თანამედროვე ადამიანი ხალხურ ნიშნებს სკეპტიკურად უყურებს. თითქოს ეს წარსულის გადმონაშთი და დეიდა–ბებიების საყვარელი საჭორაო თემაა. სინამდვილეში ზოგიერთ ცრურწმენას მეცნიერული ახსნა აქვს. ადრე არც ისე „ბნელი“ ხალხი ცხოვრობდა, რომლებიც ამ ნიშნებს მკაცრად იცავდნენ. იქნებ სჯობს მათ მიმართ უფრო ლმობიერი ვიყოთ.
ნიშნები, რომელთაც მეცნიერული დასაბუთება აქვთ
- ორსული ქალებისთვის კერვა და ხელსაქმე აკრძალულია – ალბათ, ყველაზე მეტი ნიშანი პატარძალს ან ორსულ ქალს უკავშირდება. ყველა ორსულ ქალს ასწავლიდნენ: „ღილის მიკერებაც არ შეიძლება, ქსოვა ან კერვა არ შეიძლება, თორემ ბავშვი ჭიპლარში გაიხლართება“. ერთი შეხედვით, ამ ცრურწმენაში ლოგიკა არაა. გადავეშვათ იმ დროში. მაშინ დენი არ იყო, საცხოვრებელი ვიწრო, ოჯახი დიდი. თუ ქალს ბოსტანში მუშაობა არ უწევდა, სახლის საქმეებს აკეთებდა, მათ შორის ხელსაქმით იყო დაკავებული. როგორც წესი, ამით საღამოს იყვნენ დაკავებულნი. ზურგმოხრილი სანთლის ან ლამპის მკრთალ შუქზე საქმობდნენ, ნაკერსა და თვალს აკვირდებოდნენ. ასეთი პირობები ორსული ქალის და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახებოდა. ვიწრო შენობაში დახუთული ჰაერი, მოუხერხებელი პოზა პლაცენტის და საშვილოსნოს ჰიპოქსიას ხელს უწყობდა. ამის გამო ბავშვი აქტიურად მოძრაობას იწყებდა, რომ მეტი ჟანგბადი მიეღო. ბავშვის მოძრაობა ჭიპლარის კისერზე შემოხვევის რისკს ზრდიდა. კარგია, რომ ახლა ასეთი პრობლემები არაა. ქალებს ნაყოფის დაუზიანებლად შეუძლიათ ხელსაქმით დაკავდნენ.
- კატა მტკივნეულ ადგილს გრძნობს – კატა ასეთი მგრძნობიარე არსება არაა. ის ირჩევს თბილ ადგილს, რომ მუცელი გაითბოს. იქ, სადაც ადამიანს ანთება აქვს, სხეულის ტემპერატურა მაღალია. ცხოველი ამას გრძნობს და მტკივნეულ ადგილზე წვება.
- „თბილ“ საწოლზე არ უნდა დაჯდეთ– მოხუცები დღემდე გვაფრთხილებენ: თუ „თბილ“ საწოლზე დაჯდები, ავად გახდები. ნიშანი მოდის იმ დროიდან, როცა დაავადებას წურბელებით და სისხლის გამოწოვით მკურნალობდნენ. საწოლზე ჯდომისას, სადაც ცოტა ხნის წინ პაციენტი იწვა, დიდი ალბათობით ინფექცია გადაგედებათ. სწორედ ამიტომ, ეს ნიშანი ჯანმრთელი ადამიანის დაავადებისგან დაცვის მცდელობაა.
- გატეხილი სარკე უსიამოვნებას მოასწავებს – ამას მეცნიერული დასაბუთება აქვს. პირველ რიგში, მინის ნატეხზე ხელი შეიძლება გაიჭრათ. მეორეც, ადრე სარკე ფუფუნების ნივთი იყო და მისი მომზადების ტექნოლოგია განსხვავდებოდა. ამრეკლავ ზედაპირს ფარავდნენ ვერცხლისწყლის ფენით, ხოლო ზემოდან კიდევ ერთ დამცავ საშუალებას უმატებდნენ. როცა სარკე ტყდებოდა, ვერცხლისწყლის ორთქლი ორთქლდებოდა. ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახებოდა. აქედან მოდის „უსიამოვნება“, რომელზეც ცრურწმენაშია საუბარი.
- სანამ ბავშვი პირველ სიტყვას არ იტყვის, თევზი არ უნდა აჭამოთ – საინტერესო და საკმაოდ იშვიათი ნიშანი. ადრე ითვლებოდა, რომ თუ ბავშვი პირველი სიტყვის თქმამდე თევზს შეჭამდა, თავად გახდებოდა თევზი, ანუ დადუმდებოდა. ერთი შეხედვით სულელური ცრურწმენაა, მაგრამ მეცნიერული დასაბუთება აქვს. თევზმა ალერგია და კანის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ადრე ქერქი თევზის ფარფლებს ახსენებდათ. სწორედ ამიტომ, პროდუქტი ხალხს აშფოთებდა. დაავადებები და პარაზიტები, რომლითაც ბავშვი თევზიდან შეიძლება დაინფიცირდეს, ფსიქიკურ განვითარებას აფერხებს. ბავშვმა შეიძლება უფრო გვიან დაიწყოს საუბარი, ვიდრე თანატოლებმა.
- შავი კატა უბედურების ნიშანია – დღემდე სჯერათ. საიდან მოდის ცრურწმენა? პირველ რიგში, შავი კატა სიბნელეში რთული შესამჩნევია. მას ადამიანის შეშინება შეუძლია და მათ მიმართ სიძულვილი აქედან მოდის. მეორეც, შუა საუკუნეებში საშინელი ეპიდემია მძვინვარებდა, მათ შორის შავი ჭირი. ვირთხები და თაგვები, კატების ხშირი ნადავლი, ინფექციების გადამტანი იყო. ამის გამო კატა დაავადების მატარებელი შეიძლება გამხდარიყო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნადავლი მფლობელის სახლში მიჰქონდა.
- ობობის მოკვლა არ შეიძლება – არა მხოლოდ კატა და თაგვია დაავადების გადამტანი. ინფექციები მწერებიდანაც ვრცელდება. როგორც ცნობილია, ისინი ობობების საკვებია. სწორედ ამიტომ, თუ ობობას მოკლავთ, ის თავის საკვებს, კოღოს და ბუზს ვერ მიიღებს. ადრე არჩევანს აკეთებდნენ: ობობასა და ობობის ქსელთან შეგუება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ფრთოსანების შემოსევასთან. აქედან მოდის ცრურწმენა.
როგორც ხედავთ, ზოგიერთ ნიშანს აზრი ნამდვილად აქვს. თანამედროვე პირობებში მათი აქტუალობა ისეთი დიდი არაა, როგორც ადრე. სწორედ ამიტომ, თქვენი გადასაწყვეტია დაიჯერებთ თუ არა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს