ძველად ადამიანი თავსაბურავის გარეშე გარეთ არ გადიოდა. თავშალი ან ქუდი ქალისთვის აუცილებელი იყო. თავსაბურავის ტარება ძველი ტრადიციაა, რომელიც ყოველთვის რელიგიას არ უკავშირდება. თავსაბურავს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. Vivien გიზიარებთ მკითხველის გამოცდილებას. რას გრძნობს ქალი, რომელიც დიდი ხანია თავსაბურავის გარეშე სახლიდან არ გადის?
რას ცვლის ქალის ცხოვრებაში თავსაბურავი
ტრადიცია და რელიგია – თავსაფრის გაკეთებას მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ისტორიაში ღრმა ფესვები აქვს. ჰიჯაბი, ნიქაბი, პარანჯა ისლამთან ასოცირდება, მაგრამ მსგავსი ტრადიცია ანტიკურ საბერძნეთში, ბიზანტიაში და იუდეაშიც არსებობდა. მორწმუნე იუდეელები თმას დღემდე მალავენ, მაგრამ თანამედროვე ტრადიციაში თავშალის ნაცვლად პარიკმა გაიდგა ფესვები. ახალ აღთქმაში ნათქვამია, რომ ქალმა ტაძარში შესვლისას თავზე უნდა დაიფაროს: „ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.“ ქრისტიანულ ტრადიციაში თავშალი მორჩილების და ღვთისმოსაობის სიმბოლოა. ასევე სურვილია, რომ ტაძარში მოკრძალებულად გამოიყურებოდეთ, რომ სხვა მომლოცველების ყურადღება არ მიიქციოთ. კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს, რატომ არის მნიშვნელოვანი თავზე დახურვა. ეს ზეციური დაცვის სიმბოლოა. ანგელოზის ფრთები თქვენ, თქვენს აზრებსა და ცნობიერებას იცავს. თქვენი ფიქრები ავი გავლენისგან დაცული და უცხოსგან დამალულია. დაფარული, ანუ უსაფრთხოდ ხართ.
პრაქტიკული ღირებულება – თუ რელიგიას გავცდებით, თავშალის ტარებას პრაქტიკული უპირატესობებიც აქვს. ყველამ იცის, რომ ჯანმრთელობა უნდა დაიცვათ. პატარა ბავშვმაც იცის, რომ ზაფხულში თავი მზის სხივებისგან უნდა დაიცვას, ხოლო სიცივეში ყინვისგან, ქარისა და ნალექისგან. აქედან გასაგებია, რატომ აქვს თავსაბურავის ტარებას აზრი, თუნდაც თავს მორწმუნედ არ თვლიდეთ.
პირადი გამოცდილება – ობიექტური მიზეზების განხილვისას ჩვენი მკითხველის პირად ისტორიას დავეყრდნობით. გიამბობთ, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება თავსაბურავის ტარებამ.
„რამდენიმე წლის წინ ეკლესიის გარეთ თავსაბურავი პირველად გავიკეთე. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ცხელი ზაფხული იყო და გარეთ დიდხანს ყოფნა მიწევდა. მეორეც, ბევრ მორწმუნესთან ურთიერთობა მქონდა. საზოგადოებაში ყოფნისას ტანსაცმლის ეტიკეტის დაცვა მომიწია. მესამეც, უბრალოდ თავშალი მომწონს. მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიჭირს ავხსნა, მაგრამ თავშალის ტარებამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. უფრო ენერგიული ვარ, თითქოს შინაგანი ბატარეით დავიმუხტე. უკეთ მძინავს, წინასწარმეტყველური სიზმრები დამიბრუნდა, რომელიც ღამით დიდი ხანი არ მსტუმრობდა. დღისით უფრო მშვიდად ვიყავი, ხოლო ყოველდღიური საქმე არ მღლიდა. მატერიალური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, თუმცა ეს ჩემზე ნაკლებად დამოკიდებული იყო. ბევრი ახალი იდეა გაჩნდა, შთაგონება არ მტოვებდა. ყოველდღე პატარა სასწაულები ხდებოდა, იქნებ ადრეც ასე იყო, მაგრამ ვერ ვამჩნევდი? როგორც არ უნდა იყოს, ვიცი, რომ რთულ დროს შემიძლია თავსაბურავი გავიკეთო და თავი დაცულად ვიგრძნო. ეს შეიძლება იყოს თავშალი, ქუდი, შლიაპა. მოცულობითი ვარცხნილობაც თავსაბურავის მსგავსი შეიძლება გახდეს. სიმშვიდეს და დაცულობის შეგრძნებას მაძლევს“.
თავშალი, როგორც ტრენდი – თუ წუხთ, რომ თავშალში მოხუც ბებიას დაემსგავსებით, ეჭვებს გაგიქარწყლებთ. აბრეშუმის თავშალი ამ სეზონის ტრენდია. ცნობილი დიზაინერები ამ თავსაბურავში პროვინციულ შნოს და არისტოკრატულ პეწს აერთიანებენ. თავშალის შეკვრის ყველა შესაძლო ვარიანტზე არაფერს ვამბობთ. მასთან ერთად მოდური სტილის აღქმა სრულიად იცვლება.
გიზიარებთ რამდენიმე იდეას, როგორ ატაროთ თავშალი და მოდურად გამოიყურებოდეთ. თავზე ისე შემოიხვიეთ, როგორც ოდრი ჰეპბერნი აკეთებდა. დიდი მზის სათვალე შეუხამეთ და ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდებით. გაბედულ მოდის მიმდევრებს შეუძლიათ თავშალი აღმოსავლური ჩალმის მსგავსად გაიკეთონ. ტრადიციის და მოდის ხარკია. ნულოვანი წლების მოდა ბრუნდება, ამიტომ თავშალი ბენდენას სახით შეკარით. მასთან ერთად ჯინსის და ტყავის ქურთუკის ჩაცმა აუცილებელი არაა. ბენდენა ქალურ სტილსაც დაამშვენებს. თავსაბურავის ტარების ე.წ. „პროვინციული“ ვარიანტი არავის გაუუქმებია. ადრე ასე რძის მწველელი და ფერმერები იკეთებდნენ, ახლა მსახიობებს, მომღერლებსა და ბლოგერებს შორის ტრენდია.
როგორც ხედავთ, თავშალის ტარება მრავალმხრივი საკითხია, რომელიც მხოლოდ რელიგიით და ტრადიციებით არ შემოიფარგლება. აქ ეზოთერიკა და ფსიქოლოგია ჩართულია. ტრენდს და მოდას გვერდს ვერ აუვლით. თავსაბურავი მარტივი ექსპერიმენტი და სრულიად უვნებელია.