სასოწარკვეთილი ქალი, რომელიც შვილიშვილის ძიძობისთვის მზად არაა

264

ზოგს ცხოვრება შვილიშვილს სიბერეში აძლევს, ხოლო ამ ქალს გაუმართლა, რადგან ახალგაზრდა ასაკში ბებია გახდა. მართალია, რატომღაც ვაჟიშვილის ოჯახში მატება დიდად არ ახარებს. თვლის, რომ 45 წელი ბებიის ასაკი არაა. Vivien ამ ქალის ამბავს გიზიარებთ.

„ძალიან მიხაროდა, როცა 45 წლის გავხდი. ვაჟი უკვე ზრდასრულია, უნივერსიტეტი დაასრულა, მუშაობს და დამოუკიდებელია. ახლა ბინაში მარტო ვცხოვრობ და ჩემი მარტოობით ვტკბები. ყვირილი და ხმაური აღარ მაწუხებს. საჭმლის მომზადებას და საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარებას არავინ მთხოვს. ვიფიქრე, რომ იოგაზე სიარულს შევძლებდი, უცხო ენებს შევისწავლიდი, სერიალების ყურებით და წიგნების კითხვით სიამოვნებას მივიღებდი. ჩემმა შვილმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ახალი ამბით შოკში ჩამაგდო. განაცხადა, რომ მალე მამა გახდება. სრულიად შეუფერებელი დრო შეარჩია.

ჩემი შვილი ლაზარე და მისი შეყვარებული ლია უკვე ორი წელია ერთმანეთს ხვდებიან. ლაზარე 26 წლისაა, ავტოსახელოსნოში მუშაობს და არც თუ ისე დიდი შემოსავალი აქვს. ლია 22 წლისაა, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობს. ღმერთია მოწმე, ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვინ მისმენდა?! ახლა ლია ორსულადაა, სწავლის მიტოვებას და მუშაობის დაწყებას აპირებს. ლაზარეს მისი ხელფასი ოჯახის სარჩენად არ ეყოფა. შეყვარებულები ერთმანეთს წესიერად არ იცნობენ, რომ ოჯახი შექმნან. ერთად არც უცხოვრიათ და ამ გამოცდის გავლა გაუჭირდებათ. ტუჩებზე რძე არ შეშრობიათ და უკვე საკუთარ შვილს აჩენენ. ლია საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, ფულს მშობლები უგზავნის და ჭამაზე ძლივს ყოფნის. ლაზარე კოლეგებთან ერთად ბინას ქირაობს. საინტერესოა, სად გეგმავს თავის ცოლთან და მომავალ შვილთან ერთად ცხოვრებას?

პასუხი ერთია. თავის ოჯახურ ბუდეს ჩემს ბინაში მოაწყობენ. ბავშვის ზრუნვა ჩემს კისერზე იქნება. მშვიდობით, ჩემო მშვიდო ცხოვრებავ. 45 წელი ბებიის ასაკი არაა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ხელფეხშეკრული გავხდები ბავშვით, რომელიც საკუთარმა შვილმა თავს მომახვია. ლაზარე გავზარდე, ვასწავლე და თავისუფალ დინებაში გავუშვი. ახლა ისევ ბავშვის ტირილი და საფენები. არაფერს ვამბობ, რამდენი ფული სჭირდება ბავშვის რჩენას. ალბათ, ჩემი ხელფასის ნახევარს უნდა დავემშვიდობო.

ახალგაზრდების გონს მოყვანას ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ. შეყვარებულები ბედნიერებისგან ანათებენ. ვერ ვიჯერებ, რომ შვილი ასეთ ქარაფშუტა და გულუბრყვილო კაცად გაიზარდა. ვშიშობ, რომ ბავშვი სკოლაში შესვლას ვერ მოასწრებს, ესენი რომ ერთმანეთს დაშორდებიან.“