როგორ ვიზრუნოთ მხედველობაზე, თუ ღამით მხოლოდ ნოუთბუქის სინათლეზე მუშაობა ან სანთლის შუქზე სწავლა გვიწევს? Vivien–მა ამ კითხვით ოფთალმოლოგს მიმართა. პირველ რიგში, გეტყვით, რომ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ აბებით არ ღირს. ოფთალმოლოგის თქმით, მხედველობის გაუარესების პრევენციისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. სიაში პირველ ადგილზეა სწორი კვება.
მხედველობის დაქვეითების პრევენცია – ექიმების თქმით, ცუდ განათებაზე ინტენსიური და ხანგრძლივი მუშაობა მხედველობის სწრაფად გაუარესებას იწვევს. როგორ დავეხმაროთ თვალებს მოვალეობების შესრულებაში? ელემენტარულით დავიწყოთ.
- სწორად, დაბალანსებულად იკვებეთ. რაციონში ჩართეთ ბოსტნეული, ხილი, კენკრა. სასურველია, უმი ან გაყინული. მიირთვით ომეგა 3 ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები – თევზის ზეთი, კაკალი და თესლი. დაგვეთანხმეთ, რომ ამ პროდუქტების ნახევრის ღირებულება მოკრძალებული ბიუჯეტის შემთხვევაშიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. ტრანსცხიმების მიღებას მოერიდეთ. კერძებში მარგარინი, მდნარი ყველი არ გამოიყენოთ. სწრაფი კვების და ნახევრად მზა პროდუქტები ამოიღეთ. მათ სარგებელი არ მოაქვთ.
- დღის სინათლე მაქსიმალურად გამოიყენეთ. თქვენი გრაფიკი ისე ააწყვეთ, რომ დღის სინათლეზე იმუშაოთ და ისწავლოთ. სამუშაო მაგიდა ფანჯარასთან გადაიტანეთ. ადრე მუშაობა დაიწყეთ, რომ ფანრის შუქზე წიგნების კითხვისას მხედველობა არ დააქვეითოთ.
- კითხვისას დღის სინათლის ნათურები გამოიყენეთ. სიბნელეში ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანის სინათლეზე არ წაიკითხოთ. ეს თვალებს ზედმეტად ტვირთავს. უმჯობესია გამოიყენოთ ნათურები, რომლებიც ბატარეებზე მუშაობს. ასევე მოძებნეთ ნათურები, რომლებიც პორტატული დამტენით შეგიძლიათ დატენოთ.
- თვალები ავარჯიშეთ. ასეთი ვარჯიშები უსარგებლო არაა. მუშაობის დროს პერიოდულად ხედვა ახლო ნივთიდან შორეულ ნივთზე გადაიტანეთ. ასე თვალში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ და თვალებს დაასვენებთ. ყოველ საათში 5 წუთი ვარჯიში საკმარისია.
არ იზარმაცოთ და თვალების ჯანმრთელობას სერიოზულად მიუდექით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს