მხოლოდ 1 მუჭა გოგრის თესლი ორგანიზმზე სასწაულს ახდენს. მასში ჩვენთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები შედის. გოგრის თესლი მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, რკინით, თუთიით და კალიუმით. ასევე შეიცავს ცილას, უჯრედისს, მანგანუმს და ფოსფორს. სწორედ ამიტომ, ორგანიზმზე გოგრის თესლის სარგებელს ზედმეტად ვერ შეაფასებთ. სამწუხაროდ, თერმოდამუშავებისას ამ პროდუქტში შემავალი სასარგებლო ცხიმები სტრუქტურას მთლიანად იცვლის. გირჩევთ, რომ შემწვარი გოგრის თესლი არ მიირთვათ. რაციონში უმი სახით ჩართეთ.
რა არის გოგრის თესლის სარგებელი ორგანიზმისთვის
- თმის ცვენას ამცირებს – გოგრის თესლი თქვენი თმის შესანიშნავი დამხმარეა. კორეელი ტრიქოლოგების კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროდუქტი თმის ზრდას აჩქარებს. როგორც ქალებს, ასევე კაცებს თმის დაკარგვის დროს ეხმარება.
- გულის მუშაობას აუმჯობესებს – თრომბის, ინფარქტის და ინსულტის რისკის შემცირება გოგრის თესლს შეუძლია. რეგულარულად მიიღეთ და ქოლესტერინის დონის შემცირებას შეძლებთ, თუ ნორმაში არაა. ასეთი თესლი არტერიული წნევის დარეგულირებაშიც დაგეხმარებათ.
- ძილს აწესრიგებს – მაგნიუმის საუკეთესო წყარო ნაპოვნია. გოგრის თესლი შეიცავს ბევრ მაგნიუმს, რომელიც ძილის ხარისხზე დადებითად მოქმედებს. მდიდარია სეროტონინით და ტრიპტოფანით (ნეირომედიატორები), რომლებიც სწრაფად დაძინებაში გვეხმარება.
- განწყობას ამაღლებს – აღსანიშნავია, რომ გოგრის თესლი შფოთვის დონეს ამცირებს და ორგანიზმს ადუნებს. ეს ცნობილი ტრიპტოფანის ხარჯზე ხდება. სეროტონინი სტრესის მიმართ გამძლეობას ზრდის და აგრესიის შეკავებას ხელს უწყობს. ბედნიერების ჰორმონს ტყუილად არ უწოდებენ.
- ართრიტის დროს გვეხმარება – მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გოგრის თესლი ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. ამის ხარჯზე ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებას ხელს უწყობს. ყოველდღე 30 გ თესლი საკმარისია.
- გახდომას ხელს უწყობს – გოგრის თესლი უჯრედისს და ცილას შეიცავს. პროდუქტი დიდი ხნით დაგანაყრებთ. ასე მადის გაკონტროლებას შეძლებთ და ბევრს აღარ შეჭამთ. ნოყიერი წასახემსებელი ზედმეტი კილოგრამების დაგროვების საშუალებას არ მოგცემთ.
გოგრის თესლის მიღებას უკუჩვენებებიც აქვს. ექიმები მის მიღებას არ გირჩევენ, თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებები ან ნაღვლკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ. შაქრიანი დიაბეტის დროს გოგრის თესლზე უარი თქვით. თუ ამ კატეგორიის ხალხს არ მიეკუთვნებით, მაშინ გოგრის თესლი თამამად დაუმატეთ სალათს, წვნიანს და ფაფას, ბუტერბროდს.