3 ინგრედიენტი ასარჩევად. რა დავუმატოთ ცომს, რომ ცომეული არ გახმეს

4094

დიდი პორციებით პურის, მოწითალო ღვეზელების და შიგთავსიანი ფუნთუშების ცხობას მიჩვეული ვარ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ დიდი ჯარისთვის ვამზადებ. რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ იჭმება, მაგრამ რამდენიმე დღეში ნაფშვენიც არ რჩება. თუმცა ღამით გაჩერებული ცომეული ისეთი რბილი აღარაა. დიდხანს არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რომ ცომეული არ გამხმარიყო. რჩევისთვის უფროს თაობას მივმართე. მათ ხომ შესაშური კულინარიული გამოცდილება აქვთ. დედას, დედამთილს და მეზობლებს რჩევა ვკითხე და მივხვდი, რატომ ხმება ცომეული სწრაფად. აღმოჩნდა, რომ საქმე რამდენიმე ინგრედიენტშია. გიამბობთ, რას აარიდოთ თავი და რა დაუმატოთ ცომს, რომ თქვენი ღვეზელი მეოთხე დღესაც რბილი იყოს.

რა გავაკეთოთ, რომ ცომეული არ გახმეს – ცომეული ხმება რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. საჭიროზე მეტ კვერცხს უმატებთ. კვერცხის ცილა საფუარის ცომს მაგარს და უხეშს ხდის. ნაკლების დამატება სცადეთ.
  2. მარგარინი და კარაქი ცომის გამაგრების მიზეზი შეიძლება იყოს.
  3. ცომი ფქვილით არ გადაავსოთ. ეს ინგრედიენტი ჭარბი რაოდენობით ცომეულს აფუჭებს.
  4. ცომის გაჩერება არასდროს გამოტოვოთ. უმჯობესია, ცოტა ხნით მოიცადოთ, ვიდრე ცომთან მუშაობა დროზე ადრე დაიწყოთ. საფუარის ცომს გაჩერება უყვარს. დრო მიეცით.

არსებობს ხრიკი, რომელიც თქვენს ცომს რბილს და ნაზს დატოვებს. ცომს ხორბლის სახამებელი, ჭვავის ფქვილი ან მინერალური წყალი დაუმატეთ. ერთ–ერთი ინგრედიენტი საკმარისია. ამ ხრიკს პროფესიონალი მცხობელები იყენებენ.

ახლა იცით, რატომ ხმება ცომეული სწრაფად და როგორ შეებრძოლოთ. ინგრედიენტების პროპორციებს ყურადღება მიაქციეთ და რეცეპტში მითითებულზე მეტი არ გამოიყენოთ. ზოგჯერ ცოტა ნაკლები ფქვილი და კვერცხი შეგიძლიათ აიღოთ, რადგან სხვადასხვა მწარმოებლის ინგრედიენტების ხარისხი განსხვავებული შეიძლება იყოს.