ჰორმონები, რომლებიც ძილს აუმჯობესებენ და განწყობას ამაღლებენ

524

იცით თუ არა, რომ ჩვენს განწყობას ამინომჟავა ტრიპტოფანი მართავს? ენდოკრინოლოგი ოლღა პავლოვა გიამბობთ, რა გავლენას ახდენს ტრიპტოფანი ადამიანის ორგანიზმზე.

„ტრიპტოფანი ამინომჟავაა, სეროტონინის ბიოლოგიური წინამორბედი, სიამოვნების და მელატონინის, ძილის ჰორმონის და სიამოვნების ნეირომედიატორი. ორგანიზმი ტრიპტოფანის 10%–ს სეროტონინის გამოსამუშავებლად იყენებს“ – ამბობს ექსპერტი.

ცნობილია, რომ სეროტონინი ჩვენი განწყობის მთავარი მმართველია. სეროტონინის დეფიციტის დროს განწყობა მცირდება. ზოგჯერ დეპრესიაც შეიძლება გამოიწვიოს. ჭარბი სეროტონინიც კარგი არაა. ამ დროს კარგ განწყობას შფოთვა, პანიკა და მაღალი აგზნებადობა ცვლის.

რომელი ირიბი ნიშნები საუბრობს სეროტონინის დეფიციტზე? ტკბილეულისკენ მუდმივი ლტოლვა, განსაკუთრებით შოკოლადის მიმართ, ასევე უძილობა, ყაბზობა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, მოთმინების უქონლობა, თავის ტკივილი, აგზნებადობა, გაღიზიანება. სეროტონინის დეფიციტზე საუბრობს ტკივილის დაბალი ბარიერი, ანუ ტკივილს საერთოდ ვერ უძლებთ. ამას ქალები წინა მენსტრუაციული სინდრომის დროს ხშირად განიცდიან.

შეგვიძლია თუ არა, რომ ტრიპტოფანი, შესაბამისად სეროტონინი საკვებიდან მივიღოთ? შეიძლება. მისი წყაროა კვერცხი, ხორცი, ყველი, ინდაურის ხორცი, კალმარი, ქათამი. როგორც ხედავთ, ცილოვან პროდუქტში უფრო მეტი ტრიპტოფანი გვხდება, ვიდრე ნახშირწყლოვან საკვებში. დასკვნა: განწყობის ასამაღლებლად არა ტკბილეული, არამედ ცხოველური წარმოშობის ცილები უნდა მიირთვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს