სხეულის 21 სიგნალი, რომ მიხვდეთ: სტრესი ძალიან ბევრი გახდა

1474
სხეულის 21 სიგნალი, რომ მიხვდეთ: სტრესი ძალიან ბევრი გახდა
სხეულის 21 სიგნალი, რომ მიხვდეთ: სტრესი ძალიან ბევრი გახდა

მუდმივი სტრესი ენდოკრინული სისტემის ჰორმონალურ რეაქციას და ფიზიკურ ცვლილებას იწვევს, რაც ემოციურ არამდგრადობის პროვოცირებას ახდენს და შეუძლია სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს.  ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ვიცოდეთ და დროულად შევნიშნოთ სტრესის ფარული ნიშნები.

რა არის სტრესი და რატომ ვგრძნობთ მას?

ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის, ელიზაბეტ ეამერულ ელის თქმით, დაძაბულობის და საფრთხის მომენტებში სხეული მგრძნობიარედ რეაგირებს, სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციას ააქტიურებს, რომ ადამიანი შესაძლო საფრთხისგან დაიცვას. მათ შორის არის ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თირკმელზედა ჯირკვალში იწარმოება, კატექოლამინები,როგორიც არის ადრენალინი, ნორეპინეფრინი და კორტიზოლი

პრობლემა იმაშია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, გათავისუფლებული ჰორმონები ტრიგლიცერიდების დონეს და გულის შეტევის რისკს ზრდის. გარდა ამისა, ინსულინის წარმოებას ამცირებს და იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს, რაც ორგანიზმს ბაქტერიების წინააღმდეგ დაუცველს ხდის.

გრძელვადიან პერსპექტივაში სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური პრობლემები, პანიკური შიში და შფოთვა: თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემა, მენსტრუაციული დარღვევები და შაქრიანი დიაბეტი.

„ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი, თუ რატომ იწვევს სტრესი ავადმყოფობას, მაგრამ ჰორმონალური ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად სერიოზულ ორგანულ და ფსიქიკურ შედეგებს იწვევს“ – აღნიშნავს ფსიქიატრი ელიზაბეტ ეამერულ ელი.

სტრესის ნიშნები

ფსიქიატრი ამბობს, რომ სტრესის ნიშნები ორგანიზმში პიროვნების და ორგანიზმის დამოკიდებულების მიხედვით ყველა ადამიანში განსხვავდება. არასპეციფიკური მეთოდით შეიძლება შეიქმნას:

  • გადაჭარბებული და მუდმივი დაძაბულობა
  • კუნთების ტკივილი
  • აჟიტაცია
  • გაღიზიანება
  • ტრემორი
  • სისუსტე
  • დაღლილობა, მარტივი საქმის გაკეთების შემდეგაც
  • ბრაზი
  • მოუთმენლობა
  • გახშირებული გულის ცემა
  • ცივი ოფლი
  • დიარეა
  • უძილობა
  • სუნთქვის დარღვევა
  • თავბრუსხვევა
  • ხარვეზები მეხსიერებაში
  • პირის სიმშრალე
  • შეციება
  • თმის ცვენა

თუმცა ეს ნიშნები ყოველთვის სტრესზე არ მიუთითებს. „თითოეული ნიშანი აუცილებლად სხვა ნიშნებთან ერთად უნდა გაანალიზდეს, ამასთან ადამიანის, სიმპტომების ისტორიის და მდგომარეობის გათვალისწინებით“ – აღნიშნავს სპეციალისტი.

სტრესის ნიშნები კანზე

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს კანის დაავადება. მაგ., ალერგიული რეაქცია, ქერტლი, ფსორიაზი, ჭარბი ოფლიანობა. ჰერპესი ასევე სუსტი იმუნური სისტემის გამო ვითარდება.

როგორ შევამსუბუქოთ ნიშნები?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სტრესის დროს ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობა და ჩვევების ცვლილება დაგეხმარებათ. მავნე ჩვევაზე უარის თქმა, საკმარისი ძილი და სამსახურს, ოჯახს და დასვენებას შორის თანასწორობა სტრესს სწრაფად შეამცირებს. ასევე მედიტაცია და იოგა კარგად დაგეხმარებათ.

თუ ადამიანი ამ მდგომარეობას თავისით ვერ უმკლავდება, რეკომენდებულია ფსიქოთერაპევტთან სეანსები, რომლებიც მას პრობლემასთან გამკლავებაში და აზროვნების შეცვლაში დაეხმარება. მედიკამენტების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სტრესი ადამიანის ცხოვრებას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის.

თქვენ როგორ ებრძვით სტრესს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს