ვარდკაჭაჭას სარგებელი. ვინ უნდა დალიოს ყოველდღე აუცილებლად

621

ერთ დროს ჩემი დისთვის კოფეინის მიღება უკუჩვენებული იყო, ამიტომ ვარდკაჭაჭას ხარშავდა. რა თქმა უნდა, გემო განსხვავდება, მაგრამ გაუწაფავი მოყვარული სხვაობას თითქმის ვერ შეამჩნევს. იცით, რომ ეს პროდუქტი არა მხოლოდ გამამხნევებელი სასმელის ალტერნატივაა, არამედ ნამდვილი სამკურნალო მცენარე? ვარდკაჭაჭას სარგებელი ორგანიზმისთვის ფასდაუდებელია.

ალბათ, გსმენიათ, რომ ყავა არც თუ ისე სასარგებლო სასმელია, განსაკუთრებით ჭარბი მიღებისას. ძილის დარღვევა, შფოთვა, მადის პრობლემები, მაღალი აგზნებადობა ეს მხოლოდ პრობლემების ნაწილია, რომელიც შეუძლია გამოიწვიოს არომატულ დამხმარეს, რომლის გარეშეც დილა ვერ წარმოგვიდგენია. უმჯობესია ყავა ვარდკაჭაჭათი ჩაანაცვლოთ, რომელიც არა თუ ზიანს, არამედ სარგებელს მოგიტანთ.

ვარდკაჭაჭას სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის

  1. ვარდკაჭაჭა შეიცავს ინულინს, რომელიც ნაწლავების მიკროფლორას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  2. ყავისგან განსხვავებით აგზნებადობას არ ზრდის, არამედ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ზედმეტ სტრესს აქრობს და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.
  3. წნევას ამცირებს.
  4. იმავე ინულინის წყალობით ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის სინთეზი იზრდება.
  5. სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
  6. ორგანიზმს ტონუსს და ენერგიას მატებს, გულზე ნეგატიურად არ მოქმედებს.
  7. მადას ზრდის, მაგრამ ზედმეტი წონის მოშორებას ხელს უწყობს.

დაავადებები, რომლის დროსაც ვარდკაჭაჭას მიღება რეკომენდებულია

  • თუ კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები გაწუხებთ, ვარდკაჭაჭას ყურადღება მიაქციეთ. მისი ჩაი, ნახარში ან ნაყენი მოადუღეთ.
  • ვარდკაჭაჭა ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და ანტიმიკრობული პრეპარატების წარმოებაში გამოიყენება. ეს მცენარე სახლის აფთიაქში აუცილებელია.
  • ბევრი ინულინი, გლიკოზიდი და ფისი, რომელსაც ვარდკაჭაჭა შეიცავს, ღვიძლის ციროზის დროს დაგეხმარებათ.
  • მცენარის ნახარში თაფლით ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდს და იმუნიტეტს გააძლიერებს.
  • ნაწლავების მიკროფლორის დარღვევისას მცენარის ნახარში მოამზადეთ.
  • ყავა ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის, ამიტომ ართრიტის დროს მისი მიღება უკუჩვენებულია. ვარდკაჭაჭა კარგი ალტერნატივაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
  • შაქრიანი დიაბეტის დროს ვარდკაჭაჭა შაქრის შემცველად ან სიროფად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ დავლიოთ ვარდკაჭაჭას ნახარში – დამატებითი დამატკბობლის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან მცენარეს ისედაც მოტკბო გემო აქვს. სურვილის შემთხვევაში, თაფლი ან სტევია დაუმატეთ. ნაღები და რძე არ დაუმატოთ. ასე სასმელი უფრო კალორიული გახდება და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ცუდად იმოქმედებს.

ვის არ სჭირდება ბევრი ვარდკაჭაჭას დალევა

  1. შარდკენჭოვანი დაავადების დროს მისი მიღება დღეში 1–2 ფინჯნით შეზღუდეთ. მცენარეს ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს.
  2. სისხლძარღვოვანი დაავადებისას. ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს ვარდკაჭაჭას სასმელს თავი აარიდეთ.
  3. სპეციალისტები გირჩევთ, რომ ვარდკაჭაჭას სასმელი 1 წლამდე ბავშვებს არ დაალევინოთ.
  4. თუ ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ხართ, ვარდკაჭაჭასთან ფრთხილად იყავით.

როგორც ამბობენ, ყველაფერი კარგია, მაგრამ ზომიერად. სასარგებლო მცენარე გონივრულად უნდა მიიღოთ. როგორც არ უნდა იყოს, ვარდკაჭაჭა ყავის ალტერნატივად ხშირად სწორი ნაბიჯია. ორგანიზმი ასეთი სასიამოვნო საჩუქრისთვის მადლობას გეტყვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს