შინ დამზადებული და მაღაზიაში ნაყიდი ხაჭოს შენახვის წესები

269

ხაჭო საოცრად მკვებავი რძემჟავა პროდუქტია, რომელიც როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს უყვართ. გემრიელი და ძალიან სასარგებლოა. მისი სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად მისაღებად უნდა იცოდეთ, როგორ შეინახოთ ხაჭო სწორად. შინ დამზადებული პროდუქტი უფრო ნაკლები დროით ინახება, ვიდრე ნაყიდი. მაღაზიის ხაჭო მაცივარში მაქსიმუმ 5 დღე, ხოლო საყინულეში 20 დღე შეგიძლიათ შეინახოთ. ხოლო სახლის ხაჭო 36 საათში უნდა მიირთვათ.

ხაჭოს შენახვის წესები: ექსპერტების რეკომენდაციები

მაცივარში – ნაყიდი და ფერმენტირებული რძემჟავა პროდუქტი მინანქრის ან მინის ჭურჭელში უნდა შეინახოთ. თავსახური ან საკვები ფოლგა მჭიდროდ დაახურეთ. ასე რძემჟავა პროდუქტის გახმობას თავიდან აიცილებთ. ხაჭო სუფთა სახით შეძენისთანავე უნდა მიირთვათ. მესამე დღეს უმჯობესია მობრაწულის, გირცის შიგთავსად ან ხაჭოკვერის მოსამზადებლად გამოიყენოთ.

პატარა ხრიკი – ცხიმიან ხაჭოს შენახვის მოკლე ვადა აქვს, ამიტომ გასწავლით ხრიკს ვადის გასაზრდელად. კონტეინერის ძირში, სადაც ხაჭოს ინახავთ, 1 კუბი რაფინირებული შაქარი ჩადეთ. ასე შენახვის ვადას გაზრდით და გემოს გააუმჯობესებთ.

საყინულეში – ხაჭო ყინვას ადვილად იტანს. რამდენიმე დღე მინუს ტემპერატურაზე თამამად შეინახეთ. სუფთა კონტეინერში ნატურალური ქსოვილი ჩააფინეთ. ხაჭო ზედმეტი სითხისგან გაწურეთ და ჰერმენტულ ჭურჭელში მოათავსეთ. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ. აქ რძემჟავა პროდუქტი 20 დღე შეგიძლიათ შეინახოთ. გახსოვდეთ, რომ ხაჭოს გალღობა ოთახის ტემპერატურაზე არ შეიძლება. ეს მაცივარში უნდა გააკეთოთ. თან პროდუქტის განმეორებითი გაყინვა რეკომენდებული არაა.

თუ შეამჩნიეთ უსიამოვნო სუნი ან ხაჭოს კონსისტენციის და ფერის შეცვლა, გამოდის, რომ გაფუჭდა. მისი მიღება არ შეიძლება. თუ სრიალა კონსისტენცია შეამჩნიეთ ან მჟავე სუნი იგრძენით, გადააგდეთ. ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოთ.