ობმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როდესაც ის თქვენს სახლში ან სამუშაო ადგილას არსებობს. ობი ხშირად გვხვდება ნესტიან კლიმატში, რადგან სინესტე ობის გასაზრდელად კომფორტულ გარემოს ქმნის.
გარემოს დაცვის სააგენტო გირჩევთ ნებისმიერი სველი ნივთი საშრობზე 24-48 საათის განმავლობაში გააშროთ, რომ ობის ზრდა თავიდან აიცილოთ.
ჯანმრთელობის პრობლემის გარდა, ობი ანადგურებს ზედაპირებს, სადაც იზრდება. იქნება ეს კედელი, იატაკი, ჭერი, ავეჯი და ა.შ.
ობი იზრდება, ათავისუფლებს სპორას. ის იმდენად მცირეა, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი შემჩნევა გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ მათ ჩვენი ფილტვებით ვსუნთქვათ.
ობს შეიძლება კანის მეშვეობით შეეხოთ. მაგ. ზედაპირზე ხელის შეხებით, სადაც ობი არის, შემდეგ კი ამ ხელის სახეზე ან ღია ჭრილობაზე მიდება. ასე ობი თქვენს ორგანიზმში ხვდება.
როგორც კი ის ორგანიზმში აღმოჩნდება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
აი, 7 ნიშანი რომ თქვენ ობის სოკოვანი დაავადება გაქვთ:
1.კუნთების ტკივილი
კუნთების აუხსნელი ტკივილი, რომელიც დაძაბული აქტიურობით არაა გამოწვეული, ობის დაავადების ერთ-ერთი ნიშანია. კუნთებში ტკივილი ნებისმიერ ადგილას შეიძლება გქონდეთ. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუნთების კრუნჩხვები.
2.კრუნჩხვა, ჩხვლეტა და დაბუჟება
შეგრძნება, თითქოსდა მკლავი გაგიშეშდათ – ეს, სწორედ ის არის, რითაც ამ დაავადების დროს ადამიანი იტანჯება.
3.ცუდი განწყობა ან დეპრესია
ამ დაავადების შემსწავლელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ზედმეტად ტენიანი სახლი აქ მცხოვრებ ადამიანებზე და მათ განწყობაზე გავლენას ახდენს.
სახლის ტენიანობის, ობის და დეპრესიის ნიშნებს შორის კავშირი არსებობს. ფსიქიკური დაავადება და ცხოვრების პირობების ერთმანეთთან კავშირი არ გვაოცებს.
ფსიქიკური სტრესი ნორმალურია, როცა სახლში ცუდი ხარისხის ჰაერია. სტრესი კონტროლქვეშ აიყვანეთ, სახლში ტენიანობის შემცირებაზე იზრუნეთ. ოთახში მცენარეები იქონიეთ და ჰაერის ცირკულაციაზე იზრუნეთ.
4.კვების პრობლემები
გულისრევა, დიარეა, კუჭის ტკივილი და მადის დაქვეითება – აი ობის დაავადების ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ნაკლები ჭამა და შესაბამისად წონის შემცირება, წონის მომატებამ (სტრესის შესამცირებლად) სინამდვილეში ასევე დაავადების ნიშანია.
5.სუნთქვის პრობლემები
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა – სუნთქვის პრობლემები. ბოლო კვლევებში მეცნიერებმა დაასახელეს რამდენიმე დაავადება, რომელთაც ობი იწვევს, მათ შორის „ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული ბრონქოპულინარიური ასპერგულოზი, სინუსიტი და ჰიპერმგრძნობელური პნევმონიტი.
ღრმად სუნთქვის შეუძლებლობა, ჰაერის უკმარისობა, ხველება ან სინუსური პრობლემები – ობის დაავადების შესაძლო ნიშნებია. თუ ობის დაავადებაზე ეჭვი გეპარებათ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.
6.თვალის მგრძნობელობა და თავის ტკივილი
თვალების სიწითლე, ქავილი და ბუნდოვანი ხედვა შეიძლება ობის დაავადებამ გამოიწვიოს.
ზოგიერთი ადამიანი ობის, როგორც ალერგენის მიმართ, მგრძნობიარეა, რაც ობთან ზემოქმედების შემთხვევაში მათი იმუნური სისტემის გააქტიურებას იწვევს. თუ თქვენი ნიშნები სეზონურ ალერგიას და ციებ-ცხელებას ჰგავს და თან თავის ტკივილი ან სხვა ნიშნები ახლავს, ექიმს მიმართეთ.
7.ობის დაავადების ნაკლებად გავრცელებული ნიშნები
დაავადების ზოგიერთი უჩვეულო ნიშანი ან სიმპტომი არის: გადაჭარბებული წყურვილი, ტუალეტში ხშირი გასვლა, ცხელება, წონის მომატება, თავბრუსხვვა ან პირში მეტალის გემო.
ობის დაავადების თავიდან ასაცილებლად, სახლზე იზრუნეთ. შეგიძლიათ სპეციალური ინსტრუმენტები გამოიყენოთ, რომ ობი მოიშოროთ. ასევე შეგიძლიათ სპეციალისტი გამოიძახოთ, რომელიც სახლიდან ობის გაქრობაში დაგეხმარებათ.
ყველა „დაზიანებული“ ნივთი – ხალიჩა, ჩანგალი, ტანსაცმელი – უნდა გადააგდოთ, ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ ღირს.
თქვენ ეს დაავადება გქონიათ?