B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) ერთადერთი ვიტამინია, რომელიც ორგანიზმს შეუძლია დააგროვოს და შეინახოს. სწორედ ამიტომ, მისი დეფიციტის მყისიერად შენიშვნა შეუძლებელია. ციანკობალამინის დეფიციტის სიგნალები მაშინვე არ ჩნდება. როგორ მივხვდეთ, რომ B12 ვიტამინის დეფიციტი გვაწუხებს? ყველაზე ხშირად B12 ვიტამინის დეფიციტი ხანდაზმულებში შეინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, 40 წელს გადაცილებული ადამიანების თითქმის 20%–ს B12 ვიტამინის დეფიციტი აწუხებთ. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ შორის პროცენტი 4–ჯერ ნაკლებია.
B12 ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში: 8 სიმპტომი
- მუდმივი დაღლილობა – B12 ვიტამინის დეფიციტი დაბალი ჰემოგლობინის მიზეზია. ორგანიზმი საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს, შედეგად, სწრაფად იღლებით და მუდმივი დაღლილობის გრძნობას ვერ იშორებთ.
- მეხსიერების დაქვეითება – მეხსიერების პრობლემებიც ამ ვიტამინის დეფიციტზე მიგანიშნებთ. თუ დიდ დროს ხარჯავთ, რომ ახლობლის სახელი გაიხსენოთ, B12 ვიტამინის მარაგის შევსებაზე დაფიქრდით.
- ქოშინი – ციანკობალამინის დეფიციტის გამო ანემია ვითარდება. სხეული ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, რადგან სისხლი ქსოვილებს ჟანგბადით ვერ ავსებს. შედეგად, ფილტვები უფრო აქტიურად მუშაობს, რაც ძლიერ ქოშინს იწვევს.
- ყნოსვის დაქვეითება – B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულმა ანემიამ სუნთან დაკავშირებით მკვეთრი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს. საყვარელი სუნამოს არომატი შეიძლება აღარ მოგეწონოთ, ხოლო ბენზინის და საღებავის სუნმა მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ.
- განწყობის მკვეთრი ცვლილებები – ციანკობალამინის დონეზე სეროტონინის და დოფამინის გამომუშავებაა დამოკიდებული. ეს ბედნიერების ჰორმონებია. ამ ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობა განწყობაზე აისახება, ნერვიულობას და განწყობის გაუარესებას გამოიწვევს.
- მხედველობის პრობლემები – B12 ვიტამინის დეფიციტი მხედველობაზე ნეგატიურად აისახება, რადგან ბადურის სისხლძარღვებზე გავლენას ახდენს. დაბინდული მხედველობა და გაორება ამ ვიტამინის დეფიციტზე მიგანიშნებთ. სწორედ ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ.
- კოორდინაციის დარღვევა – აღსანიშნავია, რომ B12 ვიტამინი ნერვების მიელინის გარსზე მოქმედებს. მისმა არასაკმარისმა რაოდენობამ შეიძლება სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. ხშირი თავბრუსხვევა, კოორდინაციის პრობლემები ნერვების დაზიანების შედეგია.
- თმის და ფრჩხილების გაუარესება – თუ თქვენი თმა თხელი გახდა, ხოლო ფრჩხილები მტვრევადი, დროა დაფიქრდეთ, B12 ვიტამინი გყოფნით თუ არა. თმის ცვენა და ძლიერი მტვრევა, ფრჩხილების დაყოფა, ამ ვიტამინის დეფიციტის ნიშანია.
თუ რამდენიმე სიმპტომი აღმოაჩინეთ, რომელიც B12 ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს, მკურნალ ექიმს მიმართეთ. აუცილებლობის შემთხვევაში B12 ვიტამინის საჭირო დოზას დაგინიშნავთ, რაც თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს