ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობის დონე უნდა გავაორმაგოთ. ისღა დაგვრჩენია გავიგოთ, ვის აქვს ამის დრო.
ბევრი სპეციალისტის მიერ რეკომენდებული ფიზიკური აქტივობის დონე ნაადრევი სიკვდილის პრევენციისთვის უნდა გაორმაგდეს. ზომიერი ვარჯიშის შემთხვევაში კვირაში 150 წუთიდან 300–მდე, ინტენსიური ვარჯიშის შემთხვევაში 75 წუთიდან 150–მდე. ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარები თვლიან, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია. ყველაფერი იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი სპორტისთვის დროის გამოყოფას ვერ ახერხებს.
რა თქმა უნდა, უფრო მარტივია სავარჯიშო დარბაზში ხშირად იაროთ ან საღამოს 20 წუთის ნაცვლად 40 წუთით ირბინოთ. ბევრ ადამიანს სავარჯიშო დარბაზში წასასვლელად ან სარბენად დრო არ აქვს. სწორედ ამიტომ, ფიზიკური აქტივობის დეფიციტს ხანგრძლივი სეირნობით ან საოჯახო საქმეებით ანაზღაურებს.
ასეთი ფიზიკური აქტივობების დონე უნდა გაიზარდოს. თუ სამსახურამდე ერთ ავტობუსის გაჩერებას ვარჯიშის მიზნით ფეხით გადიხართ, მანძილი გაზარდეთ. კომპიუტერთან მუშაობისას დროდადრო ადექით და დერეფანში გაისეირნეთ ან პირველი სართულიდან მესამე ან მეოთხე სართულზე კიბით ადით და ჩამოდით, რომ სხეულის სხვადასხვა კუნთი გაავარჯიშოთ. კიდევ ერთი შესანიშნავი და სასიამოვნო მეთოდი აუზზე სიარულია.