6 მიზეზი, რატომ არ უნდა დატოვოთ ჩამჩა წვნიანის ქვაბში

523

2 დიასახლისი სამზარეულოში კატასტროფაა. ეს მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ნათესავი დიდი ხნით მესტუმრა. ყველა ქალს თავისი ჩვევები აქვს, თან ზოგიერთს სასარგებლოს ვერ ვუწოდებთ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, მთავარი პრობლემა გახდა ჩამჩა წვნიანის ქვაბში! მე ყოველთვის ქვაბიდან ვიღებ, ის – ტოვებს. ამბობს, რომ ასე უფრო მოსახერხებელია. სინამდვილეში, ფესვგადგმული ჩვევის მოშორება რთულია. Vivien გიზიარებთ ლოგიკურ არგუმენტებს, რომელმაც მოსმენის და აზრის შეცვლის სტიმული შეიძლება მოგცეთ.

6 მიზეზი, რატომ არის აკრძალული ჩამჩა ქვაბში

  1. უცხო სუნი – ქვაბის შიგთავსმა სასიამოვნო არომატი რომ შეინარჩუნოს, თავსახური კარგად უნდა დაახუროთ, სანამ მაცივარში შეინახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძი ახლომდებარე პროდუქტების სუნს შეიძენს ან უცხო სუნის წყარო გახდება, რის გამოც სხვა პროდუქტები დაზიანდება. როცა ჩამჩას ქვაბში ტოვებთ, თავსახური ბოლომდე არ იხურება.
  2. რაციონალური განთავსება მაცივარში – ჩამჩამ მაცივარში ქვაბის კომპაქტურად განთავსებას შეიძლება ხელი შეუშალოს. მის გრძელ სახელურს თაროებს შორის მეტი სივრცე სჭირდება. რა თქმა უნდა, ის შეგიძლიოთ აწიოთ. მაგრამ რა საჭიროა ტანჯვა, თუ ზედმეტი ნივთის ამოღება უფრო მარტივია?
  3. სწრაფი გაგრილება – წვნიანში დატოვებული ჩამჩა სწრაფად გაცხელდება, ხოლო კერძი დროზე ადრე გაცივდება.
  4. ბაქტერიების გამრავლება – მაცივარში შენახული კერძი თავახდილი თავსახურით იდეალური ადგილია, რომ კრიოფილური ბაქტერიები გამრავლდეს. ეს მიკროორგანიზმები დაბალ ტემპერატურაზე კომფორტულად გრძნობენ, ამიტომ ცივ კერძში ადვილად მრავლდება. ამ ბაქტერიებით დაინფიცირებული კერძი დისბაქტერიოზს და მოწამვლას იწვევს.
  5. მიკრობებით დაინფიცირება – როცა წვნიანს ან ბორშს ასხამთ, ჩამჩა თეფშს უნებურად შეიძლება შეეხოს. მასზე აუცილებლად იქნება მიკროორგანიზმები, რომლებიც პრაქტიკულად უვნებელია. თუ ჩამჩას ქვაბში გადაიტანთ, კერძი სწრაფად ამჟავდება, რადგან მასში ახალი მიკრობები აღმოჩნდება. ყოველთვის, როცა ჭამას აპირებთ, მხოლოდ სუფთა ჭურჭელი გამოიყენეთ.
  6. ჭურჭლის რეცხვის სირთულე – თეთრი ჭურჭელი, რომელიც საკვებთან კონტაქტში დიდხანს იყო, იღებება და ცუდად ირეცხება. ასეთი მოქმედება აქვს ჭარხალს, სტაფილოს და სხვადასხვა სანელებელს. თუ სამზარეულოს ჭურჭელს ბზარები აქვს, მასში ძველი საკვების ნარჩენები დაგროვდება, რომელიც მავნე ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ გარემოდ იქცევა.

ვიმედოვნებთ, რომ ახლა საკმარისი არგუმენტები გაქვთ, რომ განსაზღვროთ, ღირს თუ არა ჩამჩის ქვაბში მთელი ღამით დატოვება. მოტივაცია გაქვთ, რომ მავნე ჩვევას ებრძოლოთ.