ანდრეი ბობრკოვსკი, დიეტოლოგი, ამბობს, რომ სიმინდმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, რაციონში მისი რაოდენობა მკაცრად უნდა აკონტროლოთ.
ზაფხულში მოხარშული სიმინდის ჭამა ბევრს უყვარს. პრინციპში, სასარგებლო პროდუქტია, რადგან მასში შედის ბევრი ანტიოქსიდანტი, მინერალი და ვიტამინი. სიმინდის კიდევ ერთი უპირატესობა ბევრი უჯრედისია. ბევრ თანამედროვე დაავადებას სწორედ უჯრედისის დეფიციტი იწვევს. დიეტოლოგის თქმით, რაციონში უჯრედისის დეფიციტის დროს გულის, სისხლძარღვების, კუჭის, ნაწლავების და ნერვების პათოლოგიების რისკი იზრდება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმინდის ყოველდღე მიღება შეიძლება. მაღალკალორიული პროდუქტი ყოველდღიური რაციონისთვის შეუფერებელია. სურვილის შემთხვევაში, კვირაში 2–3–ჯერ შეგიძლიათ მიირთვათ და მაქსიმუმ 200 გრამი ერთ ჯერზე. ეს დაახლოებით ერთი ტაროა, რაც საკმარისია, რომ ორგანიზმა უჯრედისის დღიური ნორმა მიიღოს.
სიმინდის ჭარბი მიღებით არა მხოლოდ წონის მომატება შეგაწუხებთ, არამედ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მაგალითად, მეტეორიზმი, საჭმლის მოუნელებლობა და სიმძიმის შეგრძნება. ახლა მაღაზიაში ხშირად სიმინდის საკვები ჯიშები იყიდება, რომელსაც მომწიფებამდე კრეფენ. ასეთი ტარო უმჯობესია არ შეჭამოთ.