტში სახლში დაბრუნების სურვილი გამიქრა, თითქოს უცხო გახდა. საყვარელი გავიჩინე. არა იმიტომ, რომ ინტიმი ძალიან მინდოდა. უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა და მყუდრო საღამო სკანდალების და საყვედურების გარეშე მენატრებოდა. ცოლს ჩემი გაგება არ სურდა. სახლში იჯდა, მხოლოდ ბავშვზე ზრუნავდა. არაფერში ვზღუდავდი. სამსახურის შემდეგ შვილს ვართობდი. მესმოდა, რომ ცოლს საკუთარი თავისთვის დრო სჭირდებოდა. და მაინც, მუდმივ ნეგატივსა და საყვედურებში ვცხოვრობდი. თითქმის ყველა ვალდებულება მოვხსენი, შაბათ–კვირას სახლს ვალაგებდი.

დასვენება მეც მჭირდება. გამოდის, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში ვბრუნდებოდი და ჩემი ცოლი მაინც მუდმივად უკმაყოფილოა. ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდა. ვმუშაობდი, ოჯახს ვარჩენდი, თან დიასახლისობაც უნდა შემეთავსებინა. რა თქმა უნდა, ვერ გავუძელი და ცოტა ხანში ცოლი მივატოვე. ბინა და მანქანა დავუტოვე. ფულს ბავშვისთვის რეგულარულად ვაძლევ.

უკვე 6 თვეა ცალ–ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ განქორწინებულები არ ვართ. ახლახანს გავიგე, რომ სხვა მამაკაცი ჰყავს. ამან გული მატკინა. მივხვდი, რომ როგორ ცუდად არ უნდა მექცეოდეს, მაინც მიყვარს და მასთან და ჩვენს შვილთან ერთად ცხოვრება მინდა. დაბრუნდება და ყველაფრის გამოსწორება მინდა. მივხვდი, რომ ის და ვაჟი სამუდამოდ შეიძლება დავკარგო. მინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე. შესაძლოა, მისი ქცევა გამოწვეული იყო მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ან მუდმივი დაღლილობით იმის გამო, რომ მთელი დღე ბავშვთან მარტო იყო.

ვუთხარი, რომ დაბრუნება და ყველაფრის გამოსწორება მინდა. მიპასუხა, რომ გატეხილი ჭიქის გამთელება შეუძლებელია. როგორ მოვიქცე? თუ ხშირად შევაწუხებ, მიხვდება, რომ სხვა მამაკაცზე ვიცი და იფიქრებს, რომ ეს ეჭვიანობაა. შეიძლება ბავშვის გავლით მივუდგე? გავხდე საუკეთესო მამა და ვაჩვენო ოჯახისადმი ჩემი ინტერესი? თუ ახალ მამაკაცთან არაფერი გამოუვა, ჩემს კანდიდატურას განიხილავს.

თუ შევაშინო? ვუთხრა, რომ თუ შერიგებას არ ისურვებს, „უსაცვლოდ დავტოვებ“? ბინა ჩემია, ქორწინებამდე შეძენილი, მანქანა ჩემი, მაგრამ ერთობლივად შეძენილი ქონება. გავყიდი, ნახევარს მივცემ. არ მუშაობს და არც მუშაობდა. უფრო ზუსტად, ქორწინებაში პირველი რამდენიმე წელი მუშაობდა, შემდეგ სახლში დაჯდომა და დიასახლისობა გადაწყვიტა. შვილსაც წავიყვან, თავად გავზრდი. ხომ არ ფიქრობდა, რომ ბინას დავუტოვებდი, რომ იქ მამაკაცები აეყვანა. იქ ჩემი შვილი ცხოვრობს. როცა წასვლა გადავწყვიტე, ჩემი მხრიდან ცოლის ბავშვთან ერთად გაგდება ღორობა იქნებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. არ ვიცი, რომელი მიმართულება ავირჩიო. პატიების დამსახურებაზე ვიზრუნო თუ მკაცრი ვარიანტი ავირჩიო?“