ყოველთვის, როცა ყველი ვადის გასვლამდე ობით იფარება, იმედგაცრუებული ვრჩები. არადა სუფთა დანით ვჭრი და მაცივარში ვინახავ, თან მწარმოებელშიც ეჭვი არ მეპარება. საერთო ჯამში კილოგრამზე მეტი პროდუქტის გადაყრა მომიწია, სანამ არ გავიგე, როგორ შევინახო ყველი სწორად.
ყველი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, რომლის გადაყრა საერთოდ არ მინდა. გარდა ამისა, ყველს თითქმის ყოველდღე ვჭამთ. შაკშუკა საუზმეზე, კარტოფილი სოკოთი ყველის ქუდის ქვეშ ვახშამზე, ყველის ჩხირები სადილის წვნიანში. ყველა ამ კერძს ყველი სჭირდება! Vivien გიამბობთ, როგორ შეინახოთ ყველი მაცივარში სწორად, რომ ობით არ დაიფაროს და არ გახმეს.
როგორ შეინახოთ ყველი მაცივარში: ღირებული რჩევები
- ხმელი ყველი – პარმეზანი და სხვა ხმელი ყველი დაბალი ტენიანობის წყალობით დიდხანს ინახება. ბაქტერიებს სასიცოცხლოდ და გასამრავლებლად სველი გარემო სჭირდება. ხმელი ყველი დიდხანს რომ შეინახოთ, შესაფუთ პარკში გაახვიეთ. პერგამენტი ან გაცვილული ქაღალდი არ გამოიყენოთ, რადგან ჰაერს ატარებს.
- რბილი ყველი – აი, რბილ ყველს ჰაერი სჭირდება. სწორედ ამიტომ, გაცვილულ ქსოვილში, საცხობ პერგამენტში ან გაცვილულ ქაღალდში შეგიძლიათ შეინახოთ. ასეთი ყველი შესაფუთ პარკში შეიძლება „გაოფლიანდეს“ და ამიაკის გაზები დაგროვდეს. ისინი ყველის გემოს აფუჭებენ. გახსოვდეთ: რბილი ყველი უნდა „სუნთქავდეს“.
- სუნიანი ყველი – დამახასიათებელი არომატის გამო ასეთი ყველის პერგამენტში ან შესაფუთ პარკში შენახვა რთულია. ყველის სუნი არა მხოლოდ მაცივარში, არამედ მთელ სამზარეულოში შეიძლება გავრცელდეს. სწორედ ამიტომ, სუნიანი ყველი ჰერმეტულ კონტეინერში შეინახეთ. ტენიანობის დასარეგულირებლად კონტეინერში სველი პატარა პირსახოცი ჩადეთ.
სად შეინახოთ ყველი – ყველი მაცივრის კარზე ან თაროს კიდეზე არ შეინახოთ. კარის ხშირი გაღება–დახურვის გამო ტემპერატურის მუდმივი ცვლილებები პროდუქტს აზიანებს. ყველი მაცივრის უკანა კედელთან ახლოს შეინახეთ. იქ ტენიანობა და ტემპერატურა რძემჟავა პროდუქტისთვის ოპტიმალურია.
ობიანი ყველი და დაობებული ყველი – ეს ერთი და იგივე არაა! ცისფერი ობი, როგორც როკფორზე ან დორბლიუზე, და თეთრი ობი, როგორც ბრიზე ან კამამბერზე, პროდუქტს საფირმო გემოს და არომატს ანიჭებს. პენიცილინის გვარის შტამები სპეციალურად ყველისთვის შეირჩა და ადამიანისთვის უსაფრთხოა. აი, დაობებული ყველი სხვა საქმეა. ასეთი პროდუქტის ჭამა აკრძალულია.
რა ვუყოთ ყველს, რომლის ვადა იწურება – თუ თითქის ვადაგასული ყველის გამოყენების შესაძლებლობა ან სურვილი არ გაქვთ, არ ინერვიულოთ. პროდუქტის გადაყრა აუცილებელი არაა. ყველი შეგიძლიათ გაყინოთ! ასე შენახვის ვადას გაზრდით, მაგრამ ეს მის გემოსა და ტექსტურაზე ცუდად აისახება. რბილ ყველში მაღალი ტენიანობის გამო შეიძლება კრისტალები გაჩნდეს. როცა დაბალი ტემპერატურა მათ შეავიწროებს, ყველი მშრალი ხდება. თუ ყველის ცალკე წასახემსებლად გამოყენებას აპირებთ, გაყინვა რეკომენდებული არაა. სოუსის, ხორცის, ცომის ან სხვა კერძის მოსამზადებლად ხრიკი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
უდავოდ, დაახლოებით უნდა იცოდეთ, რამდენ ყველს მიირთმევს თქვენი ოჯახი. დიდი ნაჭერი რძემჟავა პროდუქტი არ შეიძინოთ, თუ ხშირად არ ჭამთ. უმჯობესია, მაღაზიაში ახალი ყველის საყიდლად ხშირად ჩახვიდეთ, ვიდრე ფული ტყუილად დახარჯოთ პროდუქტზე, რომელიც გემოს და გარეგნობას კარგავს.