ხახვის დაჭრა უცრემლოდ და სხვა კულინარიული ხრიკები, რომლებიც ბებიამ მასწავლა

773

ბებიებს უყვართ, როცა რაღაცას გვასწავლიან. ახალგაზრდები მათ რჩევებს ყურადღებას არ აქცევენ. თითქოს, უკვე დრომოჭმულია. არადა ასაკოვანი ხალხის ძველი რჩევები ნამდვილად შეიძლება გამოგადგეთ. მაგალითად, სამზარეულოს ხრიკები, რომელთა შესახებ ბებიამ მიამბო, დღემდე ვიყენებ. ზოგჯერ ბებიების მოსმენა ღირს!

ბებიის რჩევები კერძის მოსამზადებლად

  • ხახვის დაჭრა ცრემლის გარეშე – ხახვი არც ერთ დიასახლისს არ უყვარს. თქვენ შეიძლება სერიალმა გული ვერ აგიჩუყოთ, უსახლკარო ცხოველების მიმართ გულგრილი იყოთ, მაგრამ ხახვი მაინც აგატირებთ. როგორ დავიმორჩილოთ მზაკვარი ბოსტნეული? ბებიამ მირჩია, რომ ხახვის დაჭრისას პირში წყალი დავიგუბო. ასე ხახვის მძაფრი სუნი არ აგატირებთ. ასევე მითხრა, რომ ხახვის დაჭრისას დანის პირი ყოველთვის სველი უნდა იყოს. რეგულარულად დაასველეთ, რომ ბოსტნეულის ცრემლმდენი ორთქლისგან არ ატირდეთ. საჭრელი დაფის გვერდით ცვილის სანთელი შეგიძლიათ დადოთ. რომანტიკულია და ხახვის გამო ცრემლებს არ დაღვრით.
  • კარაქის დარბილება სწრაფად და უპრობლემოდ – ბებიის ძველი რჩევები ნამდვილი საწყობია. მაგალითად, რას გააკეთებთ, თუ კარაქის დასარბილებლად დრო არ გაქვთ? ბებია გირჩევთ, რომ გახეხოთ. ასე მაგარი კარაქი კერძის სხვა ინგრედიენტებს შესანიშნავად შეეთავსება.
  • ზედმეტი მარილის ან წიწაკის ჩაყრა– სამზარეულოში ყველაფერი ხდება. ერთი წუთით ყურადღების გაფანტვა ან ხელის აკანკალება საკმარისია, რომ კერძს ზედმეტი წიწაკა ან მარილი დაუმატოთ. თუ ძალიან ბევრი წიწაკა დაუმატეთ, კარტოფილი გათალეთ და კერძს აურიეთ, შემდეგ ამოიღეთ. კარტოფილი ზედმეტ სანელებელს შეიწოვს. ზედმეტად მარილიანი კერძის შემთხვევაში პურის ნაჭერი გამოიყენეთ.
  • ქვაბიდან ქაფის გადმოღვრა – მაგალითად, მაკარონს ან კარტოფილს ხარშავთ, ხოლო ქაფიანი წყალი ქვაბიდან გადმოდის. ცხოვრება რომ გაიმარტივოთ და ხარშვის პროცესი მუდმივად არ აკონტროლოთ, ქვაბში ხის კოვზი ჩადეთ. ქაფი მხოლოდ კოვზამდე ამოვა, მაგრამ არ გადმოვა.
  • უსიამოვნო სუნი სამზარეულოში – სამზარეულო არომატებით სავსეა და ყოველთვის სასიამოვნო სუნი არ დგას. ცხელი ზეთის, ნამწვის ან დამწვარი კერძის სუნი ხშირი შემთხვევაა. უსიამოვნო არომატის მოშორება მარტივია. სამუშაო ზედაპირზე ძმრიანი თასი დადეთ. მჟავა ნებისმიერ სუნს ანეიტრალებს.
  • ხილი დიდხანს რომ შეინახოთ – ხშირად ხილი მანამ ფუჭდება, სანამ ჭამას მოვასწრებთ. ეს საწყენია. ხილი დიდხანს რომ შეინახოთ, ხილის კალათას ღვინის საცობი დაუმატეთ. მანამდე საცობი შუაზე გაჭერით. ის ზედმეტ ტენს შეიწოვს, ხოლო ხილი სწრაფად აღარ გაშავდება და დალპება. ჭამას მოასწრებთ.
  • მურაბა ობით რომ არ დაიფაროს – მურაბის გახსნილი ქილა ობის საყვარელი გარემოა. ასეთი ტკბილეული საკვებად უვარგისია, თუნდაც სოკო ფრთხილად მოაშოროთ. რა გავაკეთოთ? ძველი რჩევები ამბობს: მოხუფვამდე მურაბას ზემოდან ცოტა შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. შაქარი ქილაში სოკოს და ბაქტერიების განვითარებას შეაფერხებს.
  • კარტოფილი რომ არ გაღვივდეს – ყველამ იცის, რომ კარტოფილი მშრალ და ბნელ ადგილას უნდა შევინახოთ. ეს მისი გაღვივებისგან ხშირად არ გვიცავს. არსებობს ერთი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ. კარტოფილის ტომარას ან ყუთს ვაშლი დაუმატეთ. ეს ხილი ბოლქვების დიდხანს შენახვას ხელს უწყობს.

ბებიის რჩევებს იმედი არასდროს გაუცრუებია. დაგვეთანხმეთ, რაციონალური მარცვალი თითოეულ მათგანში არის. მოხუცების სიტყვებს მოუსმინეთ, მათ მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს