წითელი ხიზილალის ზიანი: ვისთვის არ შეიძლება საახალწლო დელიკატესი

376

შობა–ახალ წელს თითქმის ყველა სუფრაზე გვხვდება გემრიელი სენდვიჩები წითელი ხიზილალით. ეს პროდუქტი დეფიციტში აღარაა, მაგრამ ბევრისთვის ხიზილალა ზამთრის დღესასწაულებთან ასოცირდება. ერთი შეხედვით უვნებელი დელიკატესი ყველასთვის სასარგებლო არაა. Vivien გიამბობთ, რა საფრთხეს შეიცავს წითელი ხიზილალა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

რა თქმა უნდა, წვეულებებზე საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევთ. მაიონეზიან სალათებს სინდისის ქენჯნის გარეშე ვჭამთ, დესერტის მორიგ ნაჭერს მივირთმევთ, ხორციანი კერძების კალორიულობას არ ვაკვირდებით. ამ პროდუქტებთან სიფრთხილე გმართებთ. შეამოწმეთ ხართ თუ არა იმ ადამიანებს შორის, ვისთვისაც წითელი ხიზილალა აკრძალულია.

რა ზიანს შეიცავს წითელი ხიზილალა – ბევრისთვის წითელი ხიზილალის ჭამა სასარგებლოა, მაგრამ ზოგისთვის დელიკატესი შხამი შეიძლება გახდეს. პროდუქტში ბევრი მარილი და ქოლესტერინი შედის. გარდა ამისა, არაკეთილმოსურნე მწარმოებლები ხიზილალას უმატებენ უროტროპინს. ეს ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც შენახვის ვადას ზრდის. ისიც ორგანიზმს აზიანებს.

ვისთვის არ შეიძლება წითელი ხიზილალა

  1. თუ გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ან მაღალი წნევა გაწუხებთ, წასახემსებელზე წითელი ხიზილალით უარი თქვით. პროდუქტში შემავალმა მარილმა გართულება შეიძლება გამოიწვიოს.
  2. თუ დერმატიტი და ასთმა გაწუხებთ, დანამატი E211, რომელსაც წითელ ხიზილალას უმატებენ, შეიძლება საზიანო იყოს.
  3. ექიმები არ გირჩევთ წითელი ხიზილალის მიღებას, თუ თირკმლების დაავადებები, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი გაწუხებთ.

წითელი ხიზილალის სარგებელი – ეს პროდუქტი ბევრი ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების გამო შეიძლება სასარგებლო იყოს. პროდუქტში შემავალი ომეგა 3 სიმსივნის, ინსულტის და ინფარქტის განვითარების რისკს ამცირებს. D ვიტამინი საყრდენ–მამოძრავებელ სისტემას აძლიერებს და განწყობას ზრდის. წითელი ხიზილალა შეიცავს ბევრს ჰემოგლობინს, რომელიც ოპერაციის ან გადატანილი ინფექციური დაავადებების შემდეგ აღდგენაში დაგეხმარებათ.

შეიძლება თუ არა წითელი ხიზილალის ყოველდღე ჭამა – ხალხური სიბრძნე ტყუილად არ ამბობს, რომ ყველაფერი კარგია ზომიერად. ექიმები ყოველდღე წითელი ხიზილალის ჭამას არ გირჩევენ, რადგან პროდუქტს მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. ვიტამინების ჭარბად მიღება ისევე საშიშია, როგორც დეფიციტი. გარდა ამისა, ორგანიზმში მარილის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. წითელი ხიზილალის ოპტიმალური ულუფა, რომელიც ჯანმრთელ ადამიანს არ დააზიანებს – 1 ჩ/კ დღეში.

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი წითელი ხიზილალა – პირველ რიგში, ქილას დააკვირდით. გამოცდილი მწარმოებლები შეარჩიეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ჭურჭელს, რომელზეც შენახვის ვადა ამოკვეთილია და არა დაბეჭდილი. ქილის გახსნისას პროდუქტს ყურადღება მიაქციეთ. წითელ ხიზილალას სქელი მასა ცალკეული მარცვლებით უნდა ჰქონდეს. მშრალი გარსი, დაზიანებული მარცვალი და წებოვანი მასა უხარისხო პროდუქტის ნიშანია. კარგი ხიზილალა ჩაკბეჩისას უნდა გასკდეს.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა დღესასწაულებზეც არ უნდა დაივიწყოთ. თუ ბუტერბროდს წითელი ხიზილალით მიირთმევთ, მენიუდან გამორიცხეთ ის პროდუქტები, რომლებიც ბევრს მარილს შეიცავენ. ესაა კიტრის და პომიდვრის მწნილი, შებოლილი. ბევრი წყალი დალიეთ, ბევრი ბოსტნეული და ხილი მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს