ცნობილი დიეტოლოგის ზოია ბოგდანოვას თქმით, გაყინული კენკრა თითქმის ყველა მკვებავ ნივთიერებას ინარჩუნებს, მაგრამ ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს მაინც შეიცავს. რა თქმა უნდა, თუ გაყინვისთვის სწორად არ მოამზადებთ.
ითვლება, რომ ახალი კენკრა და ხილი ყოველთვის გაყინულზე სასარგებლოა. სინამდვილეში, სიმართლეს არ შეესაბამება. თუ პირდაპირ ბოსტნიდან კრეფთ, რა თქმა უნდა, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. პროდუქტებს, რომელთაც სუპერმარკეტში ყიდულობთ, გავლილი აქვს გრძელვადიანი ტრანსპორტირება, ხანგრძლივი შენახვა, სხვადასხვა კომპონენტებით დამუშავება სავაჭრო გარეგნობის შესანარჩუნებლად და ამ დღეებში ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. ზოგჯერ მაღაზიაში ნაყიდ ხილსა და ბოსტნეულში არაფერი სასარგებლო არ რჩება.
თუ ხილსა და ბოსტნეულს დაკრეფისთანავე გაყინავთ, მის სასარგებლო კომპონენტებს შეინარჩუნებთ. დიეტოლოგი ამბობს, რომ სასარგებლო ნივთიერებების 80%, მათ შორის სხვადასხვა ბოჭკოები და ვიტამინები, კენკრაში გაყინვის შემდეგ ინახება. ისინი მაცივარში დიდხანს ინახება. მნიშვნელოვანია, რომ გასაყინად სწორად მოამზადოთ. თქვენი ბოსტნის კენკრაშიც შეიძლება ზოგიერთი პათოგენი, მათ შორის სოკო და მწერის ლარვები იყოს.
თუ ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, სადღაც ფილტვებში ან სხვა ორგანოებში შეიძლება განვითარდეს. ასეთი კენკრის მიღების ყველაზე ნაკლებად სახიფათო გართულება შეიძლება დიზენტერია იყო. ბოდგანოვა ხაზს უსვამს, რომ კენკრა უმჯობესია ორთქლით დაამუშავოთ, თუმცა გამდინარე წყალიც შესაფერისია. შემდეგ მშრალ ადგილას დააწყვეთ და გაშრობა აცადეთ. მშრალი კენკრა სპეციალურ კონტეინერებში გადაანაწილეთ და გაყინეთ.