ყველა ქალი დროდადრო ინტერესდება, როგორ აარჩიოს ბიუსჰალტერი სწორად და რა პარამეტრებს მიაქციოს ყურადღება. მკერდის ზომა მთელი ცხოვრების მანძილზე იცვლება. განსაკუთრებით, მისი ფორმა. მსგავს ცვლილებაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი: ორსულობა, ძუძუთი კვება, ჰორმონალური დარღვევები, სწრაფად დაკლება ან მატება. საცვლების მწარმოებლებმა შექმნეს სპეციალური საზომი ცხრილი შესაბამისი ასოებით და ციფრებით. ბევრი ქალი ამ ცხრილს უგულებელყოფს და ყიდულობს შეუფერებელი ზომის საცვლებს, პატარა ან, პირიქით, დიდი ჯამებით, ჩამოკიდებულს ან ძალიან მოჭერილს. ეს ყველაფერი იწვევს ფიზიკურ დისკომფორტს, უშნოდ გამოიყურება და ჯანმრთელობას აზიანებს. Vivien გიამბობთ, როგორ განსაზღვროთ თქვენი ზომა ზუსტად ფულის და დროის დახარჯვის გარეშე.
რა გავაკეთოთ, თუ ბიუსჰალტერის სარტყელი მუდმივად ზევით იწევს – თუ სარტყელი ზევით იწევს ან ზურგზე ნაკეცებს ქმნის, მკერდის გარშემოწერილობის გაზომვისას შეცდომა დაუშვით. არსებობს რამდენიმე წესი: ბიუსჰალტერის სარტყელი თითქმის იატაკის პარალელურად უნდა იყოს, ტანზე მჭიდროდ მორგებული, მაგრამ მკერდს არ უნდა ავიწროებდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ხელის და ტანის მოძრაობისას ერთსა და იმავე ადგილზე იყოს, არ მოძრაობდეს და სრიალებდეს. თუ სარტყელი თავის საწყის პოზას არ ინარჩუნებს, მკერდს არასწორ ფორმას აძლევს და თქვენს ორგანოებს ყოველდღე აზიანებს. სწორი ზომა შესაკრავით შეგიძლიათ შეარჩიოთ: თუ ბეჭებზე ზევითაა, ბიუსჰალტერი თქვენთვის პატარაა, თუ ქვემოთ – დიდი. იდეალურია, როცა ზუსტად ბეჭების ქვეშ მდებარეობს.
ბრეტელი და რკინა კანში იჭრება – ყურადღება მიაქციეთ, რომ რკინა და ბრეტელი კანში არ იჭრებოდეს. ბიუსჰალტერის ეს ნაწილები მნიშვნელოვანია, მაგრამ მკერდის მხარდასაჭერად დამხმარე ფუნქციას ასრულებს. ბრეტელი და რკინა ტანს მჭიდროდ უნდა ეკვროდეს, მაგრამ არ უნდა ავიწროებდეს და მით უფრო კანში არ იჭრებოდეს.
მკერდი ჯამიდან ვარდება – ბიუსჰალტერის ჯამი თქვენს მკერდს შუაზე არ უნდა ყოფდეს. მკერდი ჯამიდან არ უნდა ვარდებოდეს. თუ გვერდიდან ყურებისას ხედავთ, სად იწყება მკერდის ზედა ნაწილი და სად მთავრდება ჯამი, უფრო დიდი ზომის ბიუსჰალტერი გჭირდებათ. დაიმახსოვრეთ, კომფორტულად ტარებისთვის მკერდი ჯამიდან არ უნდა ამოიბურცოს, არამედ უბრალოდ იდოს. თუ ჯამში სივრცე რჩება, უფრო პატარა ზომის ბიუსჰალტერი მოძებნეთ.
როგორ განვსაზღვროთ ბიუსჰალტერის სწორი ზომა
1. პირველ რიგში, მკერდის ქვეშ გარშემოწერილობა გაზომეთ.
2. ზომა და გარშემოწერილობა ერთმანეთს შეუსაბამეთ. მაგალითად, 63-67 სმ ეს 65 სმ ზომაა, 68-72 სმ – 70 სმ, ხოლო 73-77 სმ – 75 სმ. გარშემოწერილობაზე თითოეული დამატებითი 4 სმ პლუს 1 ზომაა.
3. მკერდის გარშემოწერილობა ყველაზე ამობურცულ წერტილში გაზომეთ. მიღებულ რიცხვს მკერდის ქვეშ გარშემოწერილობა გამოაკლეთ. მაგალითად, მკერდის გარშემოწერილობა 75 სმ, წერტილებზე – 98, სხვაობა – 23 სმ. სხვაობა და ჯამების სისრულე ერთმანეთს შეუსაბამეთ.
ჯამების სისრულე და სხვაობა:
- A = 12–14
- B = 14–16
- C = 16–18
- D = 18–20
- E = 20–22
- F = 22–24
- G = 24–26
- H = 26–28
- I = 28–30
- J = 30–32
4. მიღებული მნიშვნელობა დაუმატეთ. თუ მკერდის გარშემოწერილობაა 95 სმ, ხოლო ჯამი – C. გამოდის, თქვენი ზომაა 95C. ყველაფერი მარტივია.
როგორც შეამჩნიეთ, ბიუსჰალტერის ნებისმიერ სარტყელზე 2–5 რიგი კაუჭი აქვს. ბიუსჰალტერი ყველაზე გარე კაუჭზე მოიზომეთ. დროთა განმავლობაში ნებისმიერი სარტყელი იწელება (რეცხვა და მუდმივი ტარება მოქმედებს). როცა მოცულობა გაიზრდება, კაუჭი ერთი რიგით შეგიძლიათ გადაწიოთ, ასე ფულს დაზოგავთ.