ბულგარული წიწაკის გავლენა ორგანიზმზე. რომელი ფერის ბოსტნეულია უფრო სასარგებლო

683

წიწაკას „ბულგარულს“ მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უწოდებენ. იმ დროს მზიანი ბულგარეთი ამ ბოსტნეულის მთავარი მიმწოდებელი იყო. სახელიც აქედან მოდის. სინამდვილეში მისი სამშობლო ლათინური ამერიკაა. ევროპელები „სასალათე ბოსტნეულს“, „ტკბილ წიწაკას“ ან „პაპრიკას“ უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ბულგარული წიწაკა წიწაკა საერთოდ არაა. მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება, ბადრიჯნის და პომიდვრის შორეული ნათესავია. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ბულგარულ წიწაკას, რას ამბობს მისი ფერი და რამდენია დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის.

ბულგარული წიწაკის თვისებები: სარგებელი და უკუჩვენება – ბულგარული წიწაკის შემადგენლობაში გვხვდება ბევრი სასარგებლო ნივთიერება, მათ შორისაა A, B, C და E ჯგუფის ვიტამინები. მხოლოდ 50 გრამი ბოსტნეული ადამიანისთვის აუცილებელ დღიურ ნორმას ხურავს. ბოსტნეულის რეგულარული მიღება ნერვული სისტემის და ღვიძლის ნორმალური მუშაობისთვის ყველა პირობას ქმნის. B ჯგუფის ვიტამინები ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების ხარისხზე პასუხისმგებელია. მისი დეფიციტი უძილობას, აპათიას და დეპრესიას იწვევს. ლამაზი თმა, ჯანმრთელი კანი და მხედველობის მხარდაჭერა: ეს ყველაფერი ბულგარული წიწაკის ნივთიერებების კომპეტენციაშია. მასში გოგრასა და სტაფილოზე არანაკლები მიკროელემენტები და A ვიტამინი შედის. ორგანიზმს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება, რაც სურდოს და გრიპის სეზონზე აქტუალურია.

როგორც ხედავთ, ბულგარულ წიწაკას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. ბევრი ექიმისა და დიეტოლოგის მიერ ტყუილად რეკომენდებული არაა. ზოგიერთი მდგომარეობის და დაავადების ფონზე ტკბილი წიწაკა შეიძლება საზიანო იყოს.

ბულგარული წიწაკის უკუჩვენებები:

  • წყლულოვანი დაავადება
  • გასტრიტი გაზრდილი მჟავიანობით
  • ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადებები
  • გულის იშემიური დაავადება, ჰიპოტონია
  • ბუასილი
  • ეპილეფსია, გაზრდილი ნერვული აგზნებადობა

ამ პუნქტებსაც აბსოლუტურ უკუჩვენებად ვერ ჩავთვლით. თუ ასეთი რამ არსებობს, უბრალოდ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. თქვენთვის ბოსტნეულის მოხმარების უსაფრთხო ნორმის განსაზღვრა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

რაზეა დამოკიდებული ბულგარული წიწაკის ფერი და რომელია უკეთესი – ახლა მწვანე, წითელ და ყვითელ წიწაკას შორის განსხვავებაზე გიამბობთ. პირველ რიგში, მწვანე წიწაკა მოუმწიფებელი ყვითელი ან წითელი წიწაკაა. ამის გამო მწარე გემო აქვს, ზოგჯერ კუჭის პრობლემებს იწვევს. მეორეც, ბევრი რამ თქვენს გემოვნებაზე და ვიზუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. ხშირად წითელ ან ყვითელ წიწაკას ირჩევენ, რადგან უფრო ტკბილი და ფერადია. მსგავსი ნაკრებით სალათი ფერადი გამოდის.

იტალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომელ წიწაკას თვლის ხალხი უფრო ტკბილად. უმეტესობამ ყვითელი ნაყოფი ასეთად მიიჩნია. სინამდვილეში, წითელი წიწაკა მეტ შაქარს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ბევრისთვის ყვითელი ფერი მაქსიმალურ სიმწიფესთან ასოცირდება.

რა სარგებელი აქვს ბულგარულ წიწაკას – სამივე სახეობას განსხვავებული რაოდენობის სარგებელი აქვს:

  1. ყვითელ ნაყოფში ყველაზე მეტი რუტინი შედის, რაც სახსრებს აძლიერებს. ამ ფერის ნაყოფში შემავალი მიკროელემენტები ინსულტს აფერხებს და სისხლძარღვების დაბერებას ანელებს.
  2. წითელი წიწაკა ბევრ ასკორბინის მჟავას (ციტრუსზე მეტი) და A ვიტამინს შეიცავს.
  3. მწვანე ნაყოფი სიმსივნის პროფილაქტიკაში გვეხმარება.

კერძის მომზადებისას წიწაკის ფერს ყურადღება უნდა მიაქციოთ. სალათისთვის ნებისმიერი გამოგადგებათ. აი, ცხელი კერძისთვის წითელი და ყვითელი სახეობა შეარჩიეთ, რადგან მწვანე ნაყოფი თერმული დამუშავებისას მწარდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს