5 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც იტალიური პასტის მომზადებისას უშვებენ

268

ბოლო დროს იტალიური სამზარეულოს კერძი ჩვენს რაციონში დამკვიდრდა. ნოყიერი, არომატული და გემრიელი პასტა, რომელსაც რესტორნებში ვუკვეთავთ და რეცეპტებს სახლში ვიმეორებთ. განსაკუთრებით მოგვწონს პასტა სხვადასხვა სოუსით. თუმცა მისი მომზადება ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაკარონის უბრალოდ მოხარშვა და სოუსის მოსხმა საკმარისი არაა. ბევრი დიასახლისი რიგ შეცდომას უშვებს, რომლის გამოც შინ მომზადებული პასტა ისეთი გემრიელი არაა, როგორც იტალიური. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ პასტა სახლში, რომ სუფრაზე გემრიელი და არომატული კერძი გაიტანოთ.

პასტის მომზადება: გავრცელებული შეცდომები

  1. ძალიან პატარა ქვაბი – იტალიური პასტისთვის დიდი ქვაბი გამოიყენეთ. პატარა ქვაბში მაკარონის ნაწარმის დამატების შემდეგ წყლის ტემპერატურა საგრძნობლად მცირდება. ეს ნიშნავს, რომ პასტა წყალში უფრო დიდხანს დარჩება. ამის გამო მაკარონები ერთმანეთს ეწებება, რაც კერძის გარეგნობასა და გემოზე გავლენას ახდენს. პატარა ქვაბში მაკარონის მოხარშვისას ბევრი ელოდება, როდის დარბილდება მაკარონის ერთი ნაწილი, რომ წყალში ბოლომდე ჩაძიროს. ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ასე მაკარონი არათანაბრად მოიხარშება. დიდ ქვაბში წყლის ავსება არ დაგეზაროთ და ადუღებას დაელოდეთ.
  2. მხოლოდ სპაგეტის გამოყენება – სოუსისთვის სწორი პასტის შერჩევა ნამდვილი ხელოვნებაა. მხოლოდ სპაგეტით არ შემოიფარგლოთ, რადგან პოპულარული მაკარონის ნაწარმია. არსებობს წესი, რომლის მიხედვით თხევადი სოუსისთვის უმჯობესია გამოიყენოთ გოფრირებული პასტა (ფარფალე ან პეპელა), ნაღების და პომიდვრის სოუსებისთვის – ბუკატინი ან სპაგეტი. თუ ხორციან სოუსს ამზადებთ, მსხვილ მაკარონს (კანელონი) უპირატესობა მიანიჭეთ.
  3. პასტის გარეცხვა გამდინარე წყალში – ნამდვილად, ადრე ასე ვაკეთებდით და ეს აუცილებელი იყო. საქმე იმაშია, რომ ადრე მაკარონი დაბალი ხარისხის ხორბლისგან იწარმოებოდა, ამიტომ მიწებების თავიდან ასაცილებლად წყალში გარეცხვა საჭირო იყო. ახლა აუცილებელი არაა. ხარისხიანი მაკარონი დაბალ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ. თუ ცივ წყალში გარეცხავთ, უბრალოდ ნაწარმის ტემპერატურას შეამცირებთ და მთელ სახამებელს მოაშორებთ. ცხელ წყალში მაკარონის გარეცხვით გადახარშვის რისკი იზრდება. პასტა შეფუთვაზე მითითებული რეკომენდაციის მიხედვით სწორად მოხარშეთ.
  4. სოუსს არასწორად ამატებთ– ზოგი თვლის, რომ საკმარისია მოხარშულ მაკარონს მზა სოუსი მოასხათ, მოურიოთ და მაგიდაზე გაიტანოთ ამ უბრალოდ წაუსვათ სოუსი მაკარონს, რომელიც უკვე თეფშზე დევს. ეს არასწორია. მაკარონი სოუსის გემოთი და არომატით რომ გაიჟღინთოს, რამდენიმე წუთით ერთად უნდა მოამზადოთ. მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე მაკარონი ტაფაზე ან ქვაბში სოუსს დაუმატეთ, აურიეთ და რამდენიმე წუთით ერთად ხარშეთ. ძველი ბერძნულიდან სიტყვა „პასტა“ ასე ითარგმნება: „ცომი სოუსით“.
  5. ოტა მარილს ამატებთ – არ დაიმორცხვოთ, როცა მაკარონისთვის წყალს ამარილებთ. მაკარონი მარილს კარტოფილზე უარესად იწოვს, ამიტომ მაკარონის ზედმეტად დამარილება რთულია. მარილი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: მაკარონის ზედაპირს აუხეშებს და ნაკლებად სრიალას ხდის. ასევე პასტას გემოს მატებს. უმარილო მაკარონი საკმაოდ მტკნარია, ამიტომ მეტი მარილი დაუმატეთ.

აღმოჩნდა, რომ გემრიელი პასტის მოსამზადებლად რიგი წესები არსებობს. წესები მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელია, ამიტომ მიჩვევა ადვილია. რეკომენდაციები დაიცავით, რომ თქვენი კერძი გემრიელი, ლამაზი და არომატული გახდეს.