ნათესავები ჩემი სიკეთით ბოროტად სარგებლობენ. დავეხმარო თუ არა

259

უნდა დაეხმაროთ თუ არა ნათესავებს, რომლებიც ყოველთვის უგულოდ გექცეოდნენ? ეს კითხვა აწუხებს ჩვენი სტატიის გმირს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. წლების წინ ესპანეთში წავიდა, მთელი ქონება ნათესავებს დაუტოვა. ახლა ოჯახი კვლავ მოთხოვნებს უყენებს.

„უკვე 10 წელია ესპანეთში ვცხოვრობ. თავიდან ბარსელონაში სამუშაოდ ჩამოვედი, მოგვიანებით დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ესპანელზე დავქორწინდი. ნათესავებს ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ. ამბობენ, რომ დედა და ჩემი და მივატოვე, თავად საზღვარგარეთ ცხოვრების მოსაწყობად წავედი და მათ საერთოდ არ ვიხსენებ.

ადრე პატარა ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც მაღაზიის და ბიბლიოთეკის გარდა წასასვლელი არსად იყო. ფოსტაში მუშაობა კარიერული ოცნების ზღვარი იყო. ახალგაზრდა ვიყავი, ამიტომ მეგობრის მოწვევით ესპანეთში წავედი. უცხო ადგილას საკუთარი შიშის და რისკის ქვეშ წავედი. წასვლისთანავე დედაჩემი და ჩემი და მარწმუნებდნენ, რომ ბინაში ჩემს წილზე უარი მეთქვა. დავთანხმდი. დედამ გადაწყვიტა, რომ ჩემს დას ბინა უფრო სჭირდება, რადგან საზღვარგარეთ წასვლას არ აპირებს.

თავიდან ესპანეთში ცხოვრება ისე მიჭირდა, რომ გახსენებაც არ მინდა. დამლაგებლად, ძიძად, მიმტანად და მოხუცების მომვლელად ვმუშაობდი. სამსახურის გარდა დღის სინათლე არ მინახავს. პატარა ოთახში სხვა ქალებთან ერთად ვცხოვრობდი. მთელი ეს პერიოდი დედას და ჩემს დას ფულს ვუგზავნიდი. გულწრფელად, თავად ძლივს მყოფნიდა. ჭამასა და ტანსაცმელზე ფულს ვზოგავდი, რომ ევროპაში ხანმოკლე მოგზაურობები მომეწყო. ამან გადამარჩინა, რადგან რაღაც ახლის აღმოჩენა ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ, საზღვარგარეთ წავედი.

ასე თითქმის 6 წელი ვიცხოვრე, სანამ ხოსეზე არ დავქორწინდი. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მასთან საცხოვრებლად გადავედი და  საოჯახო ბიზნესში ჩავერთე. მათ ხილის სათბური და მაღაზია აქვთ. მე და ხოსეს ორი შვილი გვყავს. საკუთარი ბინა არ გვაქვს, მაგრამ ქალაქგარეთ პატარა სახლში ქმრის ბებიასთან ერთად ვცხოვრობთ.

ბოლო დროს დედაჩემის და ჩემი დის მდგომარეობა შეიცვალა. მათთან ნათესავები ჩამოვიდნენ. საკმარისი ადგილი აღარ აქვთ. დედამ შემომთავაზა, რომ ბებია ჩემთან წავიყვანო. მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და თან მძიმე ხასიათი აქვს. მისი მოვლა რთულია. რატომღაც ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ ბებიაჩემზე მე უნდა ვიზრუნო. თითქოს, ასე ცხოვრებას შევუმსუბუქებ, რადგან უფრო შეძლებულ ქვეყანაში ვცხოვრობ. ავუხსენი, რომ ბებიას ჩემთან ესპანეთში ვერ წავიყვანდი. პატარა სახლი გვაქვს, თან ხოსეს ბებიასთან ერთად ვცხოვრობთ.

ესპანეთში მოხუცთა თავშესაფარი არის, მაგრამ იქ ბებია თავს კარგად იგრძნობს? ენა არ იცის, ვერავის დაელაპარაკება. თან მოხუც ადამიანს არ ენდომება იმ ადგილის მიტოვება, სადაც მთელი ცხოვრება იცხოვრა. დედაჩემს და ჩემს დას კომპრომისი შევთავაზე, რომ ნათესავებისთვის ბინა გვექირავებინა და ქირის ფული გაგვეყო. ასე ბებია სახლში დარჩებოდა და ყველა თავს კომფორტულად იგრძნობდა. ამ ვარიანტზე უარი თქვეს. ვფიქრობ, რომ ბებიამ დედა და ჩემი და უბრალოდ დაღალა. მათაც მისი მოშორება ისურვეს.

რთული საკითხია, ღირს თუ არა ნათესავების დახმარება, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ. ბებიაზე ვწუხვარ. ვცდილობ, ვიპოვო მოხუცთა თავშესაფარი, სადაც თავს მარტოსულად არ იგრძნობს. ასე შევძლებ დედაჩემს ტვირთი მოვაშორო და ბებია ღირსეული სიბერით ვუზრუნველყო.“