რჩევები, როგორ გააუმჯობესოთ ტვინის აქტივობა და მეხსიერება ხანდაზმულ ასაკში

1027

მეხსიერების გაუმჯობესება საპასუხისმგებლო საქმეა. პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სერიოზული პრობლემების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართოთ. თუ უბრალოდ დაღლილი ხართ, მარტივი რჩევების გათვალისწინებით ტვინის გააქტიურებას და ფაქტების უკეთ დამახსოვრებას შეძლებთ.

ყოველდღიურ ქაოსში სამყაროს სილამაზეს ვეღარ ვამჩნევთ. ადამიანს გაუჭირდება გიპასუხოთ, რა მიირთვა გუშინ და როგორი ამინდი იყო წინა შაბათს. იმდენად დაღლილია, რომ ამ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს. არადა ამ წვრილმანების დანახვა მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება. სრულფასოვანი დასვენება სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს ყურადღება მიაქციოთ. მაგალითად, რომელი ნომერი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობთ, რა სურნელი აქვს ყვავილს თქვენს სახლში, როგორი ამინდია დღეს და ა.შ.

სასარგებლო პროდუქტები – ზოგიერთი პროდუქტი მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის გაზრდაში გვეხმარება. გახსოვდეთ, ასეთი პროდუქტები პანაცეა არაა. 1 მუჭა კაკალი ვერ დაგეხმარებათ, თუ ძილს, დასვენებას უგულებელყოფთ და მუდმივად მუშაობთ. ორგანიზმს აღსადგენად დრო არ ყოფნის და ამ შემთხვევაში კაკალი უშედეგოა. ოპტიმალური ბალანსი დაიცავით, თუნდაც ბევრი საქმე გქონდეთ. სასარგებლო პროდუქტების დიდი არჩევანი გვაქვს. მაგალითად, შავი შოკოლადი, წითელი თევზი, კაკალი, ბროკოლი, პომიდორი, ოსპი, სასმელი წყალი და მწვანე ჩაი. მოცვი კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტია. მოცვი შეიცავს ანტოციანინებს, რომელიც ტვინის აქტივობასა და მეხსიერებაზე დადებითად მოქმედებს. ახალი მოცვი ან მისი ფხვნილი შეგიძლიათ მიირთვათ. ყოველდღე მუჭა კენკრა მიირთვით და პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ.

სუფთა ჰაერზე სეირნობა – სუფთა ჰაერი და მრავალფეროვანი გარემო ტვინში ჟანგბადის მიწოდებას ხელს უწყობს. ასე მეხსიერება და განწყობა უმჯობესდება. რომ არ მოიწყინოთ, მეგობრებთან ერთად ისეირნეთ, წიგნი წაიკითხეთ ან შინაური ცხოველი გაასეირნეთ. სასიამოვნო არომატები და მუსიკა სუფთა ჰაერზე სეირნობის ეფექტს აძლიერებს. მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკი, ყვავილების სურნელი, არომატული ცომეული ან საყვარელი ყავა. ყავა, როგორც მოცვი, მეხსიერებას ეხმარება, მაგრამ ხანდაზმულ ასაკში ყავა ბევრი არ უნდა დალიოთ. დღეში 1 ჭიქა საკმარისია.

ზოგიერთი მოხუცი მეხსიერების გაუმჯობესებაზე არ ზრუნავს, სხვა საქმით დაკავებულია ან ამას სისულელედ მიიჩნევს. ეს სამწუხაროა. სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად გონივრულად უნდა იმოქმედოთ. მაგალითად, ახალი ენა შეისწავლეთ. მარტივი მიზნები დაისახეთ, რომ ახალი უნარები აღმოაჩინოთ და თანამოაზრეები იპოვოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს