ჭინჭარი მცენარე, რომელსაც ბევრი სარეველად მიიჩნევს და მისი მსუსხავი ეფექტის გამო თავს არიდებენ. ის ღეროების და ფოთლების ტოქსინებით არის გამოწვეული, რომელიც ამგვარად განვითარდნენ რომ ცხოველებმა არ შეჭამონ. ეს მსუსხავი ბუსუსები წარმოადგენენ ნემსებს, რომელთაც კანში შეღწევა და ჰისტამინი და აცეტილჰოლინი შეყავს, რომლებიც 12 საათის განმავლობაში წვას და ქავილს იწვევს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭინჭრის „ნაკბენს“ ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და შეიძლება გამოვიყენოთ სამკურნალო მიზნით, ხოლო ფესვებისგან მიღებული მედიკამენტები კეთილთვისებიანი მკურნალობის დროს შეიძლება გამოიყენოთ.
ჭინჭარი ალერგიის დროს
ჭინჭრის ფოთოლი ბევრ თვისებას ფლობს, რომლებიც ადამიანებისთვის სასარგებლოა. კლინიკური კვლევის მიხედვით, ჭინჭარი ალერგიის სამკურნალოდ ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ აქვს, სხვა სამკურნალოდ მედიკამენტებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიცავენ ანტიჰისტამინებს, ასევე შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება და ვაქცინა.
ჭინჭარი რევმატიზმის და პოდაგრას დროს
ჭინჭრის ფოთოლი რევმატიზმის და პოდაგრას დროს დაგეხმარებათ, შარდის მჟავის დონეს კარგად ამცირებს. სპეციალისტები გირჩევენ დღეში 300-600 მლ ლიოფილიზებული ექსტრაქტის გამოყენებას. შესვენების გარეშე სამ თვეზე მეტ ხანს ჭინჭარი არ გამოიყენოთ. არ გამოიყენოთ მისი ხსნარი: სპირტი პოდაგრის დროს უკუჩვენებულია.
რევმატიზმი ასე იკურნება: ჭინჭარს მტკივნეულ ადგილას ადებენ. მკურნალობას ორი დღე ატარებენ: პირველ დღეს მტკივნეულ ადგილას ნავთს ისვამენ, მეორე დღეს ჭინჭარს იდებენ.
ჭინჭარი დიაბეტის დროს
ეს მცენარე სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ამით დიაბეტს ხელს უშლის. კვლევამ აჩვენა, რომ ჭინჭრის ფოთოლი შეგიძლიათ მე-2 ტიპის დიაბეტის დროს გამოიყენოთ, ინტერლეიკინი და მაღალ მგრძნობიარე c-რეაქტიული ცილები შეამციროს. თუმცა კვლევა ჩვეულებრივი ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გამოყენებით ჩატარდა, ასე რომ ჭინჭრის გამოყენების დროს ეს გაითვალისწინეთ.
ჭინჭარი თმის და კანის სილამაზისთვის
ჭინჭრის ფოთოლი შეგიძლიათ თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ. ასევე ხელს უწყობს თმის ზრდას, რადგან მდიდარია სილიციუმით და გოგირდით, რას თმას უფრო ჯანსაღს და ბზინვარეს ხდის.
ეს ნივთიერება როგორც თმის, ასევე ფრჩხილების სტიმულირებას ახდენს. ჭინჭარი ასევე ქერტლის გაქრობაში დაგეხმარებათ. ამისთვის ჭინჭრის ექსტრაქტი ქოქოსის ან მდოგვის ზეთს აურიეთ და ნარევი თავის კანზე წაისვით. ნიღაბი შეგიძლიათ მთელი ღამე დაიტვოთ და დილით კარგად ჩამოიბანოთ.
ჭინჭარი იმუნიტეტის გასაძლიერებლად
ეს მცენარე ანტი ბაქტერიულ თვისებას შეიცავს, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ის მდიდარია კაროტონოიდით და C ვიტამინით, რომლებიც იმუნურ სისტემას ეფექტურად აძლიერებს.
ჭინჭარი სხეულის გასაწმენდად
მას ასევე შარდმდენი თვისება აქვს, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდს. ჭინჭრის ნაყენი და ექსტრაქტი ორგანიზმიდან მავნე ქიმიურ ნივთიერებებს გამოდევნის, ასე ორგანიზმს ტოქსინების, მინარევებისა და კანცეროგენებისგან გაწმენდს. უკუჩვენებულია: თირკმლის, ჰიპოტენზიის პრობლემის, თრომბის წარმოქმნის მიდრეკილების დროს.
ჭინჭარი თირკმლების დაავადების დროს
ჭინჭარი თირკმლების ფუნქციას აუმჯობესებს და შარდის ბუშტის ან შარდსასქესო გზის ინფექციას ხელს უშლის. როგორც ძლიერი შარდმდენი საშუალება, თირკმლების ჯანმრთელობას აუმჯობესებს, შარდის პროცესი ნორმაში მოჰყავს და თირკმლებში ქვების წარმოქმნას ხელს უშლის.
ჭინჭარი სიმსივნის დროს
ჭინჭრის ფოთლები კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომებს აღმოფხვრის და პროსტატის კიბოს წარმოქმნას ხელს უშლის.
ჭინჭრის ჩაი წნევის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემის დროს
კვლევამ აჩვენა, რომ ჭინჭრის ჩაის რეგულარული მიღება სისხლის წნევას ამცირებს, რადგან მცენარეს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, ასევე დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს.
ეს ნაერთები სისხლძარღვებსა და ვენებში დაძაბულობას არეგულირებენ, რითაც გულის შეტევის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებენ. ჭინჭრის ფოთლები სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს, რაც გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს, რკინის დეფიციტს თავიდან აგაცილებთ, რაც ანემიას იწვევს.
ჭინჭარი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ანთების საწინააღმდეგოდ
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ნაყენი 1 – 10-ზე. ზოგჯერ ახალ დაწურული წვენი გამოიყენება.
როგორ მივიღოთ ჭინჭარი
დაგჭირდებათ 1 ს/კ დაქუცმაცებული ჭინჭარი და 200 მლ წყალი. ქვაბში წყალი აადუღეთ, შემდეგ დაქუცმაცებული ჭინჭარი დაუმატეთ და რამდენიმე წუთით თავზე დაახურეთ. გაფილტრეთ ნარევი, ახლა უკვე შეგიძლიათ მიიღოთ. ასევე შეგიძლიათ ჭინჭარი სალათებს ან სხვა კერძებს დაუმატოთ.
ზაფხულის პერიოდში ჭინჭრით მკურნალობას მისი წვენით ატარებენ – ის მკვებავი და სამკურნალო თვისებებით ბევრად უფრო მდიდარია. ასევე ეფექტურია წლის ამ დროს ახალი ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტი.
როგორც ხედავთ, ჭინჭრის „ცუდი“ თვისების მიღმა ნამდვილი მკურნალი იმალება. სასურველია ჭინჭრით მკურნალობა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყოთ. შეგახსენებთ, რომ ათეროსკლეროზი, თრომბოზი, ვარიკოზი, ჰიპერტონია, ინდივიდუალური აუტანლობა შეიძლება მისი გამოყენებისთვის უკუჩვენებული იყო.
თქვენ რას ფიქრობთ ჭინჭარზე?