კამა ზამთრისთვის: საუკეთესო მეთოდები, რომელიც მწვანილს ფაფად არ აქცევს

464

მწვანილის ფასი ჯერ კიდევ კოსმოსური არაა, მაგრამ ზამთრისთვის მომზადება უკვე უნდა დაიწყოთ. ასე არომატული ოხრახუში, კამა და ქინძი ყოველთვის გექნებათ. საყინულიდან გამოღება და კერძში დამატება საკმარისია. მწვანილი ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა მოამზადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ღეროების ნაცვლად გაუგებარ მასას მიიღებთ, რომელსაც მხოლოდ რაგუს თუ დაუმატებთ. Vivien გიამბობთ, როგორ გაყინოთ კამა ზამთრისთვის, რომ ფაფად არ გადაიქცეს.

2 მეთოდი, როგორ გავყინოთ კამა

  • 1–ელი ვარიანტი: ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია. ჯერ უხეში ნაწილები მოაშორეთ და კამა კარგად გარეცხეთ. 30 წუთით გააშრეთ. მწვანილი სპეციალურ თაროზე ან საჭრელ დაფაზე ერთ ფენად დააწყვეთ. 2 საათით საყინულეში მოათავსეთ. მწვანილი პოლიეთილენის ან ელვა პაკეტში მოათავსეთ და საყინულეში შეინახეთ. ამ მეთოდით გაყინული კამა გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელია, რადგან ტოტებს უპრობლემოდ დააცალკევებთ. კერძისთვის საჭირო რაოდენობის ასაღებად მთელი მწვანილის საყინულიდან გამოღება არ მოგიწევთ.
  • მე-2 ვარიანტი: ამ მეთოდით კამა ფაფად არ გადაიქცევა. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და საწურზე გადაიტანეთ. წყლის ბოლომდე დაწურვას დაელოდეთ. სქელი ღეროები გადაჭერით და ცალკე გაყინეთ. ბულიონში გამოგადგებათ. დარჩენილი მწვანილი წვრილად დაჭერით და ულუფებად პაკეტებში ჩააწყვეთ. მათგან რამდენიმე ძეხვი გააკეთეთ. ამ ეტაპზე პაკეტიდან ჰაერი მაქსიმალურად ამოტუმბეთ. თუ კამა დაგჭირდებათ, საყინულიდან ერთი კამის ძეხვი აიღეთ და საგორავით დააქუცმაცეთ. ასეთი ფხვიერი მწვანილი კარტოფილს, წვნიანს და სხვა კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ.

გაყინული კამა 6–დან 12 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ. ამ დროში არომატს არ დაკარგავს. კერძს საოცარი დანამატით შეუდარებელი გემო ექნება, რომელიც თბილ დღეებში დაგაბრუნებთ.